მთავარი > წმ. მამათა საგანძურიდან, მთავარი გვედის ფოტო > სიბრიყვე
სიბრიყვე28-05-2019, 23:17 |
ასრულებული ნატვრა სულისთვის ტკბილია, ბრიყვთათვის კი ბოროტებისგან განრიდება საძულველია.
იგავნი სოლომონისა, თ. 13-14
ბრიყვის დასასჯელი კეტი მის პირშივეა, ბრძენთა ბაგეები კი მათი დამცველია.
იგავნი სოლომონისა, თ. 13-14
ბრიყვს თავისი გზა სწორედ ეჩვენება, ბრძენი კი რჩევის გამგონეა. ბრიყვი წამში ამხელს თავის გაბრაზებას, გონიერი კი მალავს წყენას.
იგავნი სოლომონისა, თ. 11-13
ბრიყვს მისი სირეგვენისაებრ ნუ უპასუხებ, რომ თავად მისი მსგავსი არ გახდე. ბრიყვს მისი სირეგვენისაებრ უპასუხე, რომ თავისი თავი ბრძენი არ ეგონოს. საკუთარ ფეხებს იკვეთავს და თავს იწვალებს, ვინც ბრიყვს სიტყვას აბარებს. რაღა კოჭლის თეძოები და რაღა იგავი ბრიყვის ბაგეზე. რაღა შურდულზე ქვის მიმბმელი და რაღა ბრიყვის პატივისმცემელი. რაღა ეკლიანი ჯოხი მთვრალის ხელში და რაღა იგავი ბრიყვის პირში.
იგავნი სოლომონისა, თ. 25-26
ბრიყვს ყურში ნურაფერს ეტყვი, რადგან მას სძულს შენი გონივრული სიტყვები.
იგავნი სოლომონისა, თ. 22-23
რაღა ბრიყვის მასწავლებელი და რაღა ნამსხვრევების შემწებებელი, ან მძინარის გამღვიძებელი ღრმა ძილისაგან. გინდა ბრიყვისთვის გიამბნია ამბავი, გინდა მთვლემარისთვის. ბოლოს იკითხავს, რა იყოო? იტირე მკვდარი, რადგან მოკლებული აქვს ნათელი და იტირე ბრიყვიც, რადგან მოკლებული აქვს გონება; ნაკლებად იტირე მკვდარი, რადგან განისვენა, ბრიყვის სიცოცხლე კი სიკვდილზე უარესია. მკვდარი შვიდ დღეს იგლოვე, ბრიყვი და უღვთო - ყოველდღე, სანამ ცოცხალია. უგუნურთან ნუ მრავალსიტყვაობ და უმეცართან ნუ დადიხარ. მოერიდე, რათა უსიამოვნება არ შეგემთხვეს და არ წაიბილწო მასთან შეხლა-შემოხლისას. აარიდე მას თავი და სიმშვიდეს მოიპოვებ და აღარ შეგაწუხებს მისი უგუნურება. რა არის ტყვიაზე მძიმე? და რა არის სახელი მისი, თუ არა ბრიყვი? ქვიშის, მარილისა და რკინის ზოდის ზიდვა უფრო ადვილია, ვიდრე უგუნური კაცისა.
სიბრძნე ზირაქისა, თ. 22-23
რაღა მშვილდოსანი, რომელიც ყველას ესვრის, და რაღა ბრიყვის და ლოთის დამქირავებელი. როგორც ძაღლი უბრუნდება თავის ნანთხევს, ასევე იმეორებს ბრიყვი თავის სირეგვენეს. თუ გინახავს კაცი, რომელსაც თავი ბრძენად მიაჩნდეს; ბრიყვს მასზე მეტი იმედი აქვს.
იგავნი სოლომონისა, თ. 25-26
რეგვენი სანაყავში რომც ნაყო, სირეგვენე მაინც არ მოსცილდება.
იგავნი სოლომონისა, თ. 26-28
უმჯობესია კაცს ბელებწაგვრილი დათვი შეეჩეხოს, ვინემ სულელი თავისი სიბრიყვით.
იგავნი სოლომონისა, თ. 17-18
Xareba.net - ის რედაქცია უკან დაბრუნება |