მთავარი > წმ. მამათა საგანძურიდან, მთავარი გვედის ფოტო > სნეულება
სნეულება3-08-2019, 00:01 |
ავადმყოფობისას, ექიმებზე და წამლებზე უწინ, ლოცვით ისარგებლე.
წმიდა ნილოს სინელი
გამოჯანმრთელების შემთხვევაში გვმართებს ვმადლობდეთ ღმერთს, როგორც სიცოცხლისა და ჯანმრთელობის მომნიჭებელს. გვმართებს აღვასრულოთ ავადმყოფობის დროს მიღებული სასიკეთო გადაწყვეტილებები და წარვემატოთ სათნოებებში.
ეპისკოპოსი პეტრე
ვინც ავადმყოფობას ითმენს და მადლობს უფალს, იგი მოწამეობრივ გვირგვინს ღებულობს.
წმიდა იოანე ოქროპირი
ვინც ავადმყოფობას მოთმინებითა და მადლიერებით იტანს, იგი მას ღვაწლში ჩაეთვლება და უფრო მეტადაც.
ღირსი სერაფიმე საროველი
მრავალი მინახავს რაიმე სნეულებით გაწამებული, თითქოს ეპიტიმია დადებულნი, ამ გზით განიწმიდებოდნენ სულიერი ვნებებისაგან.
წმიდა იოანე კლემაქსი
ო, ავადმყოფობა, მწარე, მაგრამ ჯანმრთელი წამალია! როგორც ხორცის სიმლაშე და თევზის სიმყრალე საშუალებას არ აძლევს მატლებს, რომ ისინი ჩაისახონ; ასევე ყოველგვარი სნეულება ჩვენს სულს ლპობისგან და სულიერი გახრწნისაგან იცავს და არ აძლევს საშუალებას ვნებებს, როგორც სულიერ მატლებს, ჩაისახონ ჩვენში.
წმიდა ტიხონ ზადონელი
სნეულება ზოგ შემთხვევაში გვეგზავნება ცოდვათაგან განსაწმენდად, ხოლო ზოგჯერ - მზვაობრობის სიმდაბლით აღსაკვეთად. როდესაც სახიერი ღმერთი იხილავს, რომ ადამიანი სულიერ ღვაწლში მცონარეა, მის ხორცს სნეულებით დაამდაბლებს, როგორც სასიხარულო ღვაწლით. ზოგჯერ კი სულსაც განწმენდს არაწმინდა ვნებებისა და გულისთქმებისაგან.
წმიდა იოანე კიბისაღმწერელი
სნეულებებს უფალი ზოგჯერ ცოდვათაგან განწმენდისათვის გვიგზავნის რათა შეაჩეროს ჩვენი სწრაფვა დაცემისაკენ.
წმიდა იოანე კლემაქსი
ფიზიკური სნეულებები სულიერს განწმენდს.
სქიმონაზონი მაკარი
შვილო ჩემო, ავადმყოფობა გამოსაცდელად გვეძლევა, ხოლო გამოცდა გამცოდილებას გვძენს. „რომელი ღუაწლსა არა გამოცდილ არნ, მან მცირედ თუ რაიმე უწყინ" (ზირ. 34, 10). „ჭირი მოთმინებასა შეიქმს, ხოლო მოთმინებაი - სასოებასა, ხოლო სასოებამან არა არცხვინოს" (რომ. 5, 3, 4).
ეპისკოპოსი პეტრე
Xareba.net - ის რედაქცია უკან დაბრუნება |