მთავარი > წმ. მამათა საგანძურიდან, მთავარი გვედის ფოტო > ნაყოფი

ნაყოფი


9-08-2019, 00:02

 

   ნამდვილი ადამიანები ზრუნავენ, რომ მათმა ცხოვრებამ ღირსეული ნაყოფი გამოიღოს, და არა - მეზობელთა ქება-დიდებისათვის. დიდება ექოს მსგავსად მათი თანმდევია, და თუკი ექო ყოველთვის მაინც არ ისმის მიწაზე, იგი უცილობლად ჰპოვებს გამოძახილს ზეცაში. რადგანაც ცხოვრება ნამდვილი ადამიანისა დაკავშირებულია მარადიულობასა და ზეცასთან. როცა ქრისტე სიკეთეს იქმოდა, იგი ხშირად გადაჭრით კრძალავდა ამაზე საუბარს. უფლის წმიდანებმა აითვისეს ეს მეცნიერება და ადამიანურ დიდებას გაურბოდნენ ისე, როგორც ცეცხლს.

 

წმიდა მღვდელმთავარი ნიკოლოზ სერბი (ველიმიროვიჩი)

 

 

   ნაყოფი კაცისა არის ყველა კეთილი, მართალი და პატიოსანი საქმე, რომელსაც იგი ამ ქვეყანაში აღასრულებს. ქრისტიანისათვის ეს უპირველესად ქრისტეს მცნებათა აღსრულებაა. ისევე, როგორც ხეხილთა შორის არის განსხვავება, ზოგი მათგანი უფრო ძვირფასსა და ტკბილ ნაყოფს გამოიღებს, ზოგიც კიდევ უბრალოსა და დაბალს, ასევე ქრისტიანთა შორისაც, ზოგმა დიდი ნაყოფი უნდა გამოიღოს, ზოგმაც მცირე, მაგრამ უნაყოფო კი არცერთი მათგანი არ უნდა დარჩეს.

 

წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსი

 

 

   საღმრთო წერილი გვასწავლის, რომ ვისაც ღმერთმა მეტი მისცა, მეტსაც მოსთხოვს. იმის ფიქრი, რომ მე ვინა ვარ, რა ნაყოფი შემიძლია მივართვა ღმერთსო, მცდარია. თუ შენს საქმეს კარგად და გულმოდგინედ ასრულებ, თუ ოჯახს ინახავ, გადასახდსა და სამსახურს, ვისიც და რაც გმართებს იხდი, არავის აწუხებ და რაც შეგიძლია, გაჭირვებულსაც ხელს მოუწყობ, ესეც კარგი ნაყოფი იქნება.

 

წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსი

 

 

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება