მთავარი > წმ. მამათა საგანძურიდან, მთავარი გვედის ფოტო > ზრახვები

ზრახვები


3-03-2019, 22:27

ზრახვები

 

   განა შეუძლია ზღვაში კუნძულს შეაჩეროს ტალღები, რომლებიც მას ურტყამენ? ამის მიუხედავად, კუნძული ტალღებს ეწინააღმდეგება. ასევე ჩვენ არ შეგვიძლია ზრახვების შეჩერება, მაგრამ მათთვის წინააღმდეგობის გაწევა მაინც ძალგვიძს.

 

წმიდა ეფრემ ასური

 

 

   გახსოვდეს ორი ზრახვა და გეშინოდეს მისი. ერთი ამბობს: შენ წმინდანი ხარ, მეორე - შენ ვერ გადარჩები; ორივე ეს ზრახვა მტრისგანაა და არ არის ჭეშმარიტი. შენ იფიქრე: მე დიდი ცოდვილი ვარ, მაგრამ უფალი მოწყალეა, მას ძლიერ უყვარს ადამიანები და მომიტევებს მე ცოდვებს. ერწმუნე ამას და იქნება ასე; უფალი გაპატიებს.

 

წმიდა სილუანი

 

 

   გულის ზრახვები კაცს ეკუთვნის, ენის პასუხი კი უფლისაგან მოდის.

 

იგავნი სოლომონისა, თ. 14-15

 

 

   ვერც ბოროტ ზრახვებს დაამარცხებს მათი გამომწვევი მიზეზების გარეშე და ვერც მიზეზებს - ზრახვების გარეშე ის, ვინც მათთან ბრძოლას ეწევა. ვინაიდან თუ ერთს უარვყოფთ, მცირე ხნის შემდეგ მეორის საშუალებით ორივეს მიერ ვიქნებით დაპყრობილნი.

 

წმინდა მარკოზ განშორებული

 

 

   ზრახვების უთანასწორობა ჩვენში განსაკუთრებულ ცვლილებებს იწვევს, რამეთუ ღმერთმა თანაზომიერად გაყო უნებური ნებაყოფლობითისგან.

 

წმინდა მარკოზ განშორებული

 

 

   ზრახვის გაჩენა კი არ არის ცოდვა, არამედ - გონების მეგობრული საუბარი მასთან.

 

წმიდა მარკოზ მოსაგრე

 

 

   როგორც გამოუცდელი ხბო მიიჩქარის ბალახისაკენ და უფსკრულით გარშემორტყმულ ადგილას აღმოჩნდება, ასევე ემართება სულს, რომელიც ნელ-ნელა იხიბლება ზრახვებით.

 

წმიდა მარკოზ მოსაგრე

 

 

   როგორც თითოეულ ხილულ საგანს ღმერთმა საკუთარი ბუნება განუჩინა, ასევე - ადამიანს ზრახვანიც, გვსურს თუ არა ეს ჩვენ.

 

წმინდა მარკოზ განშორებული

 

 

   უფრო უსაფრთხოა, თუ სახლში მტერს არ შეუშვებ, ვიდრე - შემოუშვა და შეებრძოლო მას.

 

წმიდა ტიხონ ზადონელი

 

 

   ქარის მოძრაობის გარეშე ღრუბლები არ წარმოიქმნება; ასევე არ გაჩნდება ცოდვა ზრახვების გარეშე.

 

წმიდა მარკოზ მოსაგრე

 

 

   ჩვენ თითქმის ყოველთვის მონები ვართ საკუთარი ზრახვებისა, რომლებიც გვეჭრება გონებაში და გვინაგვიანებს მას უსარგებლო, ფუჭი, მავნე წარმოდგენებითა და მოგონებებით. აზროვნების სწორ და მშვიდ სვლაში იჭრება ხელისშემშლელი აზრები, მოგონებები და წარმოდგენები.

 

არქიმანდრიტი იოანე კრესტიანკინი

 

 

   სულიერი სიმართლე ნიშნავს წმიდა ზრახვებს, რომელიც განანათლებს გონებას და განწმენდს გულს, რომელშიც გამუდმებით იმყოფებიან ქრისტე და ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი, დიდი ყურადღება, თვითდაკვირვება და ლოცვა ძალიან ეხმარება სულიერი სიმრთელის მოპოვებაში. ლოცვა აუცილებელია სულის განსაწმენდად, ხოლო კეთილგონიერება - კეთილი სულიერი მდგომარეობის შესანარჩუნებლად. რა თქმა უნდა, ეს ცხოვრება დასასვენებელი სახლი არ არის: მასში არის სიხარული, მაგრამ არის მწუხარებაც, აღდგომას ჯვარცმა უძღვის წინ, განსაცდელის დარტყმები აუცილებელია ჩვენი სულის ცხონებისათვის, ისე არ განიწმინდება.

 

მამა პაისი მთაწმინდელი

 

 

 

   Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება