მთავარი > წმ. მამათა საგანძურიდან, მთავარი გვედის ფოტო > სოფელი (ქვეყანა)

სოფელი (ქვეყანა)


25-06-2019, 00:01

სოფელი (ქვეყანა)

 

   ვისაც მხურვალე სურვილი გაქვთ - ბერობის ღვაწლი გულმოდგინებით აღასრულოთ, გულისხმაჰყავით უფლის სიტყვები. მან ამა სოფლის ყველა მკვიდრსა და მის მოქალაქეს მკვდარი უწოდა, როდესაც უთხრა ერთს: დაუტოვეთ ერისკაცს მკვდრები დასამარხად, მათ შორის მყოფი ხორციელი მკვდრები (ლუკ. 9, 6).


ღირსი იოანე სინელი



   მე სოფლის მკვიდრთა მიერ დარგული სათნოებათა მეტად ბევრი და სხვადასხვაგვარი ნერგი ვნახე. ბინძური წყლით მორწყული, ამპარტავნებითა და მოჩვენებითობით შემოთოხნილი, თავმოწონებით შემორაგული და განდიდების სკორეთი გაპოხიერებული, მაგრამ როგორც კი ისინი ცარიელ, ერისკაცთათვის მიუვალ მიწაზე გადარგეს და პატივმოყვარეობისთვის ჭაობის სინესტე ვეღარსად იპოვეს, გახმნენ, რადგან ტენისმოყვარე ნარგავები მშრალ და უწყლო ადგილს ვერ ეგუებიან.


ღირსი იოანე სინელი



   როდესაც ამ სოფელს მივატოვებთ, ეშმაკი უეჭველად შეეცდება, რომ გნატრიდეთ ზოგიერთ მოწყალე და ლმობიერ ერისკაცს, ხოლო საკუთარი თავი, როგორც სრულიად მოკლებული ამგვარ სათნოებებს, შევაჩვენოთ. აქ მტრის განზრახვა აშკარავდება: მას სურს, რომ ყალბი თავმდაბლობით კვლავ ერში დაგვაბრუნოს, ან თუ მონასტერში დავრჩებით, სასოწარკვეთილებისაკენ გვიბიძგოს...


ღირსი იოანე სინელი



Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება