მთავარი > წმ. მამათა საგანძურიდან, მთავარი გვედის ფოტო > მეგობრობა
მეგობრობა13-06-2019, 23:26 |
არასოდეს მისცე თავს ნება, კაცობრივი მეგობრობის გულისათვის გარდახდე საღმრთო მცნებებს.
წმიდა ანტონი დიდი
ბევრი მეგობრის ყოლა დამღუპველია, ზოგი მეგობარი კი ძმაზე მოყვარულია.
იგავნი სოლომონისა, თ. 18-19
დანაშაულის დამვიწყებელი სიყვარულის მძებნელია, ამბის შემხსენებელი კი მეგობარს იშორებს.
იგავნი სოლომონისა, თ. 17-18
დაჭრილი თვალი ცრემლებს გადმოღვრის, დაჭრილი გული კი გრძნობებს წარმოაჩენს. ფრინველებს დააფრთხობს გასროლილი ქვა და მეგობრის მაგინებელი დაარღვევს მეგობრობას. თუკი მეგობარზე იშიშვლე მახვილი, იმედს ნუ დაკარგავ, შეგიძლია უკან ჩააგო. თუ მეგობრის პირი გახსენი, ნუ გეშინია, რადგან შეგიძლია შეურიგდე. მხოლოდ ძაგება, ქედმაღლობა, საიდუმლოს გამჟღავნება და მზაკვრული ქცევა განდევნის ყველა მეგობარს.
სიბრძნე ზირაქისა, თ. 22-23
მეგობარი მუდამ მოყვარულია და ძმა გაჭირვებისთვის იბადება.
იგავნი სოლომონისა, თ. 17-18
მეგობრისგან ჭრილობა ერთგულების ნიშანია, მტერი კი კოცნით აგავსებს.
იგავნი სოლომონისა, თ. 26-28
მეგობრობაზე მშვენიერი ქვეყნად არაფერია. იგი ნუგეშია დღევანდელ ცხოვრებაში. რა შეიძლება იყოს ამაზე უფრო ამაღლებული და ძვირფასი, როდესაც შეგიძლია, გული გაუხსნა ვინმეს, გაუმხილო საიდუმლოება, გაანდო დაფარული? და შეიძლება იყოს უფრო მანუგეშებელი რაიმე, ვიდრე ის, როდესაც გყავს გულწრფელად ერთგული ადამიანი, რომელიც შენი სიხარულით გაიხარებს და შენს ჭირს გაიზიარებს, დევნილებაში კი რჩევასა და ნუგეშს მოგცემს.
წმიდა ამბროსი მედიოლანელი
მტრობა წყალზე უნდა დაიწეროს, რათა სწრაფად გაქრეს, მეგობრობა კი - სპილენძზე, რათა მუდამ მტკიცედ იყოს დაცული.
წმიდა ისიდორე პელუზიელი
ნუ გაცვლი მეგობარს ფულზე, ნურც ღვიძლ ძმას - იფიქროს ოქროზე.
სიბრძნე ზირაქისა, თ. 6-7
ნუ გექნება ნაცნობობა მზაკვარ ადამიანთან. მზაკვართან მეგობრობა ეშმაკთან მეგობრობას ნიშნავს.
წმიდა ანტონი დიდი
ნუ იმეგობრებ ბრაზიან კაცთან და ფიცხ კაცს ნუ გაეკარები, რათა მისი გზა-კვალი არ ისწავლო და შენ თავს ხაფანგი არ დაუგო.
იგავნი სოლომონისა, თ. 22-23
ნუ იმეგობრებ და ნუ დაუკავშირდები ქრისტიანული ეკლესიის მტრებს, მგმობელებს (ერეტიკოსებს), გამთიშველებს (რასკოლნიკებს), წმიდა მარხვის არშემნახველებს. ერიდე იმათ, ვისაც არა აქვს შიში უფლისა და თაყვანს არა სცემს უფალს.
ღირსი მამა სერაფიმე საროველი
ნუ მიატოვებ ძველ მეგობარს, რადგან ახალი მას ვერ შეედრება. ახალი მეგობარი ახალი ღვინოა; როცა დაძველდება, სიხარულით შესვამ.
სიბრძნე ზირაქისა, თ. 9-10
ნუ მისცემ თავს ნებას, ღვთის მცნებები დაარღვიო ადამიანური მეგობრობის გამო.
წმიდა ანტონი დიდი
უფლის მოშიში მეგობარს ისე წარმართავს, რომ როგორიც თვითონაა, იმგვარადვე იყოს მისი მახლობელი.
სიბრძნე ზირაქისა, თ. 6-7
ყველასადმი კეთილად იყავი განწყობილი, ოღონდ ყველას ნუ გაიხდი მრჩევლად.
წმიდა ანტონი დიდი
Xareba.net - ის რედაქცია უკან დაბრუნება |