მთავარი > წმ. მამათა საგანძურიდან, მთავარი გვედის ფოტო > სიზმარი

სიზმარი


31-07-2019, 00:02

სიზმარი

 

   ამგვარად მხოლოდ ის ირწმუნე, რომელიც მხოლოდ ტანჯვისა და სამსჯავროს შესახებ გამცნობს და თუ სასოწარკვეთილება შეგვიპყრობს, მაშინ ისიც ეშმაკისაგან ყოფილა.

 

ღირსი იოანე სინელი

 

 

   ამიტომ ის, ვისაც სიზმრების სწამს, იმ ადამიანს მიემსგავსება, ვინც საკუთარ ჩრდილს მისდევს და მის შეპყრობას ლამობს.

 

ღირსი იოანე სინელი

 

 

   არ გვმართებს სიზმრების დაჯერება, თუნდაც სწორი იყოს, რამეთუ სიზმრის დაჯერებით მრავალი ცთუნდა. ბრძენი ბერი თეოქტირისტე, რომელმაც, ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის პარაკლისი შეადგინა, ერწმუნა სიზმრებს და მათგან ცთუნებული წარწყმდა.

 

ოპტინელი სქემოსანი ბერი ლეონიდე

 

 

   ეშმაკები არაერთგზის წარმომდგარან ნათლის ანგელოზების და მოწამეების სახით და სიზმარში უჩვენებიათ, თითქოს ჩვენ მათთან მივდივართ. გაღვიძებულებს სიხარული და ამპარტავნება გვავსებს.

 

ღირსი იოანე სინელი

 

 

   ვისაც სიზმრებს სჯერა, იგი სრულიად გამოუცდელია, ხოლო ვინც სრულიად არ ერწმუნება მათ, იგი ყოვლად ბრძენია.

 

წმიდა იოანე სინელი

 

 

   მისნობები, ფრინველებზე მკითხაობანი და სიზმრები ფუჭია და მშობიარესავით აოცნებებენ გულს.

   თუკი ისინი შესაგონებლად არ არიან მოვლენილი უზენაესისგან, ყურადღებას ნუ მიაქცევ მათ.

   რადგან მრავალნი აცდუნეს სიზმრებმა და დაეცნენ მისი მოიმედენი.

 

სიბრძნე ზირაქისა, თ. 33-34

 

 

   მხოლოდ იმათ აქვთ ჭეშმარიტი სიზმრისეული ჩვენებები, რომელთა გონებაც სული წმიდის მოქმედებით წრფელი შეიქნა და განთავისუფლებულია ყოველგვარ ვნებათა ზეწოლისა და მათდამი მონობისაგან. რომელნიც მხოლოდ ღმრთიურზე ზრუნავენ და მომავალ ჯილდოსა და მისაგებელზე იზრახავენ, რომელთა ცხოვრებაც ჩვეულებრივ მოკვდავთა ცხოვრებაზე უფრო ამაღლებულია, არ ზრუნავენ მიწიერზე, სიმშვიდით, სიწმინდით, კაცთმოყვარებით, სიბრძნით, ზეციური მეცნიერებით და სხვა კეთილი ნაყოფებით არიან აღსავსენი, რომელთაც იქმს მათში სული წმიდა. ვინც ასე არ ცხოვრობს, მათი სიზმრები სიცრუე და აშკარა ხიბლია.

 

წმიდა მამა სვიმეონ ახალი ღმრთისმეტყველი

 

 

   როდესაც ჩვენ უფლისათვის ვტოვებთ სახლსა და ნათესავებს და ღვთისადმი სიყვარულით განდეგილურ ცხოვრებას მივეცემით, მაშინ ეშმაკები ცდილობენ, სიზმრებით აღგვაშფოთონ. წარმოგვიდგენენ ჩვენს ახლობლებს, ჩვენს გამო მგლოვიარებს, ან დატყვევებულებს, ან დარბეულებს.

 

ღირსი იოანე სინელი

 

 

   სიზმარი ესაა გონების მოძრაობა სხეულის უძრაობის ჟამს.

 

ღირსი იოანე სინელი

 

 

   ჩვენება გონების მოკლებაა სხეულის გაძლიერების ჟამს.

 

ღირსი იოანე სინელი

 

 

   ჩვენება თვალის მოტყუებაა აზრების მიძინებისას.

 

ღირსი იოანე სინელი

 

 

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება