მთავარი > წმ. მამათა საგანძურიდან, მთავარი გვედის ფოტო > სასოწარკვეთილება
სასოწარკვეთილება30-07-2019, 00:02 |
არ წარიკვეთო სასო, იმიტომ რომ უფალი მოწყალეა; მაგრამ არ იყო უდარდელიც, იმიტომ, რომ იგი მართალია.
წმიდა იოანე ოქროპირი
განსაკუთრებით უფრთხილდი სასოწარკვეთილების დემონს. აბუჩად ნუ აიგდებ მას როცა ის ეუფლება სულს, აძინებს და ძალას ართმევს. ეს დიდი დემონია, ის ადამიანის სულში სხვა დემონებთან ერთად იჭრება.
ბერი პორფირე
გახსოვდეს, რომ ქრისტე მოკვდა ცოდვილთათვის, და არა - მართალთათვის.
წმიდა ისააკ ასური
დაგვიფაროს ღმერთმა, და თუ ჩვენი ცოდვები ყოველგვარ ზღვარს გადავა, მაშინაც კი არ უნდა ჩავვარდეთ სასოწარკვეთილებაში და უიმედოდ არ ვიმწუხაროთ, რამეთუ არ არსებობს ცოდვა, რომელიც აღემატება ღმერთის მოწყალებას. ყველა ჩვენი ცოდვა ერთად აღებული ვერ შეედრება ჩვენი უფლის მოწყალებათა სიუხვეს, რომელმაც უსასყიდლოდ გამოგვიხსნა სახიერებითა თვისითა.
კიევო-პეჩორის ლავრის მღვდელმონაზონი ვლადიმერი
დაუდევრობა აგდებს ზეციდან, სასოწარკვეთა კი უღრმესი ბოროტების უფსკრულისაკენ მიუძღვის.
წმიდა იოანე ოქროპირი
მოიგონეთ, საყვარელნო, რომ ღმერთმა არ იცის მის მავედრებელთა სრულებით გაწირვა და სამუდამო დავიწყება. გაიხსენეთ, რამდენჯერ ყოფილან ამგვარსავე გაჭირვებაში, ამისთანა განსაცდელში ებრაელები, და როდესაც გულით შევრდომიან უფალს, დაუყოვნებლივ მივლინებიათ მისგან მტრის შემმუსვრელნი მძლევარნი, გონიერნი და სიმართლით აღვსილნი კაცნი.
ეპისკოპოსი ლეონიდე ოქროპირიძე
რამდენად ბევრი და დიდი ცოდვაც არ უნდა ჰქონდეს ვინმეს, უფალს უმეტესი მოწყალება აქვს, იმიტომ, რომ, როგორც თავადაა უსასრულო, ასეთივეა მისი მოწყალებაც.
წმიდა ტიხონ ზადონელი
Xareba.net - ის რედაქცია უკან დაბრუნება |