მთავარი > წმ. მამათა საგანძურიდან, სინანული, მთავარი გვედის ფოტო > სინანული

სინანული


12-09-2022, 10:06

 

   ადამიანს ღუპავს არა დიდება, არა ცოდვათა სიუხვე, არამედ - მოუნანიებლობა და გასასტიკებული გული.

 

წმიდა ტიხონ ზადონელი

 

 

   აღიარე, რომ სცოდე, და აღიხოცება შენი ცოდვები.

 

წმიდა ნილოს სინელი

 

 

   ისინი აუცილებლად მიიღებენ საუკუნო სამსჯავროს ჯოჯოხეთში ეშმაკთან, რომლებსაც არ სურთ მონანიება და ცოდვების დატევება: ცოდვის დამტევებელ მონანულთ კი განეღებათ ღვთის მოწყალების კარი.

 

წმიდა ტიხონ ზადონელი

 

 

   კეთილ გზას ის ადგას და ცოდვების შენდობის იმედი შეუძლია მას ჰქონდეს, ვინც საკუთარი თავის უკმაყოფილოა.

 

ნეტარი ავგუსტინე

 

 

   მაცხოვარი მხოლოდ ამას მოითხოვდა: „შეინანეთ, მოახლოებულ არს სასუფეველი ღმრთის!"

 

წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსი

 

 

   როგორ შეიძლება გვქონდეს იმედი ცხოვნებისა, როცა ჩვენ ყოველ დღე დაწყლულებულ ვიქმნებით ცოდვისაგან და წამალს არავითარს არ ვხმარობთ - სინანულში არ შევდივართ.

 

წმიდა იოანე ოქროპირი

 

 

   როგორც მონანულისთვის უცხოა ამპარტავნება, ისე ნებით შემცოდეს ვერ ხელეწიფება სიმდაბლე.

 

წმინდა მარკოზ განშორებული

 

 

   სასიკვდილო მონანიების გარეშე დატოვებული ყოველი ცოდვა, რომელზეც სხვის გამო წმინდანმაც რომ ილოცოს, არ იქნება შესმენილი.

 

წმინდა მარკოზ განშორებული

 

 

   სინანული დროის ხანგრძლივობაზე კი არაა დამოკიდებული, არამედ მონანულის გულმოდგინებაზე.

 

წმიდა ტიხონ ზადონელი

 

 

   სინანული ის კიბეა, რომლის საფეხურებსაც ჩვენ ავყავართ სანეტარო ადგილას, საიდანაც ოდესღაც დავეცით.

 

წმიდა ეფრემ ასური

 

 

   სინანული მომახსენებელია ცოდვებისა და მისდამი ტყვექმნილი და მონად მისყიდული სულის გამომხსნელია მაცხოვარებითი.

 

წმიდა ალექსი ბერი

 

 

   სინანული სტომაქის მკაცრი მოზღუდვაა და სულის ღრმა გრძნობით დაწყლულება.

   სინანული ღმერთთან დამაახლოვებელი და ცოდვათაგან განმაშორებელია.

 

ღირსი იოანე სინელი

 

 

   სინანული ხსოვნაა სამარადისოდ მხილებისა, კანონის ნიჭით რგებული შესანდობელად.

   სინანული მეორე ნათლისღებაა, აღმხოცელი ნათლისღების შემდეგ ცოდვისა.

 

წმიდა ალექსი ბერი

 

 

   უმეტესად ნაყოფიერი და ჭეშმარიტი სინანული სიყვარულისაგან იშვება, ანუ რომელიც ცოდვის გამო ზეციური მამისაგან განშორების წუხილით იბადება.

 

წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსი

 

 

   უფალმა მონანიება გადარჩენისთვის დაგვიტოვა. რომ არ ყოფილიყო მონანიება, მოციქულებიც კი ვერ გადარჩებოდნენ, მით უმეტეს სხვა ადამიანები.

 

წმიდა მღვდელმთავარი ნიკოლოზ სერბი (ველიმიროვიჩი)

 

 

   ძმაო, დაივიწყე შენი ცოდვები, ჩვენმა ქრისტეს ცხოვრების წიგნიდან ამოშალა ისინი.

 

ბერი ამფილოქე

 

 

   ჭეშმარიტი მონანული არ მიიჩნევს, რომ მისი შრომა წარსული ცოდვის სანაცვლოა, არამედ ამით ღმერთს აცოდებს თავს.

 

წმიდა მარკოზ განშორებული

 

 

   ჭეშმარიტ მონანულს უგუნურები დასცინიან და მისთვის ეს არის ნიშანი იმისა, რომ სათნო-ეყო ღმერთს.

 

წმიდა მარკოზ განშორებული

 

 

 

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება