მთავარი > წმ. მამათა საგანძურიდან, მთავარი გვედის ფოტო > პირფერობა (პირმოთნეობა)

პირფერობა (პირმოთნეობა)


20-02-2019, 00:02

პირფერობა (პირმოთნეობა)

 

   არ არსებობს იმაზე სასტიკი განსაცდელი, ვიდრე პირფერ ადამიანთან შეხვედრაა.

 

წმიდა იოანე ოქროპირი

 

 

   ატარე სათნოების სახე, მაგრამ არა იმისათვის, რომ მოატყუო ისინი, ვინც გხედავენ, არამედ იმისათვის, რომ მათ სარგებლობა მოუტანო.

 

წმიდა ნილოს სინელი

 

 

   მრავალნი სიტყვით აღიარებენ ღმერთს, ზნეობით კი მასთან დაშორებულნი არიან.

 

წმიდა გრიგოლ დიოლოღოსი

 

 

   მტკივნეულია, როდესაც ბოროტება კეთდება, მაგრამ უფრო მტკივნეულია, როდესაც სიკეთისაგან ბოროტებას ქმნიან!

 

სულიერი მარგალიტი

 

 

   ნუ იქნები თვითონ მლიქვნელი და ნურც სხვას მისცემ საშუალებას, თავი დაიმციროს შენს წინაშე და გეპირფერებოდეს: პირველი ცბიერი და ვერაგი ადამიანის თვისებაა, უკანასკნელი კი - პატივმოყვარე და ამპარტავანისა.

 

წმიდა ამბროსი მედიოლანელი

 

 

   ნუ იქნები ორპირი, ანუ სიტყვით ერთს რომ ამბობდე და გულში სხვა გქონდეს; რამეთუ ასეთი, წმიდა წერილის მიხედვით, წყევას ექვემდებარება (ზირ. 28, 15).

 

წმიდა მარკოზ მოსაგრე

 

 

   პირფერი ადამიანი ყოველგვარ მხეცზე საშინელია. ცხოველი ისეთს გიჩვენებს საკუთარ თავს, როგორიც არის სინამდვილეში, ასეთი ადამიანი კი ხშირად თავმდაბლობისა და სათნოების ნიღაბქვეშ მალავს თავის შხამს, ასე რომ, ძალზე ძნელია, ამოიცნო და ფრთხილად იყო მისი ვერაგობასთან.

 

წმიდა იოანე ოქროპირი

 

 

   პირფერს ენაზე თაფლი აქვს, გულში კი ღვარძლს ატარებს - სიტყვით მშვიდობას გპირდება, საქმით კი მახვილს გიმზადებს.

 

წმიდა ტიხონ ზადონელი

 

 

   რა არის პირფერობა: როცა ადამიანი მსჯელობს და იქცევა არა სიმართლის სახელით, არამედ ვინმე პიროვნების საამებლად.

 

არქიეპ. არსენი ჩუდოვი

 

 

 

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება