მთავარი > პაპიზმი > პაპის უცდომელობის სწავლების შესახებ
პაპის უცდომელობის სწავლების შესახებ27-11-2012, 19:35 |
რომაული კათოლიციზმის სწავლების თანახმად, როდესაც რომის პონტიფიკი (პაპი) მიმართავს სიტყვით კათედრიდან - უცდომელია. პირველმა მსოფლიო კრებამ ნიკეაში დაადგინა, რომ მამა ღმერთის ძე სიტყვა - უცოდველი და უცდომელი ღმერთია. მეოთხე მსოფლიო კრებამ ქალკიდონში დაადგინა, რომ იესო ქრისტე არის „ერთი პირი და ერთი იპოსტასი ორ ბუნებაში შეურწყმელად, განურჩევლად, განუყოფლად მყოფი". რომის ეპისკოპოსის უცდომელობის სწავლებით პაპიზმმა უარყო ორი ზემოთხსენებული დადგენილება მსოფლიო კრებებისა, რომლი-თაც უცოდველი ადამიანი - რომის ეპისკოპოსი დაადგინა. თავისთავად ცხადია, რომ ღმერთკაცი იესო ქრისტე როგორც ერთ-არსი მამისა და სულისა წმინდისა არის ღმერთი. „ის არის ჭეშმარიტი ღმერთი", - ამბობს იოანე ღვთისმეტყველი. ამ უდაო ჭეშმარიტებას იცავდა პირველი მსოფლიო კრება. ვინაიდან ღმერთკაცი არის ღმე-რთი, ის არის თავად სიწმინდე. ნებისმიერი აზრი მისი ცოდვილობისა და ზნეობრივი არასრულყოფილებისა გამორიცხულია. ამიტომ, ჩვენი წმინდა ეკლესია მირქმის მწუხრის საკითხავში ამბობს: „ოჰ, უცოდ-ველო ქრისტე ღმერთო" ... კონსტანტინოპოლის კრებამ (1895) განაცხადა: „აღმოსავლეთის მარ-თლმადიდებელი და კათოლიკე ქრისტეს ეკლესია არ აღიარებს არავის სხვას დედამიწაზე უცდომლად, უციდველად, განკაცებული ძე და სიტყვა ღმერთის გარდა". თავისი განცხადებით, რომ ადამიანი ე.ი. პაპი უცდომელია, გნებავთ „ex cathedra” - დან, ამახინჯებს და უარყოფს ოდითგანვე განსაზ-ღვრულ ჭეშმარიტებას, რომელიც პირველმა მსოფლიო კრებამ და-ადგინა. ამრიგად, პაპიზმი, სურს ეს თუ არა, არიანულ ერესში ვარდება, ვი-ნაიდან თავისი სწავლებით აცხადებს, რომ ღმერთკაცი იესო ქრისტე - არ არის ერთადერთი უცდომელი. აქედან გამომდინარეობს, რომ ის არ არის ღმერთი, ანუ პირველი მსოფლიო კრების დადგენილებას ეწ-ინააღმდეგება. შესაბამისად პაპიზმი როგორც ერესი მსოფლიო კრების ანათემის ქვეშ ექცევა. ამრიგად, პაპების მაქსიმალიზმი, ეკლესიის თავად, ანუ ქრისტეს ნა-ცვლად აყენებს ადამიანს - პაპს... დასკვნის სახით ვამბობ, რომ პაპის უცდომელობის სწავლება არის ერესი. ეს დოგმატი ეწინააღმდეგება პირველი და მეორე მსოფლიო კრებების დადგენილებებს, როგორც ეგოისტური და ეშმაკური გა-მოგონება რომის ეპისკოპოსისა.
Арх. Кирил Костопулос, „Папство - это ересь" стр. 102 Xareba.net - ის რედაქცია უკან დაბრუნება |