მთავარი > წმ. მამათა საგანძურიდან, მთავარი გვედის ფოტო > სხეული
სხეული17-06-2019, 00:01 |
ამ უბადრუკ და ვნებიან სხეულსაც, რომლითაც შემოსილნი ვართ და რომელსაც არ სურს ღმრთის მცნებებით ცხოვრება, აქ, მის მშობელ მიწაში, დავტოვებთ. თავად კი თავისუფალი ქროლვით, როგორც მაღლადმოლივლივე არწივები, დავეუფლებით წმინდა სავანეებს.
იოსებ ათონელი
არ არსებობს უფრო მეტად კეთილსურნელოვანი მსხვერპლი ღმერთის წინაშე, ვიდრე სხეულის სიწმინდეა, რომელიც სისხლითა და სასტიკი ბრძოლით მოიპოვება.
იოსე ათონელი
რადგან სხეულის მეშვეობით ბუნებასთან ცოცხალ კავშირში იმყოფება, სულიერად სხეულს დამორჩილებული ადამიანი ბუნებისაგან იმდენი არხით სვამს სიამოვნებებს, რამდენი მიმართულებაც არის მის სხეულში, და სიამოვნებებთან ერთად იწოვს იგი ბუნების ძირითად სულს - მექანიკური უნებლიე მოქმედების სულს. ამიტომ რამდენადაც ადამიანს მეტი სიამოვნებები აქვს, იმდენად ვიწროა მისი თავისუფლების წრე, და ვინც ყველა სიამოვნებას ფლობს, შეიძლება ითქვას, იგი სხეულის სრული ტყვეა.
წმიდა თეოფანე დაყუდებული
სულიც და სხეულიც სტუმრები არიან - ერთი ზეციური, მეორე კი - მიწიერი.
ეკლ. 12, 7
სხეული - სულის ფარდაა. სიკვდილი ერთბაშად ჩამოგლიჯეს ამ ფარდას და სული თავის თავს ისეთს ხედავს, როგორიც ის სინამდვილეშია. ამიტომ სიკვდილი არის მომენტი, როცა სული საბოლოოდ ხვდება საკუთარ თავს. ადამიანი გაოგნებულია იმით, რომ თავის თავს არასდროს იცნობდა, მთელი ცხოვრების მანძილზე ნიღაბს ატარებდა, რომელიც შეეზარდა მის სახეს და ახლა ის პირველად იხილა, რადგან სიკვდილმა ახალი, სულიერი მხედველობა მიანიჭა.
არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)
Xareba.net - ის რედაქცია უკან დაბრუნება |