მთავარი > წმ. მამათა საგანძურიდან, საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > სიზარმაცე

სიზარმაცე


13-03-2019, 23:29

 

   დაუთესავ და დაუმუშავებელ მიწაზე ბალახი ამოდის (უსარგებლო და გამოუყენებელი); ასევეა სულიც, რომელიც კეთილი საქმეებისთვის არ იღწვის, თავისი ბუნებით კი განუწყვეტლივ მიისწრაფვის მოღვაწეობისაკენ, აუცილებლად მიიდრიკება ცუდი საქმეებისაკენ.

 

წმიდა იოანე ოქროპირი

 

 

   ზარმაცი ხელი აღარიბებს, ხოლო გამრჯეთა ხელი ამდიდრებს.

 

იგავნი სოლომონისა, თ. 8-10

 

 

   ზარმაცს სიცივეში ხვნა ეზარება, სთვლობას კი მოიკითხავს, მაგრამ არაფერი ექნება.

 

იგავნი სოლომონისა, თ. 20-21

 

 

   ზარმაცს შიმშილი მოკლავს, რადგან მის ხელებს არა სურთ შრომა.

 

იგავნი სოლომონისა, თ. 21-22

 

 

   იგი, ვინც ზარმაცობს მცირედში, რომელიც მას ეხება, ნუ დაიჯერებ, რომ ოდესმე დიდებაში თავს გამოიჩენს.

 

წმიდა ისააკ ასური

 

 

   მცონარებაში გატარებულ მრავალ წელს, ჯილდოებითა და გვირგვინებით შემკული ძლევამოსილი სიცოცხლის ერთი დღე სჯობს. რადგან სულის შეგნებითა და გრძნობით განვლილი ღვაწლის ერთი დღე, უგუნური და უდარდელი მოსაგრის ცხოვრების ორმოცდაათი წლის ტოლფასია.

 

იოსებ ათონელი

 

 

   ნაკლოვნებათა დედად სიზარმაცე ჩათვალე, რადგან იტაცებს მადლს, რომელიც გაქვს, და რაც არ გაქვს, იმის მოპოვების საშუალებას არ გაძლევს.

 

წმიდა ნილოს სინელი

 

 

   სიმშვიდე და უსაქმურობა სულისთვის დამღუპველია და დემონზე მეტად შეუძლია მისი დაზიანება.

 

წმიდა ისააკ ასური

 

 

   სიღატაკე კურიერს ჰგავს - ზარმაცს მალე ეწევა.

 

იგავნ. 6, 11

 

 

   ძილი ნუ გეყვარება, თორემ გაღატაკდები. თვალები გაახილე და პურით დანაყრდები.

 

იგავნი სოლომონისა, თ. 20-21

 

 

   ჭუჭყიან ქვაბს ჰგავს ზარმაცი და ყველა უსტვენს მის უპატიობას.

   ხარის ნეხვსა ჰგავს ზარმაცი; ყოველი მისი ამღები ხელს იფერთხავს.

 

სიბრძნე ზირაქისა, თ. 20-22

 

 

 

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება