მთავარი > წმ. მამათა საგანძურიდან, მთავარი გვედის ფოტო > სული (სულიერება)

სული (სულიერება)


16-06-2019, 00:03

 

   ადამიანის სული ღმერთს ეკუთვნის. მან ის თავისთვის შექმნა; ადამიანის სული - ეს ღვთაებრივი სიყვარულის ობიექტია, მთელს ქმნილ სამყაროში ერთადერთი ძვირფასეულობაა, რომლის თავისად ქონა სურს უფალს.


არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)



   ამგვარად, სულიერი ხედვის შესაძენად, სიბრმავის, სიცრუისა და ზნედაცემულობისაგან განსანთავისუფლებლად საჭიროა იმ ძირითადი მართლმადიდებლური ცნებით გამოხატული შინაგანი განწყობილება მივიღოთ, როგორიცაა სინანული და მორჩილება.


მღვდელი ვლადიმერ ელისეევი



   გინდათ, თქვენი სულის ფასი იცოდეთ? შეხედეთ გამოსყიდვის ფასს. არა მთელი ქვეყნის ოქრო, მთელი ქვეყანაც კი, იმ ყველაფრით, რაც კი მასშია, არამედ თავად უფალი იყო ჩვენი გამოსყიდვის ფასი.


წმიდა იოანე ოქროპირი



   ვაი, სულო ჩემო! რატომ ხარობ ამ ცხოვრებით? რატომ ატარებ მის ისედაც მცირეოდენ დღეებს დაბნეულად? განა არ იცი, რომ სადაცაა მოგიხმობენ?


წმიდა ეფრემ ასური



   ვინც ჰპოვებს თავის სულს, დაჰკარგავს მას; და ვინც ჩემი გულისთვის დაჰკარგავს თავის სულს, მოიპოვებს მას.


სახარება მათესი, თ. 10-11



   ვისაც სურს სულიერი ხედვის მდგომარეობა მუდმივად შეინარჩუნონ, მათ უნდა იზრუნონ, რომ მუდამ მორჩილებაში იყვნენ; ნუ იმართლებენ თავს, ნუ განიკითხავენ ახლობლებს, ხოლო მორჩილებაში თავის დადანაშაულებით, ღვთისა და ადამიანების წინაშე საკუთარი ცოდვების აღიარებით წარსდგნენ.


წმიდა ეგნატე ბრიანჩანინოვი



   თუკი ადამიანის სული ამქვეყნიურ ცხოვრებაშივე არ მიიღებს სულიწმიდის საღმრთო მადლს დიდი რწმენისა და მრავალი წრფელი ლოცვა-ვედრებისათვის, და თუკი არ ეზიარება ღვთაებრივ ბუნებას, მაშინ ასეთი სული უღირსი იქნება ცათა სასუფეველის დამკვიდრებისა.


წმიდა მაკარი დიდი



   მთელი სამყარო უზარმაზარ ფორტეპიანოს წააგავს, მისი კლავიშები ღვთის შექმნილია; რომელ მათგანსაც არ უნდა შეეხო, საკუთარი სულის გამოძახილს მოისმენ.


წმიდა ნიკოლოზ სერბი



   როგორც სხეული კვდება მაშინ, როდესაც სული მას თავისი ძალის გარეშე ტოვებს, ასევე კვდება სულიც, როდესაც სული წმიდა მას თავისი ძალის გარეშე ტოვებს.


წმიდა იოანე ოქროპირი



   როცა დაითმენს ტანჯვას უფლისათვის, მაშინ განიწმიდება სული.


იოანე ოქროპირი



   სულიერ კანონთა დარღვევით იტანჯებიან თავად დამრღვევნი.


არქიმანდრიტი ეპიფანე თეოდოროპულოსი



   სულიერ ცხოვრებას ბევრი სიხარული ახლავს. სიხარულისგან ამქვეყნად არა ხარ, არაფერი გაწუხებს: ბავშვი ხარ და შენში უფალია დავანებული.


ბერი ამფილოქე



   სულით გლახაკი მუდამჟამს უდიდესი სიმდაბლითა და შემუსვრილი გულით შესცქერის თავის არარაობას, მას მარად თვაწლინ უდგას საკუთარი სულიერი წყლულები.


ღირსი მაკარი ეგვიპტელი



   სული რომელიც თავად სნეულია და სხვებს ასწავლის, ბრმა წინამძღოლს ჰგავს.


წმიდა ისააკ ასური



   სულის ველი - ეს მარადისობაა. ეს თითქოსდა გამოსვლაა დედამიწის მიზიდულობიდან. ეს გონების მიქცევაა ღვთაებისაკენ, ეს ლოცვის მეშვეობით გამოღვიძებაა სულისა.


არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)



   სხეულს სული ანიჭებს სიცოცხლეს, სულს კი - ღმერთი. მასასადამე, ჭეშმარიტი ცხოვრებით მხოლოდ ის სული ცხოვრობს, რომელშიც სულიერად მკვიდრობს შემოქმედი ღმერთი მადლის მიერ.


ნეტარი ავგუსტინე



   უფალი მართალის სულს არ დაამშევს, ხოლო ბოროტეულთა სიხარბეს უკუაგდებს.


იგავნი სოლომონისა, თ. 8-10



   უფროსღა განმტკიცდით და განძლიერდით და სცანთ ამაოებაი ესე საწუთოსა ამის დაუდგრომელისა, რამეთუ ყოველნივე წარმავალ ვართ წერილისაებრ...


წმიდა დავით გარეჯელი



   ღვთის სიყვარულის დატევა მხოლოდ ადამიანის სულს შეუძლია, მას შეუძლია შესვლა ღმერთთან საიდუმლო ერთობაში, შეუძლია გახდეს ანარეკლი, ღვთაებრივ სრულყოფილებათა ერთგვარი ასახვა.


არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)



   ჩვენი სული ღმერთისგანაა და მხოლოდ ღმერთში ჰპოვებს თავისთვის ნამდვილ მოსვენებასა და ნეტარებას.


ნეტარი ავგუსტინი



   Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება