მთავარი > წმ. მამათა საგანძურიდან, სიძვა, მთავარი გვედის ფოტო > სიძვა
სიძვა4-08-2019, 20:51 |
არცა მეძავთა, არცა მემრუშეთა, არცა ჩუკენთა, არცა მამათ-მავალთა სასუფეველი ღმრთისაი ვერ დაიმკვიდრონ.
წმიდა ბარსანუფი დიდი
გრძნობებისათვის თავისუფლების მიცემა გულის თავისუფლებასაც ნიშნავს.
წმიდა ისააკ ასური
ერიდე ხორციელ ზრახვებს, რადგან იგი სხეულსაც ხრწნის და სულსაც აბინძურებს.
წმიდა ნილოს სინელი
ვნებიანობა გვაიძულებს გავაკეთოთ ის, რის შესახებაც საუბარსაც კი ვერ ვბედავთ.
წმიდა იოანე ოქროპირი
ზომიერად მიიღე პური, საწყაულით სვი წყალი და სიძვის ვნება განგეშორება.
აბბა ევაგრეუსი
თუ ხორციელი ვნების ცეცხლი გწვავს, გეენიის ცეცხლი დაუპირისპირე მას და შენი ხორციელი ვნების ცეცხლი მეყსეულად ჩაქრება და გაუჩინარდება.
წმიდა იოანე ოქროპირი
მეძავი ქალი ღრმა ორმოა და ვიწრო ჭაა უცხო დედაკაცი. ყაჩაღივით არის ჩასაფრებული და ხალხში ორგულებას ამრავლებს.
იგავნი სოლომონისა, თ. 22-23
მეძავნი და მემრუშენი საჯნეს ღმერთმან.
პავლე მოციქული
მუცლის მაამებელი და ამასთან ერთად სიძვის სულის დამარცხების მსურველი ჰგავს ადამიანს, რომელსაც ზეთით ცეცხლის ჩაქრობა სურს.
წმიდა იოანე კიბისაღმწერელი
ნეტარია, ვინც ვნებებზე გაიმარჯვებს და არც აზრით და არც გრძნობით არ ცდუნდება ხორცით, რომელიც სულ მალე ხრწნას მიეცემა!
წმიდა ეფრემ ასური
ნუ გახვალ მეძავი ქალის შესახვედრად, რათა მის მახეში არ გაება.
სიბრძნე ზირაქისა, თ. 7-9
როგორც დაზიანებულ წყალსადენში ვერ გაჩერდება წყალი, ასევე გაფანტული თვალი ვერ შეიკავებს უბიწო გონებას.
წმიდა ეფრემ ასური
მეძავნი და მემრუშენი საჯნეს ღმერთმან.
პავლე მოციქული
Xareba.net - ის რედაქცია უკან დაბრუნება |