მთავარი > წმ. მამათა საგანძურიდან, მთავარი გვედის ფოტო > სულიწმიდა

სულიწმიდა


21-05-2019, 23:04

სულიწმიდა

 

   ამიტომ გეუბნებით თქვენ: ყოველი ცოდვა და გმობა მიეტევება ადამიანებს, მაგრამ სულის გმობა არ მიეტევება მათ.

   ვინც იტყვის სიტყვას კაცის ძის წინააღმდეგ, მიეტევება მას; მაგრამ ვინც იტყვის სიტყვას სულიწმიდის წინააღმდეგ, არ მიეტევება მას, არც ამ წუთისოფლად და არც საუკუნო სოფლად.


სახარება მათესი, თ. 12



   არავის შეუძლია საკუთარი თავისაგან იცოდეს რა არის სიყვარული ღვთიური, თუ სულიწმიდა არ ასწავლის, მაგრამ ჩვენს ეკლესიაში ღვთის სიყვარული შეცნობილი არის სულიწმიდით და ამიტომ ვლაპარაკობთ მასზე. უფალი კეთილი და გულმოწყალეა, მაგრამ ჩვენ მისი სიყვარულის შესახებ ვერაფრის თქმას ვერ შევძლებდით წერილის გარდა, სულიწმიდას რომ არ ესწავლებინა.


წმიდა სილუანი



   ეკლესია გვასწავლის, რომ არსებობს სულიწმიდა, უფალი უფლისაგან, კეთილი კეთილისაგან, უკვდავი უკვდავისაგან, ყოვლადძლიერი ყოვლადძლიერისაგან, ჭეშმარიტება ჭეშმარიტებისაგან, სინათლე სინათლისაგან, სიცოცხლე სიცოცხლისაგან.


წმიდა მღვდელმთავარი ნიკოლოზ სერბი (ველიმიროვიჩი)



   იცოდე, ძმაო, ვისთანაც სულიწმინდაა, ცოდვათა ბორკილებისგან თავისუფალია.


ღირსი ოიანე სინელი



   სულიწმიდა არის მეუფე კურთხევა-განათლებისა... იგი გონიერი არსია, ძალით - უსასრულო, სიდიადით - უსაზღვრო არსი, რომლის აღწყვაც შეუძლებელია დროით, საუკუნეებით.


წმიდა ბასილი დიდი



   სულიწმიდა მცნობელობის მომნიჭებელია, იგი გონიერი ნათელია, რომელიც ძიებათა ჟამს გარკვეულ სიცხადეს ანიჭებს ყოველ გონიერ ძალას.


წმიდა ბასილი დიდი



   სულიწმიდა მცნობელობის მომნიჭებელია, იგი გონიერი ნათელია, რომელიც ძიებათა ჟამს გარკვეულ სიცხადეს ანიჭებს ყოველ გონიერ ძალას.


წმიდა ბასილი დიდი



   სულიწმიდის მადლი გვევლინება მრავალი სახით და სხვადასხვა გრძნობით გამოიხატება. სულიწმიდა წარმატებული ლოცვისა და სიფხიზლის ხელოვნების მეშვეობით მლოცველს ანიჭებს ცრემლს, სიხარულს, წინათმცნობელობის, წინამძღვრობისა და სამოციქულო ნიჭის მადლმოსილებას, ჭირთათმენის, მოთმინების, საღმრთო ნუგეშის, უდიდესი სასოების ძალას, ღვთაებრივი ეროსის, ჭვრეტის, საღმრთო განკვირვების მადლს.


იოსებ ისიხასტი (იოსებ მღვიმელი)



   ჩვენი სული ღმერთისაგანაა და მხოლოდ ღმერთში ჰპოვებს თავისთვის ნამდვილ მოსვენებასა და ნეტარებას.


ნეტარი ავგუსტინე



   ჩვენ შეგვიძლია ვიმსჯელოთ მხოლოდ იმდენად, რამდენადაც შევიცანით მადლი სულიწმიდისა...


წმიდა სილუანი



Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება