მთავარი > წმ. მამათა საგანძურიდან, მთავარი გვედის ფოტო > მცნებები

მცნებები


20-04-2019, 00:02

მცნებები

 

   მშვინვიერი თვასაზრისით კერპები - ის გატაცებებია, რომელთა გამო ღმერთს ვივიწყებთ და მადლს ვკარგავთ. ჩვენი ყველა ოცნება და ზმანება - ეს კერპების შეუსვენებელი შექმნაა. ჩვენი ფანტაზია, როგორც მხატვარი, ჩვენი ვნებებისათვის კერპების მაცდუნებელ სურათებს ხატავს.

 

არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)

 

 

   სულიერი თვალსაზრისით მეორე მცნება იმაზე მეტყველებს, რომ სული კაცისა ტაძარი უნდა იყოს. საკურთხეველში არანაირი არაწმინდას შეტანა არ შეიძლება, ის გარეთ უნდა დარჩეს.

 

არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)

 

 

   შესაძლოა კერპი ადამიანიც გახდეს, ვნებიანი შეყვარება - ეს სწორედ რომ კერპის შექმნაა. შეყვარებული ადამიანი ხის ნაპობისაგან და ქვების ნამსხვრევებისგან კერპების დამამზადებელს ჰგავს. საკუთარი წარმოსახვით შექმნილ ამ კერპებს კაზმავს, ეთაყვანება და ემსახურება.

 

არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)

 

 

   შესაძლოა კერპი იყოს - ხელოვნება, რომელიც არა ღვთის სადიდებლად, არამედ ამაქვეყნის და ადამიანური ვნებების გაღრმავებისათვის იღწვის.

   მშობლებისათვის კერპებად შესაძლოა მათი საკუთარი შვილები იქცნენ, რომელთა გამოც ზოგჯერ მზად არიან სული ეშმაკს მიჰყიდონ, ამ სიტყვების პირდაპირი მნიშვნელობით.

 

არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)

 

 

   ჩვენ განუწყვეტლივ ვქმნით კერპებს; ჩვენი კერპი უპირველეს ყოვლისა - ეს თავად ჩვენ ვართ. ჩვენი ცხოვრების ჩვეულებრივი მიზანია - დედამიწაზე ადგილის მომზადება ისეთი კერპისათვის, როგორიც ჩვენ ვართ. ჩვენი შრომისა და გარჯის წლები ამაში გადის.

 

არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)

 

 

   „არა კაც-ჰკლა" ნიშნავს: „არა ჰკლა ღმერთი საკუთარ გულში, არა ჰკლა სიყვარული ადამიანებისადმი, არა ჰკლა საკუთარი უკვდავი სული, რომლისთვისაც ჭეშმარიტი ცხოვრება ეს ღმერთია.

 

არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)

 

 

   არცერთი ცოდვა არ შთააგდებს მოღვაწეს ისეთ სასოწარკვეთამდე მისულ სევდაში, როგორც სიძვა. დაცემული მოღვაწე საკუთარ თავს სიბინძურით სავსეს გრძნობს, საკუთარი სული შავი ეჩვენება. ის თითქოს შეუღწევადი სიბნელითაა მოსილი.

 

არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)

 

 

   საზოგადოება ურთიერთდაქვემდებარების იერარქიულ პრინციპზეა აგებული, მაგრამ ამ პრინციპის ბოროტად გამოყენება ქურდობას და პარვას წარმოადგენს. უფროსის ძალაუფლებამ უმცროსი პიროვნების იგნორირება არ უნდა მოახდინოს, არამედ მისთვის სასარგებლო ჰქონდეს მხედველობაში, სხვაგვარად ის ერთგვარ წნეხად იქცევა.

 

არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)

 

 

   ადამიანის პიროვნებას უფალიც კი პატივს სცემს, მას შინაგანი თავისუფლება მისცა. ჩვენ კი მოყვასს ისე ვუყურებთ, როგორც ჩვენი სურვილების, გეგმების შემსრულებელ ინსტრუმენტს, ანუ როგორც ფიგურას ჭადრაკის დაფაზე. ესეც ქურდობაა ადამიანის თავისუფლებისა.

 

არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)

 

 

   თუ გსურს იყო ღვთისმეტყველი და გახდე ღვთაებრივის ღირსი, დაიცავი კანონები; ღვთის მცნებებით იარე მაღალი მიზნისკენ, რადგან განჭვრეტისკენ ზესვლაა ეს.

 

წმიდა გრიგოლი ღვთისმეტყველი

 

 

   თუ სიბრძნე გსურს, მცნებები დაიცავი და უფალი მოგმადლებს მას.

 

სიბრძნე ზირაქისა

 

 

   მცნებები - ეს პირობაა კავშირისა. ხატოვნად რომ ითქვას, მათზე, როგორც ღერძზე, ადამიანმა თავისი ცხოვრება, აზრები, სიტყვები და ქმედებები უნდა აასხას.

 

არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)

 

 

   მცნებები, როგორც რგოლები ერთიანი ჯაჭვისა, ერთმანეთთან განუყოფლად არიან დაკავშირებულნი: გაწყდება ერთი რგოლი და - მთელი ჯაჭვი დაიშლება.

 

არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)

 

 

   მცნებების შესრულება იმას ჰქვია, როცა ბრძანებული შევასრულეთ; ხოლო სათნოება არის ის, როცა გაკეთებული ჭეშმარიტად სათნოა ღვთისთვის.

 

წმიდა მარკოზ განშორებული

 

 

   მცნების დამცველი თავის სულს იცავს, აბუჩად ამგდები კი მოკვდება.

 

იგავნი სოლომონისა, თ. 18-19

 

 

   მცნების შემსრულებელი ამისთვის განსაცდელს უნდა ელოდეს, რადგანაც ქრისტეს სიყვარული საწინააღმდეგოთი გამოიცდება.

 

წმიდა მარკოზ განშორებული

 

 

   ნუ იტყვი: მცნებები შევასურლე და უფალი ვერ მოვიპოვე. საღმრთო წერილის თანახმად, ცოდნა და სიმართლე მრავალგზის მოიპოვე, მისი ჭეშმარიტი მაძიებელნი კი მშვიდობას მოიპოვებენ.

 

წმიდა მარკოზ განშორებული

 

 

 

 

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება