მთავარი > წმ. მამათა საგანძურიდან, მთავარი გვედის ფოტო > ნება ღვთისა

ნება ღვთისა


16-08-2019, 00:02

ნება ღვთისა

 

   ამქვეყნად ყველაზე ძვირფასია - იცნობდე ღმერთს და შეიმეცნო, თუნდაც ნაწილობრივ მისი ნება. სული, რომელმაც შეიმეცნა ღმერთი მთლიანად უნდა მიეცეს ღვთის ნებას და იცხოვროს მის წინაშე შიშში და სიყვარულში. სიყვარულში, იმიტომ რომ უფალი არის სიყვარული. შიშში იმიტომ, რომ უნდა ეშინოდეს რაიმე ცუდი ზრახვებით არ აწყენინოს ღმერთს.

 

წმიდა სილუანი

 

 

   ო, ძმანო, გევედრებით ღვთის გულისათვის, ერწმუნეთ სახარებას და წმიდა ეკლესიის დამოწმებას და თქვენ ჯერ კიდევ დედამიწაზე იგემებთ სამოთხისეულ ნეტარებას. ღმერთის სამეუფეო ხომ ჩვენს შიგნითაა, ჩვენშია. ღმერთის სიყვარული აძლევს სულს სამოთხეს.

 

წმიდა სილუანი

 

 

   აუცილებლად უნდა ვიცოდეთ უფლის ნება და, აგრეთვე ის, თუ რომელი საქმეა თავისი არსით კეთილზნეობრივი, უფლისათვის სათნო და რომელი - ცოდვა. ვინც ამის შეცნობას არ შეეცდება, სცოდავს უფლის წინაშე. გამოდის, რომ ვინც თავის თავს სიბნელესა და უმეცრებაში ამყოფებს, ორმაგად სცოდავს: იმით, რომ არ იცის უფლის ნება და იმითაც, რომ ყოველ ღონეს არა ხმარობს მის გასაგებად, ანუ, განგებ იმყოფებს თავს სიბნელეში.

 

წმიდა მამა თეოფანე დაყუდებული

 

 

   ვინც თავის ნებას მისდევს, ის ღვთის ნებას განაგდებს და ღვთაებრივი მადლის მოქმედებას ეწინააღმდეგება.

 

ბერი პაისი

 

 

   ვინც მიეცა ღმერთის ნებას, მისთვის ადვილია ცხოვრება. იმიტომ რომ ავადმყოფობაშიც, საფრთხეშიც, დევნაშიც იგი ფიქრობს: „ღმერთს ასე სურს, და მე ჩემი ცოდვებისათვის უნდა დავითმინო".

 

წმიდა სილუანი

 

 

   ვინც მოწეულ მწუხარებას წინაღუდგება, მან თავად არ იცის, რომ ღვთის ნებას ეწინააღმდეგება; ხოლო ვინც ჭეშმარიტი ცოდნით ღებულობს, საღმრთო წერილის თანახმად, ის ღმერთს დაითმენს.

 

წმიდა მარკოზ განშორებული

 

 

   ვინც საკუთარ ნებას ღვთის ნებას არ უთანხმებს, თავის წამოწყებებში წინააღმდეგობას ხვდება და მტრების ხელქვეითი ხდება.

 

წმიდა მარკოზ განშორებული

 

 

   კარგია ყოველთვის და ყველაფერში ეძებო ღმრთისაგან რა და როგორ გააკეთო, ანუ სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, - ცალკეულ შემთხვევებში ეძებო ღმერთის მდაბალი ადამიანი, რამეთუ მას არ გააჩნია თავისი ნება და არ აწუხებს ეგოიზმი, ღვთაებრივად გასხივოსნდება. თუ რჩევებს სიმდაბლით მიიღებს, ის განიბრძნობა.

 

ბერი პაისი

 

 

   ნება ღმრთისა ჩვენს მიმართ ისაა, რომ ამქვეყნად მისი სჯული და მცნებანი კეთილად აღვასრულოთ და მომავალ საუკუნეში (ცხოვრებაში) მისგან დაუსრულებელი ნეტარება მივიღოთ. ვინც წირვა-ლოცვას გულმოდგინედ ისმენს, ის შეიტყობს რა არის ნება ღმრთისა, რა მცნება მოგვეცა, როგორ უნდა ვიცხოვროთ და სათნო-ვეყოთ ღმერთს (1, 516).

 

წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსი

 

 

   ნუ უგულებელსყოფ ღმერთის ნებას, რათა ადამიანთა ნება აღასრულო!

 

წმიდა ანტონი დიდი

 

 

   ღმერთს, თავისი წინამსწრობელი ნებით, სურს ჩვენგან კეთილი საქმეები მიიღოს და სწყალობს კიდეც მათ თავისმიერი შეწევნით, ხოლო ბოროტი საქმეები მას არ სურს ჩვენგან, არც თავისი წინამსწრობელი ნებით და, არც თავისი შემდგომი ნებელობით. მაგრამ ღმერთი მიუშვებს ხოლმე ჩვენს თავისუფალ ნებას ბოროტის საქმნელადაც, რამეთუ იძულებით რაიმეს მოქმედება არც სათნოებად შეგვერაცხება და არც გონიერ საქმედ.

 

წმიდა იოანე დამასკელი

 

 

 

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება