მთავარი > წმ. მამათა საგანძურიდან, მთავარი გვედის ფოტო > პატივმოყვარეობა

პატივმოყვარეობა


15-02-2019, 22:35

 

   გახვრეტილ ტომარაში მისი შიგთავსი ვერ შეინახება; ასევე პატივმოყვარეობაც ნთქავს სათნოებათა სასყიდელს.

 

წმიდა ნილოს სინელი

 

 

   დავთანხმდები, მრავალი ბარბაროსის მონა ვიყო, ვიდრე მხოლოდ პატივმოყვარეობისა.

 

წმიდა იოანე ოქროპირი

 

 

   პატივის ღირსი არაა, ვინც პატივს ეძებს.

 

წმიდა ტიხონ ზადონელი

 

 

   პატივმოყვარე მოსაგრე უფასო მუშაკია; იგი შრომობს, მაგრამ სასყიდელს ვერ მიიღებს.

 

წმიდა ნილოს სინელი

 

 

   პატივმოყვარეობა პატივცემულებს აამაყებს, დამცირებულებს კი - ავმეხსიერებად აქცევს.

 

წმიდა იოანე კიბისაღმწერელი

 

 

   პატივმოყვარეობა წყალქვეშა ქვაა; თუ მას წამოედები, ტვირთს დაღუპავ.

 

წმიდა ნილოს სინელი

 

 

   პატივმოყვარეობის თავშეკავება იგივეა, რაც ღუმელში - ცეცხლი; ერთიც და მეორეც ჰაერში იფანტება.

 

წმიდა ნილოს სინელი

 

 

   პატივმოყვარის მიერ აღსრულებული სათნოება „შემუსვრილი მსხვერპლია" (ლევ. 22, 22) და ღვთის სამსხვერპლოზე შეწირული არ იქნება.

 

წმიდა ნილოს სინელი

 

 

   პატივმოყვარე სულთან კვლავ ბრუნდებიან ვნებები, რომლებიც მან ოდესღაც დაძლია და საკუთარი თავიდან განდევნა.

 

წმიდა ისააკ ასური

 

 

   რა შეიძლება იყოს იმაზე უგუნური, ვიდრე ეძიებდე საკუთარი საქმეებით ქებას უძლური ადამიანებისაგან და გძაგდეს ქება იმისა, ვისაც აქვს ძალმოსილება მისთვის სათნო საქმეებისათვის მოგაგოს სანაცვლო?

 

წმიდა იოანე ოქროპირი

 

 

   რა შეიძლება იყოს უფრო ბრმა პატივმოყვარეობაზე, რომელიც უმეტესაც ბრმავდება, რაც მეტად ემსახურებიან? ასეთი თვისება მხეცებსაც კი არ აქვთ, პირიქით, როდესაც უვლიან, ისინი უფრო რბილნი არიან. პატივმოყვარეობა კი სრულიად სხვაგვარად იქცევა: საძაგელი მშვენიერებად წარმოდგება და თავისი თაყვანისმცემლების წინააღმდეგაა მიმართული.

 

წმიდა იოანე ოქროპირი

 

 

   უკეთესია, არანაირი კეთილი საქმე არ აღასრულო, ვიდრე მისი აღსრულებით უსაზღვროდ იქებდე თავს.

 

წმიდა დიმიტრი როსტოველი

 

 

   ქარი ადამიანის კვალს შლის, პატივმოყვარეობა კი - მოწყალებისა.

 

წმიდა ნილოს სინელი

 

 

   ღმრთის სასუფეველში ყოველთა უდიდესი და უპირველესი ის იქნება, რომელიც ამქვეყნად ყოველთა უმეტეს სამსახურსა და სარგებელს მოუტანს თავის მოყვასს, და არა ის, რომელსაც ყოველი კაცი ემონება და ემსახურება.

 

წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსი

 

 

   ყველაზე ადვილია, საკუთარი თავი მოატყუო და ამაო დიდებით აღტაცებულმა დიდ ვინმედ მიიჩნიო იგი, სინამდვილეში კი - არაფერს წარმოადგენდე.

 

წმიდა გრიგოლ ღვთისმეტყველი

 

 

 

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება