მთავარი > წმ. მამათა საგანძურიდან, მთავარი გვედის ფოტო > სიმართლე (მართალი)
სიმართლე (მართალი)9-06-2019, 22:08 |
სიმართლის მთქმელი სიტყვას თავადაც უნდა ღებულობდეს, როგორც ღვთისაგან; რამეთუ ჭეშმარიტება მთქმელის საკუთრება კი არ არის, არამედ მოქმედი ღმერთისა.
წმიდა მარკოზ განშორებული
და გაიხაროს ყველამ, ვინც შენზეა მონდობილი, იმხიარულონ უკუნისამდე, და დაიცავ მათ, და გაიხარებენ შენით, ვისაც შენი სახელი უყვარს.
ფსალმუნნი 4-7
ეკრძალეთ სიმართლის ქმნას კაცთა წინაშე იმ მიზნით, რომ მათ დაგინახონ; თორემ ვერ მიიღებთ საზღაურს მამის თქვენის ზეციერისაგან.
სახარება მათესი, თ. 6
თუ მართალი ადამიანი ხარ, გეშინოდეს (ღვთის) რისხვისა, რათა არ დაეცე; თუ ცოდვილი ხარ, დაეყრდენი (ღვთის) გულმოწყალებას, რათა აღსდგე.
წმიდა გრიგოლ ღვთისმეტყველი
მაგრამ კიდევაც რომ ევნოთ სიმართლისათვის, ნეტარნი ხართ; მაშ, ნუ შიშობთ მათი შიშით, და ნურცა ძრწით.
კათოლიკე ეპისტოლენი პირველი პეტრესი, თ. 2-3
მართალი არასდროს წაბორძიკდება, ბოროტეულნი კი ვერ დაივანებენ ქვეყანაზე. მართლის პირი სიბრძნეს აღმოაცენებს, ღალატიანი ენა კი მოიკვეთება. მართლის ბაგენი მადლს აუწყებენ, ბოროტეულთა პირი კი - ღალატს.
იგავნი სოლომონისა, თ. 10-11
მართლის თავზე კურთხევაა, ხოლო ბოროტეულთა პირი ძალადობით არის სავსე. კურთხეულია მართლის მოსაგონარი, ხოლო ბოროტეულთა სახელი დალპება.
იგავნი სოლომონისა, თ. 8-10
მართლის შრომა სასიცოცხლოთ არის, ხოლო ბოროტეულთა მონახვეჭი ცოდვაა.
იგავნი სოლომონისა, თ. 10-11
რადგან არა ხარ ბოროტების მოყვარული ღმერთი, ბოროტება ვერ დაისადგურებს შენთან. ვერ დადგებიან ქედმაღალნი შენს წინაშე: შენ გძულს ყველა, ვინც უსამართლობის ჩამდენია.
ფსალმუნნი 4-7
სამართლიანობა ის იქნება, რომ თვით ბოროტება გვძულდეს ბოროტისმოქმედ ადამიანებში, თვით ასეთი ადამიანი კი, როგორც ღმერთის ქმნილებათა გვირგვინი - ხატი და მსგავსება შემოქმედი ღმერთისა - გვიყვარდეს.
ნეტარი ავგუსტინი
ჩვენ მკვდრები ვართ სიმართლისათვის და სამწუხაროდ ცოცხლები ვართ სიბნელისათვის. ჩვენ გულგრილად ვართ განწყობილი ჩვენი სულის ხსნის საქმისადმი, რწმენის განმტკიცებისადმი, მაშინ როცა მაცხოვრის მცნება მოგვიწოდებს, გვშიოდეს და გვწყუროდეს სიმართლისათვის, ანუ დიდი სურვილი გვქონდეს, ვიყოთ მართალნი ღმერთის წინაშე და გვწამდეს, რომ უფალი იესო ქრისტე არის სოფლის მხსნელი. გაგვაჩნია კი სურვილი უბიწო ცხოვრებისა? განა მთელი ძალებით ვცდილობთ ჩვენი ნების სიკეთისკენ წარმართვას?
არქიმანდრიტი იოანე კრესტიანკინი
Xareba.net - ის რედაქცია უკან დაბრუნება |