მთავარი > წმ. მამათა საგანძურიდან, საცდურები, მემთვრალეობა, მთავარი გვედის ფოტო > მემთვრალეობა

მემთვრალეობა


2-08-2019, 00:02

მემთვრალეობა

 

   თუკი ადამიანი ეშმაკის გავლენის ქვეშ არის ხოლმე, მაშინ ეს განსაკუთრებით სიმთვრალისასაა. არავინ ისეთი თავაზიანი არაა ეშმაკთან, როგორც - მთვრალი, რადგან არავინ ისე არ აღასრულებს მის ნებას, როგორც - ლოთი.

 

წმიდა ტიხონ ზადონელი

 

 

   თუ ოდესმე ადამიანი ეშმაკის ძალაუფლებაშია, ყველაზე მეტად ეს სიმთვრალის დროს ხდება.

 

წმიდა იოანე ოქროპირი

 

 

   ისე არავინ უყვარს ეშმაკს, როგორც მემთვრალე, რადგან ისე არავინ ემორჩილება მის ნებას, როგორც ლოთი.

 

წმიდა ტიხონ ზადონელი

 

 

   კვამლი შორს დევნის ფუტკრებს, ხოლო უზომო სმა განაგდებს სულიერ მადლს.

 

წმიდა ბასილი დიდი

 

 

   მემთვრალეობა ყველა სამარცხვინო საქმის დედაა და ავხორცობისა და უბიწოების მტერი.

 

ნეტარი ავგუსტინე

 

 

   ნუ მოიძულებ ღვინოს, არამედ მოიძულე მემთვრალეობა.

 

წმიდა იოანე ოქროპირი

 

 

   რასაც ფხიზელი არ გააკეთებს, მას მთვრალი გაბედავს.

 

წმიდა ტიხონ ზადონელი

 

 

   როდესაც მთვრალს ღვინო მართავს, იგი ემსგავსება ჯიუტ, უაღვირო ცხენს.

 

წმიდა ბასილი დიდი

 

 

   ღვინო ღვთიური საქმეა, ხოლო მემთვრალეობა - ეშმაკისა.

 

წმიდა იოანე ოქროპირი

 

 

 

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება