მთავარი > წმ. მამათა საგანძურიდან, მთავარი გვედის ფოტო > ნეტარება

ნეტარება


15-07-2019, 20:47

ნეტარება

 

   აქ სიმშვიდის ძიებას ნუ დავიწყებთ, რომ იქ - ზეცაში მოვიპოვოთ იგი.

 

წმიდა იოანე ოქროპირი

 

 

   ვისაც დიდი სურს, იგი მცირეს არ დაეძებს, და ვინც მარადიულ ნეტარებას ეძიებს, ის დროებითს არად აგდებს.

 

წმიდა ტიხონ ზადონელი

 

 

   თუ ვინმეს შეუძლია სიტყვით გამოთქვას მთელი ბედნიერება, რაც ადამის მოდგმას გაჩენის დღიდან განუცდია, აღმოჩნდება, რომ იგი ოდნავაც ვერ გაუროლდება მომავალი ცხოვრების სიკეთეს.

 

წმიდა ბასილი დიდი

 

 

   ის კი არ არის ნეტარი, ვინც კარგად იწყებს, არამედ ის, ვინც კარგად ამთავრებს თავის მოღვაწეობას.

 

წმიდა ტიხონ ზადონელი

 

 

   მართალთა უმაღლესი ნეტარება მომავალ ცხოვრებაში ღვთის სხივცისკროვნებაში და მის უსრულყოფილეს შეცნობაში მდგომარეობს, ჩვენ „ვხედავთ აწ (ღმერთს), ვითარცა სარკითა და სახითა ხოლო მაშინ პირსა პირის-პირ, აწ ვიცი მცირედ ხოლო მაშინ ვიცნა ვითარცა შევემეცნე" (1 კორ. 13, 12). ერთი ბრძენი ამბობს: „მე ვნახე ღმერთი, როგორც მიმავალი, თითქოს - ზურგიდან - მოსეს მსგავსად ვნახე იგი და შევჩერდი მასში განცვიფრებითა და გაოცებით შეპყრობილი, მე შემეძოლო მისი ნაბიჯების ანაბეჭდები აღმომეჩინა შექმნის საქმეში და ამ საქმეებშიც, თვით - ყველაზე უმნიშვნელოსა და მცირეში, რომლებიც მთლად არარაობად ჩანან. როგორი ძალაა, როგორი სიბრძნეა, როგორი აუხსნელი სრულყოფილებაა!" ამ სიტყვების შემდეგ, თუ შეგიძლიათ, წარმოიდგინეთ ნეტარება სულისა, რომელიც იხილავს და მარადიულად უფრო და უფრო სრულყოფილად ჭვრეტს ღმერთს, ოღონდ, უკვე არა - ზურგიდან, არა - წამიერად, არა მხოლოდ - მის საქმეებში არეკლილი და გარდატეხილი სინათლის ანაბეჭდით, არამედ - პირდაპირ და პირისპირ, სრულიად ღიად, ისეთს, როგორიც არის ის სინამდვილეში!"

 

1 იოან. 3, 2

 

 

   ნეტარია ის, ვისაც მარადის თვალთა წინაშე აქვს ამქვეყნად თავისი განსვლის მომავალი დღე და ვისაც მანამდე მოუძაგია ამპარტავნება, სანამ ჩვენი ბუნებითი სიკნინე საფლავში გახრწნით გაცხადდებოდეს.

 

წმიდა ეფრემ ასური

 

 

   ნეტარია კაცი, რომელიც არ მისდევს უღმრთოთა რჩევას და ცოდვილთა გზას არ ადგას, არ ზის ავყიათა საკრებულოში, არამედ უფლის რჯულშია მისი მისწრაფება და მის რჯულზე ფიქრობს იგი დღედაღამ. და იქნება იგი წყლის ნაკადებთან დანერგილ ხესავით, თავის დროზე რომ იძლევა ნაყოფს და არ დაჭკნება ფოთოლი მისი და ყოველივეში, რასაც იქმს, წარმატებულია.

 

ფსალმუნნი 1

 

 

   უფალი ნეტარებად ხმობს არა რაიმეს ცოდნას ღმერთის შესახებ, არამედ თვით ღმერთის შეძენას ადამიანის მიერ საკუთარ არსებაში, ანუ ღმერთით აღვსებასა და შემოსვას, რასაც წმიდანნი აღწევენ.

 

წმიდა გრიგოლ ნოსელი

 

 

   ღვთის შიშთან შერწყმული წმინდა უბრალოება სამოთხის ნეტარებას განგვაცდევინებს, იმ ნეტარებას, რაც პირველ ადამიანებს ჰქონდათ დაცემამდე.

 

ბერი გაბრიელი

 

 

 

Xareba.net - ის რედაქცია


უკან დაბრუნება