მთავარი > წმ. მამათა საგანძურიდან, მთავარი გვედის ფოტო > ზეცა

ზეცა


3-06-2019, 00:02

ზეცა

 

   აწინდელ, ქვეყნიურ დიდებასა და მომავალ, ზეციურ დიდებას შორის ისეთივე განსხვავებაა, როგორიც სიზმარსა და ცხადს შორის.

 

წმიდა იოანე ოქროპირი

 

 

   გამარჯვების ღვაწლის გარეშე არ არსებობს გვირგვინი, ზეიმი კი - გამარჯვების გარეშე.

 

წმიდა ტიხონ ზადონელი

 

 

   დეკარტეს ოცნება სულთა დროისა და სივრცისაგან დამოუკიდებლობის შესახებ - სრული უაზრობაა. ყველაფერი შემოსაზღვრული, აუცილებლობით სივრცეზეა დამოკიდებული.

 

მეუფე ეგნატე

 

 

   ზეცა - არის ადგილი და იგი უცილობლად დედამიწის ყველა წერტილზე უფრო მაღლაა, ხოლო ჯოჯოხეთი უდავოდ ქვემოთაა, დედამიწის შიგნით, მაგრამ ადამიანებს არ შეუძლიათ ამ ადგილებისა და მათ მკვიდრთა ხილვა, ვიდრე მათ სულიერი თვალი არ აეხილებათ, როგორც ეს ადრე უკვე ვნახეთ, როდესაც საჰაერო სამფლობელოზე ვსაუბრობდით. ამას გარდა, ეს ადგილები ჩვენი სივრცობრივ-დროითი „კოორდინატის" გარეთ იმყოფებიან; ავიალაინერი „უხილავად" ვერ გადაიფრენს სასუფეველს, ხოლო დედამიწის თანამგზავრი - მესამე ცას, და გაბურღვით შეუძლებელია საშინელი სამსჯავროს მომლოდინე სულებთან შეღწევა. ისინი იქ არ არიან, არამედ სხვა სახის სივრცეში, რომელიც უშუალოდ აქ იწყება, მაგრამ სხვა მიმართულებით ვრცელდება.

 

მღვდელმონაზონი სერაფიმე როუზი

 

 

   ზეცას ადვილად ვერ მოვიპოვებთ, თუ ზეცის ღირსეულად არ ვიცხოვრებთ.

 

წმიდა დიმიტრი როსტოველი

 

 

   ზეცაში ადის არა ის, ვინც ბევრი წაიკითხა და დაიზეპირა, არამედ ის, ვინც წმიდა, უბიწო ცხოვრებით ცხოვრობს წერა-კითხვაც რომ არ იცოდეს.

 

ღირსი მამა თეოდორე სტუდიელი

 

 

   ზეცის გამოცდილება სხვადასხვაგვარია. ზოგჯერ სული იქ გარდაცვალებამდე მიჰყავთ, რათა უჩვენონ მისთვის განკუთვნილი ადგილი ან ის, რისი შეცნობაც სურს.

 

მღვდელმონაზონი სერაფიმე როუზი

 

 

   ზეცის ჭეშმარიტად ქრისტიანული გამოცდილებები მუდამ აღბეჭდილია იმქვეყნიური გამოცდილების ერთი და იგივე ბეჭდით. ვინც ზეცა იხილა, ისინი არა მარტო სხვა ადგილას მოგზაურობდნენ, არამედ თავადაც სრულიად სხვა სულიერ მდგომარეობაში გადადიოდნენ. ჩვენ, ვისაც ეს პირადად არ განგვიცდია, იმ გარეგნულ აღწერილობებს უნდა დავჯერდეთ, რომელნიც ერთობლივად შესაძლებელს ხდიან, რომ ეს გამოცდილებები გავარჩიოთ ყველა სხვა დანარჩენი იმ საჰაერო სამფლობელოს გამოცდილებებისაგან.

 

მღვდელმონაზონი სერაფიმე როუზი

 

 

   მიწიერი მადლიც კი არ მოიპოვება შრომის გარეშე; მაშ, რატომ გავურბივართ ზეციურ მადლს შრომის მიზეზით?

 

წმიდა ნილოს სინელი

 

 

   რა ზომითაც მზის სხივია აღმატებული კანდელისაზე, იმ ზომითვე და გაცილებით უფრო მეტადაც, მომავალი ცხოვრებაა აწინდელზე უმჯობესი.

 

წმიდა იოანე ოქროპირი

 

 

   რომ იცოდე, თუ როგორი სიტკბო ელის მართლის სულს ზეცაში, მაშინ გადაწყვეტდი, რომ დროებით ცხოვრებაში მწუხარებანი, დევნა და ცილისწამება მადლობით მოგეთმინა. თვით ეს ჩვენი სენაკი მატლებით სავსე რომ ყოფილიყო და ამ მატლებს მთელი ჩვენი დროებითი ცხოვრების მანძილზე ჩვენი სხეული ეჭამათ, მაინც მთელი სურვილით უნდა დავთანხმებოდით ამას, რათა არ დაგვეკარგა ის ზეციური სიხარული, რომელიც ღმერთმა მის მოყვარულებს განუმზადა.

 

წმიდა სერაფიმე საროველი

 

 

   უბედურზე უბედურია ის, ვინც მომავალ საუკუნო ნეტარებას ცათა შინა მსხვერპლად გაიღებს აწინდელი წუთიერი ქვეყნიური ცხოვრებისათვის.

 

წმიდა იოანე ოქროპირი

 

 

   ყველა ის სიკეთე, რომლებითაც ადამიანი ამქვეყნად დასტკბება, მხოლოდ მცირე წვეთებია ულევი წყაროს სიხარულთან შედარებით, რითაც ნეტარნი განიხარებენ და დასტკბებიან ცათა შინა.

 

 

წმიდა იოანე ოქროპირი

 

 

   ჩვენ შეგვიძლია დავინახოთ ზეცის ჭეშმარიტი ქრისტიანული გამოცდილების სამი თავისებურება - ეს არის ზეაღსვლა სულისა, ანგელოზების მიერ სულის თანხლება, ზეცის მკვიდრ სულთა მიგებება, რომელთაც უერთდება კიდეც.

 

მღვდელმონაზონი სერაფიმე როუზი

 

 

   ხშირად იფიქრე ზეციურ სიკეთეთა შესახებ და შენში მიწისადმი და მიწიერი ტკბობისადმი აღარანაირი სიყვარული აღარ შემოვა.

 

წმიდა ნილოს სინელი

 

 

 

   Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება