მთავარი > წმ. მამათა საგანძურიდან, მთავარი გვედის ფოტო > ნათლისღება (ნათლია)
ნათლისღება (ნათლია)18-01-2019, 22:12 |
ეკლესიაში ნათლობა უფლის ბეჭდით იბეჭდება ისე, როგორც ოდესღაც უკვე მონათლულმა სამარიტელებმა მიიღეს სულიწმიდა პეტრე და იოანე მოციქულთა ხელდასხმითა და ლოცვით (იხ. საქმ. 8, 14-17), ...რაც აკლდათ, ის აღასრულეს პეტრემ და იოანემ... ასეა ჩვენთანაც... უფლის ბეჭდით ხდებიან სრულქმნილნი.
წმინდა კვიპრიანე
თითოეულმა მართლმადიდებლურად მონათლულმა საიდუმლოდ მიიღო ყოველგვარი მადლი, ხოლო ამაში დარწმუნდება მცნებათა შესრულების შესაბამისად.
წმინდა მარკოზ განშორებული
მწვალებლობაში შთავარდნილთა ხელახალი მონათვლა დაუშვებელია, რადგან ასეთი ნათლობა არანამდვილია, მოჩვენებითია, რამეთუ ჭეშმარიტი ნათლისღება ერთადერთია. („აღვიარებ ერთსა ნათლისღებასა მისატევებელად ცოდვათა").
წმიდა კირილე იერუსალიმელი
ნათლისღების განმეორება არ შეიძლება, - თუკი ერთხელ ვერ წარემატე, მაშინ მხოლოდ გულწრფელი სინანულითაა შესაძლებელი საქმის გამოსწორება და ნათლისღების საიდუმლოში მიღებული და შემდგომ შეცოდებათა გამო დაკარგული საღმრთო მადლის დაბრუნება.
წმიდა კირილე იერუსალიმელი
ნათლისღების ემბაზი ერთგვარი იორდანეა, სამანი სიცოცხლესა და სიკვდილს შორის, და ვინც მეორე ნაპირს მიაღწევს, მხოლოდ ის შეიქნება სულიერი ქვეყნის მოქალაქედ.
წმიდა ეფრემ ასური
ნათლისღების საიდუმლოში ყოველ ადამიანს წმიდა სამების სახელით ენიჭება თავისუფლება.
წმიდა ეფრემ ასური
სულიწმიდის ბეჭდით არის დაბეჭდილი შენი სულის ყოველი შესასვლელი, მირონცხების ბეჭდით იბეჭდება მთელი შენი სხეული.
წმიდა ეფრემ ასური
წყლით ნათლობა აუცილებელია ადამიანის ხსნისათვის, მხოლოდ წმიდა მოწამეთათვისაა დაშვებული გამონაკლისი, რომელნიც საშინელ დევნილებათა ჟამს საკუთარ, ქრისტეს რწმენას დაღვრილ სისხლში ინათლებიან და ამგვარად ისინი უწყლოდაც მოიპოვებენ ცათა სასუფეველს.
წმიდა კირილე იერუსალიმელი
როგორ უნდა შეეცილოს და გამოსტაცოს მტერს შენი თავი ანგელოზმა თავისთვის, თუკი ბეჭედს ვერ ამოიცნობს... განა არ იცი, რომ სიკვდილმა გვერდი აუარა დაბეჭდილ სახლებს და დაუბეჭდავებში დახოცა პირმშონი? დაუბეჭდავ საუნჯეს ადვილად იტაცებენ ქურდები, მოუნიშნავი ცხვარი შეიძლება თამამად გაიტყუონ.
პროტოპრესვიტერი მიხეილ პომაზანსკი
როდესაც ქრისტეს სახელით ვინათლებით, ჩვენი სულები ქრისტეთი აღიჭურვებიან. აღიჭურვებიან უხილავი, მაგრამ რეალური აღჭურვილობით, რომლითაც ქრისტეს სული არის შემოსილი, რამეთუ როგორც სულია უხილავი, ასევე უხილავია მისი აღჭურვილობა. ჭეშმარიტება და სამართლიანობა, სიკეთე და უბოროტობა, თვინიერება და უბრალოება, სიწმინდე და ღვთისმოსავობა, უფლისმოყვარება და კაცთმოყვარება - აი საჭურველნი სულისა, სამოსელნი მისნი.
წმიდა მღვდელმთავარი ნიკოლოზ სერბი (ველიმიროვიჩი)
Xareba.net - ის რედაქცია უკან დაბრუნება |