მთავარი > წმ. მამათა საგანძურიდან, ნაყროვანება, მთავარი გვედის ფოტო > ნაყროვანება
ნაყროვანება16-04-2021, 16:14 |
დიდხანს დაუმუშავებელი მიწა ეკალბარდებს აღმოაცენებს, ნაყროვანებით ძლეულის გონება კი ბილწ აზრებს წარმოშობს.
წმიდა ნილოს სინელი
თვით სულიერი კაციც, ნაყროვანებაში ჩავარდნილი, კარგავს თავის სულიერებას, თითქოს ღმრთის შეცნობისა და მსახურების უნარსაც კარგავს. „ჭამა იაკობ" - ამბობს წმიდა წერილი; იგი იაკობს ღმერთის ჭეშმარიტ მსახურს უწოდებს, - „და განძღა, და შეზრიობდა საყუარელი იგი. განსუქნა, განსხუნა, განვრცნა, დაუტევე ღმერთი, შემოქმედი თვისი და განუდგა ღმერთსა, მაცხოვარსა თვისსა" (2 სჯულ. 32, 15). ასეთ მდგომარეობაში ვარდება მოღვაწე, როდესაც თავისი ღვაწლიდან მარხვას გამორიცხავს.
წმიდა ეგნატე ბრიანჩანინოვი
იბატონე შენს სტომაქზე, სანამ თვითონ გაგიბატონდება და მაშინ იძულებული გახდები, სირცხვილით მარხულობდე.
ღირსი იოანე სინელი
მუცლის მონა იმაზე ფიქრობს, თუ რა სანოვაგით დაუხვდეს დღესასწაულს, ხოლო მონა ღვთისა იმაზე ფიქრობს, თუ რა ნიჭებით შეუძლია, გამდიდრდეს.
ღირსი იოანე სინელი
ნაყროვანი კაცის გონება სულ იმას ითვლის, თუ როდის უწევს მოწამეთა ხსენება (რათა იღრეოს დღესასწაულის საბაბით), კეთილკრძალულის გონება კი მათ ცხოვრებას ბაძავს.
წმიდა ნილოს სინელი
ნაყროვანს გულში საჭმელი და ხორაგი ეზმანება, მგლოვიარეთა გულებს კი მარად საშინელი სამსჯავრო და სატანჯველი ეჩვენებიან სიზმრად.
ღირსი იოანე სინელი
ნუ უსმენ თვითმაამებელთა რჩევებს, რომლებმაც თავი იქციეს სტომაქისა და ხორციელი ვნებების მონებად. იცოდე, ბოროტ კაცზე უფრო მეტად ერიდე ბოროტ რჩევებს.
წმიდა მამა ეფრემ ასური
როცა მუცელს შევავიწროვებთ, გულიც დამდაბლდება; მაგრამ თუ სტომაქი საჭმლითაა სავსე, გულისთქმები ამაღლდებიან.
ღირსი იოანე სინელი
სიმაღძრე სიძვის დედაა; მუცლის მოზღუდვა კი სიწმიდის მიზეზი.
ღირსი იოანე სინელი
სტომაქი თავშეკავებით დაიოკე და შეძლებ, რომ საკუთარი ბაგეც მოზღუდო; რადგან საკვების სიმრავლე ენას განამტკიცებს.
ღირსი იოანე სინელი
სტომაქი მომავალი ცეცხლის ხსენებით დავიოკოთ, ვინც მუცელს დაემონა, ზოგიერთმა საკუთარი ასონიც მოიკვეთა და ორმაგად მოკვდა.
ღირსი იოანე სინელი
სხეულის გაზულუქება გონების სინათლეს აბრკოლებს, თავშეკავება ლოცვას ეხმარება, მარხვა მადლს ადამიანის სულსა და სხეულში მოქმედების საშუალებას აძლევს.
არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)
ყოველი სვეტი მტკიცე საფუძველს ემყარება, მრუშობის ვნება კი ნაყროვანებაზეა დაფუძნებული.
წმიდა ნილოს სინელი
ხმელი და მწირი საკვების წყალობით აზრები ნათელი ხდება, ხოლო ფუფუნებით ცხოვრება გონებას წყვდიადში ჩაძირავს.
წმიდა ნილოს სინელი
Xareba.net - ის რედაქცია უკან დაბრუნება |