მთავარი > წმ. მამათა საგანძურიდან, მრისხანება, მთავარი გვედის ფოტო > მრისხანება

მრისხანება


22-04-2019, 00:02

მრისხანება

 

   ადამიანში გაღიზიანება თხრილივითაა. ვინც საკუთარ თავში დაძლია იგი, მან ეს თხრილი გადალახა.

 

წმიდა ეფრემ ასური

 

 

   ადვილად გაღიზიანება, გულმრისხანება - დიდი ორმოა ადამიანისათვის, და ვისაც ეს ვნება დაუძლევია, მას აღარც მთხრებლში ჩავარდნა ემუქრება.

 

წმიდა ეფრემ ასური

 

 

   არასდროს მინახავას, რომ რაიმე მრისხანებით გამოსწორებულიყო, არამედ ყოველთვის - სიყვარულით. მაშინ ისიც კი, ვისაც განსწავლი, მსხვერპლს იღებს. ამიტომ ასეც მოიქეცით. საკუთარი თავისაგან აიღე მაგალითი; როდის ხდები თვინიერი? შეურაცხყოფისა თუ სიყვარულისაგან?

 

იოსებ ათონელი

 

 

   არაფერი ისე არ შეგეწევა მრისხანებისა და სხვა ვნების დაცხრომაში, როგორც სიყვარული ღმრთისა და ყოველი ადამიანისადმი. სხვა ღვაწლთან შედარებით, სიყვარულით იოლად იმარჯვებ.

 

იოსებ ათონელი

 

 

   განრისხებულ ადამიანს რომ შეეძლოს, საკუთარი თავის ამ მდგომარეობაში ნახვა, მას უკვე არანაირი ქადაგება აღარ დასჭირდებოდა, რამეთუ არაფერია უფრო უსიამოვნო, ვიდრე - გაღიზიანებული ადამიანის სახე.

 

წმიდა იოანე ოქროპირი

 

 

   განრისხებულის აზრები ტოლფასია მათი ქმნისა, რომელიც მის დამბადებელ გულს ნთქავს.

 

წმიდა ნილოს სინელი

 

 

   გიხაროდეს, როდესაც შეურაცხგყოფენ (მრისხანებისა და მწუხარების ნაცვლად), რადგან თუ ეს უსამართლოა, დიდ ჯილდოს მიიღებ, ხოლო თუ სამართლიანია, რაც უფრო სწრაფად მოხვალ გონს, თავს მით უფრო ადვილად დააღწევ სასჯელს.

 

წმიდა ნილოს სინელი

 

 

   ვისაც სწყინს, როდესაც მასზე ცუდს ამბობენ, ამით მასზე თქმულის სამართლიანობას ამტკიცებს, ხოლო ვინც იცინის, თავისზე ყოველგვარ ეჭვებს აქარწყლებს.

 

წმიდა იოანე ოქროპირი

 

 

   ზოგჯერ, მრისხანებისას ცბიერი ეშმაკები მალე გვშორდებიან, რათა ჩვენ დაუდევრად მოვეპყროთ ამ დიდ ვნებას და ამით ჩვენი დაავადება უკურნებელი გავხადოთ.

 

წმიდა იოანე კიბისაღმწერელი

 

 

   თუ ვინმე რაიმე ცოდვას დაგაყვედრებს, რაც არ საგიდენია, თავი დაიმდაბლე მაყვედრებელის წინაშე და უხრწნელ გვირგვინს მიიღებ.

 

წმიდა ანტონი დიდი

 

 

   თუ შენ ვინმეს მრისხანებით გამოუტანე განაჩენი, ამით შენს ვნებას აკმაყოფილებ; ამრიგად, სხვის გადასარჩენად საკუთარ თავს ნუ დაღუპავ.

 

წმიდა მაკარი დიდი

 

 

   იყავი ბრძენი და მათი ბაგეები, ვინც შენზე ცუდს ამბობენ, მდუმარებით დააცხრე და არა - მრისხანება და ლანძღვით.

 

წმიდა ანტონი დიდი

 

 

   მაშინ კი არ უნდა ვმწუხარებდეთ, როდესაც საკუთარ თავზე რაიმე ავ ამბავს გავიგებთ, არამედ მაშინ, როდესაც ეს სამართლიანია.

 

წმიდა იოანე ოქროპირი

 

 

   მრისხანება ადამიანის ბუნებაა, ხოლო მისი მოთოკვა - ქრისტიანისა.

 

ნეტარი იერონიმე

 

 

   მრისხანება დაფარული სიძულვილის ხსოვნაა, ე.ი. - ბოროტმეხსიერება.

 

ღირსი იოანე სინელი

 

 

   მრისხანება ფირნიშია, რომელიც ადამიანის ნების საწინააღმდეგოდ თვითონ წარმოაჩენს საკუთარ თავს.

 

წმიდა გრიგოლ ღვთისმეტყველი

 

 

   მრისხანება ყველასთვის სახიფათო მრჩეველია; მრისხანებაში მიღებული გადაწყვეტილება არასოდეს არაა გონივრული.

 

წმიდა გრიგოლ ღვთისმეტყველი

 

 

   მრისხანების ჟამს საკუთარი თავის ჯალათი ხდებით, საკუთარ თავს ტანჯავთ. განრისხებულ ადამიანზე საბრალო არაფერია.

 

წმიდა იოანე ოქროპირი

 

 

   სადაც გაბოროტება და მრისხანებაა, იქ თავმდაბლობის სული არ დაივანებს.

 

წმიდა იოანე ოქროპირი

 

 

   უმჯობესია, ღიმილით დაჯაბნო გაღიზიანება, ვიდრე დაუცხრომლად მძვინვარებდე.

 

წმიდა ეფრემ ასური

 

 

   ცეცხლის საზრდო - შეშაა, მრისხანებისა კი - ცუდმედიდობა და ზესთამჩენობა, ანუ დიდი წარმოდგენა საკუთარ თავზე.

 

წმიდა ეფრემ ასური

 

 

 

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება