მთავარი > წმ. მამათა საგანძურიდან, მთავარი გვედის ფოტო > კურთხევა

კურთხევა


7-06-2019, 00:03

 

   არსებობს ხუთი საქმე, რომლითაც მოიპოვება კურთხევა უფლისა: პირველია წრფელი ლოცვა, მეორე - ფსალმუნთა კითხვა, მესამე - საღვთო წერილის კითხვა, მეოთხე - შემუსვრილითა გულითა გახსენება ცოდვათა თვისთა, აღსასრულისა და უფლის სამსჯავროსი, მეხუთე - ხელსაქმე.

 

ბერი ევაგრეოსი

 

 

   ერთი კურთხეული შვილისაგან მთელ სახლს ძალუძს კურთხევის მიღება და წარმატების მიღწევა ყველაფერში, ხოლო ერთი უკურთხებლის მიზეზით შეიძლება, მთელი მოდგმა მწუხარებას განიცდიდეს.

 

წმიდა მღვდელმთავარი ნიკოლოზ სერბი (ველიმიროვიჩი)

 

 

   თუ ადამიანს ღვთის კურთხევა აქვს, ეს უდიდესი საქმეა. ეს ნამდვილი სიმდიდრეა! ის, რაც კურთხეულია, დგას და არ ინგრევა, ხოლო ის, რაც კურთხევის გარეშეა, ვერ გადარჩება.

 

მამა პაისი მთაწმინდელი

 

 

   კურთხეული და უკურთხებელი: აი რაში მდგომარეობს ძირითადი განსხვავება ადამიანებს შორის. ურღვევ ერთიანობას უფალთან, კურთხევა მოაქვს, ხოლო ღმერთისაგან განდგომა - კურთხევის ჩამორთმევას ნიშნავს.

 

წმიდა მღვდელმთავარი ნიკოლოზ სერბი (ველიმიროვიჩი)

 

 

   მღვდელი მადლმოსილია მოგვცეს ზეციური კურთხევა. საღმრთო საიდუმლოს მეოხებით, ჯერ კიდევ პირველდაწყებით განწესებაში სჯულისმიერი მღვდლობისათვის, ღმერთმა უბრძანა მღვდლებს: „აკურთხეთ ძენი ისარაელისნი" (რიცხვ. 6, 2) და კიდევ მათ შესახებ: (რიცხვ. 6, 27). მღვდლის მიერ კურთხევას ყოვლადწმიდა სამების სახელზე ძალუძს სული აღგივსოს ნათლითა და მშვიდობით, სხეული კურნებით, კეთილად შეგეწევა ყოველ საქმეში, კეთილგანგებულებას დაამყარებს ოჯახში, კურთხევის ძალით ის ადგილები და საგნები, რომელნიც იკურთხებიან, აღივსებიან უხილავი, მაგრამ ნაყოფიერი ზეციური ცვარით. ამიტომ, კურთხევის გამოთხოვისას უნდა ვეცადოთ, საკუთარი ცოდვებით არ განვაგდოთ ჩვენგან მისგან მონიჭებული ძალა.

 

კიევო-პეჩორის ლავრის მღვდელმონაზონი ვლადიმერი

 

 

   ომის დროს განსაკუთრებით ხშირად საუბრობენ იღბლიან და უიღბლო ხალხზე, სწორედ ისინი არიან კურთხეულნი და უკურთხებელნი. ისუ ნავესმა ბრძოლაში მარცხი განიცადა ქარმინის შვილი ქურდი აქანის მიზეზით (იხ. ნავ. 7, 1-26). განა არ გაგიგონია, როგორ ამბობენ ადამიანები: „მას შემდეგ, რაც ეს კაცი ჩემს სახლშია (ანდა: მას შემდეგ, რაც ეს კაცი ჩემი თანამშრომელი გახდა), არაფერი გამომდის?" როდესაც კეთილი და ბოროტი კაცი თანამშრომლობს, რომელ სამუშაოზეა ლაპარაკი? ერთი თუ უკან ექაჩება, ხოლო მეორე კი - წინ? ვიდრე მეფე სოლომონი ერთ, ჭეშმარიტ ღმერთს ემსახურებოდა, ისიც და ხალხიც კეთილად იყვნენ, მაგრამ, როდესაც მოიყვანა ცოლად ეგვიპტელი წარმართი ქალები, მათ სოლომონს და მის სამეფოს უბედურება მოუტანეს, რადგანაც ამ ქალებმა საუკუნოდ შეარცხვინეს იგი, სახლი მისი წითლად შეიღება ძმათა სისხლით, ხოლო სამეფო კი დაიშალა. ასე წერია წმიდა წერილში და ასევეა ცხოვრებაშიც უკუნითი უკუნისამდე.

 

წმიდა მღვდელმთავარი ნიკოლოზ სერბი (ველიმიროვიჩი)

 

 

   რას ნიშნავს კურთხევა? პირდაპირი განმარტებით - ღვთაებრივი ძალის მატარებელ კეთილ სიტყვას. ამ ძალას მადლი ეწოდება, უარყოფილი კურთხევა - უარყოფილი მადლია. ეს შინაგანი დაპირისპირებაა ღმერთთან, ეს საიდუმლო წინააღმდეგობაა ადამიანური ნებისა ღვთაებრივი ნებისადმი და ამიტომ უარყოფილი ან დავიწყების გამო შეუსრულებელი კურთხევა შეფერხება, ერთგვარი შებრკოლების ქვა ხდება ადამიანის გზაზე. შესრულებულ კურთხევას სასჯელი მოსდევს; ის შესაძლოა დაუყოვნებელი იყოს ან მრავალი წლის შემდეგ მოვიდეს, მაგრამ ადრე თუ გვიან ადამიანს მაინც ეწევა. ის შეიძლება სხვადასხვა ფორმით გამჟღავნდეს: უბედურებებში, ავადმყოფობაში, მოულოდნელ ზნეობრივ დაცემებში, თანამდევ ზნეობრივ დაცემებში, თანამდევ წარუმატებლობებში. მაგრამ სასჯელებიდან ყველაზე საშინელი - სულიერი ცხოვრების მიმართ გაციება და შინაგანი სიკვდილის მდგომარეობაა.

 

არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)

 

 

   როდესაც კეთილზნეობრიობით ვახარებთ ღმერთს ჩვენი ცხოვრებით, იგი გვაძლევს უშურველ კურთხევას თავის კეთილზნეობრივ შვილებს იმ საათზე, როცა მათ სჭირდებათ. შემდეგ მთელი ცხოვრება გადის საღვთო განგების დიდებაში.

 

მამა პაისი მთაწმინდელი

 

 

 

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება