მთავარი > წმ. მამათა საგანძურიდან, მთავარი გვედის ფოტო > სათნოება

სათნოება


5-03-2019, 22:34

სათნოება

 

   აღასრულებ რა სათნოებას, გაიხსენე მთქმელი: „თვინიერ ჩემსა არარაი ძალ-გიც ყოფად არცა ერთი" (იოანე 15, 5).

 

წმინდა მარკოზ განშორებული

 

 

   ბრიყვები დანაშაულზე იცინიან, მაგრამ მადლი წრფელთა შორის არის.

 

იგავნი სოლომონისა, თ. 13-14

 

 

   დაფიქრდი: შენ თვით სათნოებასაც გაანაწყენებ, როდესაც თვით მისთვის არ იყენებ.

 

წმიდა იოანე ოქროპირი

 

 

   ვინც სათნოებაში რაიმე სარგებელის მიღების იმედით ვარჯიშობს, მტკიცე არ არის, რამეთუ მიზანი გადაივლის და იგი შეწყვეტს სიკეთის ქმნის, როგორც მოგებისათვის მოცურავე შეწყვეტს ცურვას, თუ მოგების იმედს ვერ ხედავს.

 

წმიდა გრიგოლ ღვთისმეტყველი

 

 

   ვინც ჯერ სათნოებაში წარემატება, შემდეგ კი კვლავ ბილწ ჩვეულებებს მიუბრუნდება, არა მარტო კარგავს ჯილდოს ძველი ღვაწლისათვის, არამედ ათასგზის სასჯელს ექვემდებარება, როგორც იგი, ვინც კეთილ საქმეთა აღსრულების სიტკბო შეიცნო.

 

სულიერი მარგალიტი

 

 

   თვითჩაღრმავება უმთავრესია სათნოებათაგან. იგი აუცილებელია სასულიერო პირისათვის, რომ არ განიფანტოს მისი ყურადღება ამა სოფლის მიერ, აღიკვეთოს ვნების აღძვრათა შესაძლებლობა; ეს არის განდგომა ამა ქვეყნიდან.

 

წმიდა მამა ისააკ ასური

 

 

   თუ არ შეგიძლია, მზე იყო, ვარსკვლავი მაინც იყავი, ოღონდ მიწა დატოვე და მთაზე ადი. უმჯობესია, მცირედით მაინც წარემატო სათნოებაში, ვიდრე - სრულიად არაფრით.

 

წმიდა იოანე მმარხველი

 

 

   თუ წარმოვიდგენთ სათნოების არა მხოლოდ სიმძიმეს, არამედ - მის ჯილდოსაც, მალე განვიშორებთ სულიდან ყოველგვარ ბოროტებას.

 

წმიდა იოანე ოქროპირი

 

 

   თუ ხორციელად იცხოვრებ, სულსაც დაიღუპავ და ხორცსაც; ხოლო თუ ღვთივსათნოდ იცხოვრებ, ორივეს აცხოვნებ.

 

ღირსი სერაფიმ საროველი

 

 

   მართალია, სათნოებაში განმტკიცება დიდ შრომას მოითხოვს, მაგრამ სანაცვლოდ იგი ძლიერ ახარებს სინდისს და ისეთ შინაგან კმაყოფილებას ანიჭებს, რომ მისი გამოხატვა სიტყვით შეუძლებელია.

 

წმიდა იოანე ოქროპირი

 

 

   როგორც კიბეზე პირველი საფეხური მიწიდან იწყება, ასევე ღვთივსათნო ცხოვრებაშიც წარმატებას დასაწყისი ბოროტებისგან განშორებაა.

 

წმიდა ბასილი დიდი

 

 

   სათნოებათა დასაწყისი მძიმეა, მაგრამ გაგრძელება სასიამოვნოა.

 

წმიდა იოანე ოქროპირი

 

 

   სათნოება ყოველთვის გარშემორტყმულია უბედურებებით, როგორც ვარდი - მჩხვლეტავი ეკლებით.

 

წმიდა გრიგოლ ღვთისმეტყველი

 

 

   სათნოების გზაზე მეტად წაიწევ წინ, მით უფრო მსუბუქი მოგეჩვენება შენი გზა.

 

წმიდა იოანე ოქროპირი

 

 

   სჯობს ადამიანური შეცოდებები, ვიდრე სატანური. ღვთის სათნო ადამიანი ერთსაც ამარცხებს და მეორესაც.

 

წმიდა მარკოზ განშორებული

 

 

   ჭეშმარიტად სასარგებლო ის არის, რაც შესაძლოა, მარადიულ ცხოვრებას ემსახურებოდეს და არა - კეთილდღეობასა და მიწიერ სიხარულს.

 

წმიდა ამბროსი მედიოლანელი

 

 

   ყოველგვარი სათნოების თავი ღმერთია, ისევე როგორც დღის შუქისა - მზე.

 

წმინდა მარკოზ განშორებული

 

 

 

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება