მთავარი > წმ. მამათა საგანძურიდან, მთავარი გვედის ფოტო > მხილება

მხილება


4-02-2019, 00:02

 

   ეცადე, რომ არ მიეჩვიო სხვების მხილებას და გასწორებას, შენი თავი კი არ დაგრჩეს უმხილებელი და გაუსწორებელი.

   დაუკვირდი შენ, ძმაო, რომელსაც გიყვარს სხვისი მხილება და გასწორება, და მოექეც თავსა შენსა და ნახე თუ როგორი ხარ შენ სხვისაგან მხილების დროს, გწყინს თუ არა? და აქედან ისწავე სხვისიცა, რამეთუ შენ თუ არ გიხარიან, არცა სხვასა უხარიან.

   გარეშე შენდამი რწმუნებულისა არა გაქვს უფლება მხილებისა, თვინიერ სიყვარულით და სიმდაბლით მარტოდ მყოფობაში სიტკბოებით მითხრობისა.

 

წმიდა ალექსი ბერი

 

 

   ვინც შენი ხელქვეითი არ არის, მას ნუ ამხელ დანაშაულში, რამეთუ ეს უფრო ძალაუფლების საქმეა, ვიდრე რჩევისა. 

 

წმიდა მარკოზ განშორებული

 

 

   ზოგჯერ მხილება უდროოა და ზოგჯერ, ვინც დუმს, ის არის გონიერი.

   მხილება სჯობს ლიტონ გულისწყრომას, რადგან ნაკლში მხილებული თავს შეიკავებს.

 

სიბრძნე ზირაქისა, თ. 19-20

 

 

   კაცსა მარადის სხვისა მამხილებელსა ფარულად აქვს დიდად თავისი მოწონება და ამპარტავნება, ხოლო რომელსაც შეეკრძალოს და შეეთვისოს თავისი უღირსების მხილება და ყვედრება, მას სხვებზედ არა აქვს სინდისი მამხილებელად, არამედ უქვეშევრდომობა ყოველთა და მარად ხსოვნა თავისი სიყალბისა და ცოდვებისა ადუმებს მას.

   ჯერ შენ მიეჩვიე, ძმაო, სხვებისაგან მხილებას და სიხარულით შეიწყნარე გასწორება მათგან და როცა ასე წარემართო და ეძიებდე გასწორებასა თავისა შენისასა, მაშინ გაქვს სიმართლე სხვებსაც ძმურად და სიმდაბლით გაუსწორო.

 

წმიდა ალექსი ბერი

 

 

   მეგობარი, რომელიც პირისპირ, მარტო გამხელს, ბრძენი მკურნალია, ხოლო მრავალთა თვალწინ მამხილებელი არის მლანძღველი.

 

ღირსი მამა ისააკ ასური

 

 

   ნუ ეცდები, მხილებით მოუტანო სარგებელი მას, ვინც სათნოებებით თავს იქებს; რამეთუ ვისაც თავის გამოჩენა უყვარს, ის ჭეშმარიტების მოყვარული ვერ იქნება.

 

წმიდა მარკოზ განშორებული

 

 

   ნუღარ ამხელ მას, ვიცან თავი დაანება ცოდვას და შეინანა. თუ ამბობ, რომ ღმერთის სახელით ამხილებ, მაშინ თავდაპირველად საკუთარი ცოდვები აღიარე.

 

წმიდა მარკოზ განშორებული

 

 

   როგორც ზღვაში მოცურავენი მოგების იმედით ხალისით იტანენ მზის პაპანაქებას, ისე ბოროტების მოძულეებს უყვართ მხილება, რამეთუ პირველი წინაღუდგება ქარს, მეორე კი - ვნებებს.

 

წმიდა მარკოზ განშორებული

 

 

   სხვაა ბოღმითა და შურისძიების წყურვილით მხილება, სხვაა - ღვთის შიშითა და ჭეშმარიტებით.

 

წმიდა მარკოზ განშორებული

 

 

 

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება