მთავარი > საეკლესიო სამართალი > დიდი სჯულის კანონი (რუის-ურბნისის კრების კანონი)

დიდი სჯულის კანონი (რუის-ურბნისის კრების კანონი)


25-11-2012, 17:43
დიდი სჯულის კანონი (რუის-ურბნისის კრების კანონი)
 

   „კუალად განვაწესებთ, რაითა არცა მართლმადიდებელი მამაკაცი მწვალებელსა, გინა წარმართსა, დედაკაცსა, ანუ დედაკაცი მამაკაცსა შეუღლდნენ, ვინაითგან ყოველი მართლმადიდებელი ტაძარი არს ღმრთისაი დამკვიდრებულისა მის მიერ სულისა მისისა ჩუენ შორის, ხოლო ყოველი ბოროტად მადიდებელი, ანუ ყოვლად არა მადიდებელი. ტაძარი არს ეშმაკისაი. ხოლო ვითარმედ არცა ერთი ზიარებაი არს ტაძრისა ღმრთისა კერპთა თანა, ვითარ-იგი ბნელისა ნათლისა თანა, მოწამე არს საღმრთო მოციქული. ხოლო რომელმან ამიერითგან იკადროსღა ქმნა ამათი, განიკანონის იგი პირველთქმულითა მით კანონითა" (კანონი 16 [1, გვ. 553]).

 

* * *

   „გარნა არათუ უბიწოებასა ქართველთა სარწმუნოებისასა ბიწი რაიმე შეჰხებოდა, ნუ იყოფინ ესე! არა გეცრუვნეთ შენ, სიწმიდით მშობელო ჩუენო კათოლიკე ეკლესიაო, არცა განგცეთ შენ, სიქადულო ჩუენო მართლმადიდებლობაო, რომლისა არცა განმცემელქმნილ ვართ, ვინაითგან შემეცნებასა შენსა ღირსქმნილ ვართ - მოწამე არს ჭეშმარიტებაი" („ძეგლისწერაი რუის-ურბნისის წმიდისა და ღმრთივ შეკრებულისა კრებისაი" [1, გვ. 549]).


უკან დაბრუნება