მთავარი > წმ. მამათა საგანძურიდან, მთავარი გვედის ფოტო > კულტურა

კულტურა


17-01-2019, 00:02

კულტურა

 

   კულტურა არის მუდმივი მზადყოფნა სხვისთვის სიხარულის მისანიჭებლად, ზრუნვა მომავლისათვის, ახალგაზრდებისა და საერთოდ ადამიანისათვის ღვთივმინიჭებული უნარისა და შესაძლებლობების გამოვლინებისათვის, მოყვასში და საკუთარ თავში შემოქმედებითი ძალისა და მრავალმხრივი ტალანტის აღმოჩენისა და გამომზეურებისთვის.

 

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

 

 

   კულტურა - ეს კარგია, მაგრამ მან რომ სიკეთე მოიტანოს, საჭიროა, თვით ადამიანის სული გახდეს კულტურული. სხვაგვარად კულტურა კატასტროფით დასრულდება. „ბოროტება განათლებული ადამიანებისაგან მოდის". - თქვა წმიდა კოსმა ეთოლიკიელმა. მიუხედავად იმისა, რომ მეცნიერება შორს წავიდა და ამდენ დიდ წარმატებას მიაღწია, ადამიანები, რომლებიც სამყაროს დახმარებას ესწრაფიან, ამას ისე აკეთებენ, რომ ანგრევენ მას, ისე რომ თვითონაც ვერ ხვდებიან. ღმერთმა ადამიანს ნება მისცა, ყველაფერი თავისი გონებით გაეკეთებინა, მაგრამ, როცა ღმერთს არ უსმენს, ადამიანი ღუპავს საკუთარ თავს. ადამიანი თავს ინადგურებს იმით, რასაც თვითონვე ქმნის.

 

მამა პაისი მთაწმინდელი

 

 

   კულტურა მხოლოდ ცალკეული ადამიანის პირადი საქმე როდია, იგი მთელი ხალხის სიმდიდრეა.

 

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

 

 

   მეტად საშიშია, რომ დიდი სახელმწიფოების კულტურამ თუ ფსევდოკულტურამ არ წალეკოს რიცხობრივად შედარებით პატარა ერების და მათ შორის, ჩვენი ფასეულობანიც. მით უმეტეს, ხშირია მაგალითები იმისა, რომ რასაც დღეს „კულტურა"-ს უწოდებენ და თავს გვახვევენ, სინამდვილეში არის ყალბი კულტურა.

 

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

 

 

   მიწიერსა და ყოველდღიურზე ზრუნვამ არ უნდა დაგვავიწყოს სული და სულიერი კულტურა, რადგან უსულოდ ნებისმიერმა მიღწევამ შეიძლება დაკარგოს ფასი და თვით ადამიანის საწინააღმდეგოდ მიმართოს.

 

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

 

 

   საქართველოს კულტურული, ინტელექუალური, თუნდაც მატერიალური პოტენციალის აღორძინება სულიერი ამაღლებით უნდა დაიწყოს.

 

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

 

 

   ჩვენი მიზანია მუდამ იყო და არის სულიერი, ზნეობრივი და კულტურული ფასეულობების დაცვა, მათი შენარჩუნება. დღეს ადამიანებს უჭირთ გარჩევა კეთილისა და ბოროტისა; ზოგჯერ ვერ ხედავენ, სად არის კულტურა და სად ფსევდოკულტურა, რომელიც წარსაწყმედელი და დამღუპველია. აი, ეს უნდა დავინახოთ.

 

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

 

 

   ჭეშმარიტი კულტურა არის ისეთი რამ, რაც აახლოვებს ერებს. იგი უმტკივნეულოა და სხვა ქვეყნის კულტურას არ შეურაცხყოფს. პირიქით, უფრო ამდიდრებს მას. არც შეიძლება, რომ რომელიმე კულტურა ჩაიკეტოს საკუთარ თავში, თავის ნაჭუჭში. დიდი შეცდომაა, რომელიმე ქვეყანამ ჩათვალოს, რომ მისი კულტურა სრულიად საკმარისია.

 

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

 

 

 

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება