მთავარი > წმ. მამათა საგანძურიდან, თავისუფლება, მთავარი გვედის ფოტო > თავისუფლება
თავისუფლება14-01-2019, 00:03 |
ამბობენ: „რატომაა, რომ ჩვენს არსებაში იმთავითვე უცოდველობა არ ჩაიდო? იმიტომ რომ, რომც მოგვენდომებინა, ცოდვის ქმნა არ შეგვძლებოდა?" - სწორედ იმიტომ, რომ შენ მაშინ კი არ ხედავ მსახურის გამოსწორებას როცა შებოჭილი გყავს იგი, არამედ მაშინ, როცა ხედავ, რომ ნებაყოფლობით ასრულებს თავის მოვალეობებს.
წმიდა ბასილი დიდი
არავინ გაწყენინებს, როდესაც საკუთარ თავს არ აწყენინებ.
წმიდა ტიხონ ზადონელი
ასეთია ქრისტიანობა: იგი მონობაშიც მოგვიპოვებს თავისუფლებას!
წმიდა იოანე ოქროპირი
თავისუფლებას მოკლებულ ბუნებას არ ძალუძს, იკითხვიდეს და გამოიძიებდეს; შეკითხვა, გამოძიება-თავისუფალ ბუნებიდან მომდინარეობს. მხოლოდ თავისუფალ ბუნებას ძალუძს იკითხვიდეს და გამოიძიებდეს.
წმიდა ეფრემ ასური
თავისუფლების არსი ყველა ადამიანში ერთია.
წმიდა ეფრემ ასური
თავისუფლების კანონი იკითხება ჭეშმარიტი შემეცნების გზით, შემეცნება მცნებათა აღსრულებით და სრულდება ქრისტეს გულმოწყალებით.
წმინდა მარკოზ განშორებული
თავისუფლების კანონი ყოველგვარ ჭეშმარიტებას გვასწავლის და მრავალი საკუთარი შემეცნების მიხედვით კითხულობს მას, მაგრამ ცოტას თუ შეუცნია ის მცნებათა აღსრულების შესაბამისად.
წმინდა მარკოზ განშორებული
ის ადამიანი თავისუფალი არ არის, რომლის გონებაც გართულია დღენიადაგ ყოველდღიურ სახმარზე ფიქრში. რამეთუ მათზე ზრუნვა, განურჩელად იმისა, პირადია თუ სხვისი ეს საზრუნავი, ადამიანს ზრუდავს და იმონებს.
წმიდა კიპრიანე კართაგენელი
კეთილი, თუნდაც ემსახურებოდეს, თავისუფალია, ბოროტი კი, თუნდაც მეფობდეს, მონაა, და ამასთან იმის მსგავსია, ვისაც ერთი ბატონი კი არ ჰყავს, არამედ იმდენი ღმერთი, რამდენიც - ნაკლოვანება.
ნეტარი ავგუსტინე
კეთილი, თუნდ მსახური ანუ მონა იყოს, მაინც ყოველთვის თავისუფალია; ბოროტი კი, თუნდ ხელმწიფებდეს, მაინც მონა და ტყვეა, რომელსაც მხოლოდ სწორედ იმდენი, რამდენი მანკიერებაც შეუძენია.
ნეტარი ავგუსტინე
სადაც არის სული უფლისა, იქაა თავისუფლება.
წმიდა სილუანი
უმჯობეს არს მოიპოვო კეთილი თავისუფლება, ვინემ ყოველივე სიმდიდრე, იმიტომ, რომ მთელ ქვეყანაზე არა რაი არს უმაღლესი და უწარჩინებულესი კეთილი თავისუფლებისა.
წმიდა ეფრემ ასური
უფალს არ სურს ცოდვილთა სიკვდილი და მონანიებულთ ჩუქნის მადლს სულიწმიდისას. იგი აძლევს სულს მშვიდობას და თავისუფლებას გონებით და გულით იყოს ღმერთში. როცა სულიწმიდა მოგვიტევებს ჩვენს ცოდვებს, მაშინ ღებულობს სული თავისუფლებას ილოცოს სუფთა გონებით; მაშინ იგი თავისუფლად უჭვრეტს ღმერთს და მასში იმყოფება მშვიდად. აი ჭეშმარიტი თავისუფლება. ღმერთის გარეშე არ არსებობს თავისუფლება იმიტომ, რომ მტრები არყევენ სულს ცუდი ზრახვებით.
წმიდა სილუანი
„ქრისტე მოკუდა ცოდვათა ჩუენთათვის, ვითარცა წერილ არს" (1 კორ. 15. 3) და თავისუფლებას ჩუქნის მათ, ვინც ერთგულად ემსახურება, რამეთუ ამბობს: „კეთილ, მონაო, სახიერო და სარწმუნოო, მცირედსა ზედა სარწმუნო იქმენ, მრავალსა ზედა დაგადგინო შენ, შევედ სიხარულსა უფლისა შენისასა" (მათე. 25. 23).
წმიდა მარკოზ განშორებული
ღმერთი კეთილ საქმეს შიშით და იძულებით კი არ გვაკეთებინებს, არამედ შეგონებით, დარიგებით, სწავლითა და სიყვარულით. მას სურს, რომ ყოველ კეთილ საქმეს ჩვენი კეთილმნებელობით ვიქმოდეთ. მეორე მხრივ, ღმერთს სძაგს ყოველი ცუდი საქმე, სიცრუე, უსამართლობა და ცოდვა, მაგრამ მას არ შეუძლია, რომ უსჯულო კაცს ცუდი საქმის აღსასრულებლად ყოველი საშუალება მოუსპოს; რაკი ღმერთმა ერთხელ შექმნა კაცი და მას თავისუფლება და გონება მიანიჭა, აღარ ნებავს, რომ მას მისი ნებით და ჭკუით მოქმედება დაუშალოს.
წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსი
ღმერთი ჩვენ მხოლოდ გვაცნობს თავის ნებას, რა უყვარს და რა სძულს, რა არის ჩვენთვის სასარგებლო და რა მავნებელი, რით შეგვიძლია ჩვენ, რომ მას სათნო ვეყოთ, ან განვარისხოთ. განსანათლებლად საღმრთო სჯული მოგვცა და ვინც მის ნებას დაემორჩილება და სულის ცხონებას მოინდომებს, მას თავისი მადლით შემწეობასაც არ აკლებს, - დანარჩენი კი ჩვენი კეთილი ნებითა და სურვილით ჩვენვე უნდა აღვასრულოთ (II , 303-304).
წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსი
ჭეშმარიტად თავისუფალია ის, ვინც ქრისტესთვის ცხოვრობს: იგი ყველა უბედურებაზე მაღლა დგას. თუ იგი თავად არ მოისურვებს შეამთხვიოს საკუთარ თავს ბოროტება, მაშინ სხვა ამას ვერასდროს შეძლებს.
წმიდა იოანე ოქროპირი
ჭეშმარიტი მონობა, არის მხოლოდ ერთი - მონობა ცოდვისა და ჭეშმარიტი თავისუფლება არის მხოლოდ ერთი - აღდგომა ღმერთში. სანამ ადამიანი არ მიაღწევს ქრისტეში თავის აღდგომას, მანამ მასში ყველაფერი დამახინჯებულია, სიკვდილის შიშით, მასასადამე ცოდვების მონობითაც, ხოლო აღდგომის მადლის ჯერ კიდევ შეუმეცნებელიდან დამახინჯებას გაურბიან მხოლოდ ისინი, რომელთა შესახებ ნათქვამია: „ნეტარ არიან რომელნი არა ჰხედავენ, მაგრამ ჰრწმენეს".
წმიდა სილუანი
Xareba.net - ის რედაქცია უკან დაბრუნება |