მთავარი > წმ. მამათა საგანძურიდან, მთავარი გვედის ფოტო > ვნებები

ვნებები


10-01-2019, 00:01

ვნებები

 

   ადამიანი, რომელიც ვნებებს ემონება, ეშმაკს საკუთარ თავზე ძალაუფლებას ანიჭებს. მთელი შენი ვნებები სახეში მიახალე ეშმაკს. ეს უნდა ღმერთსაც, ეს თვით შენს პირად ინტერესებშია. ანუ მრისხანება, სიჯიუტე და მისი მსგავსი ვნებები მტრის წინააღმდეგ მიმართე, ანუ სხვაგვარად რომ ვთქვათ, შენი ვნებები მას მიჰყიდე, აღებული თანხით კი რიყის ქვა იყიდე და დაუშინე ეშმაკს, რომ შენთან მოახლოებაც ვერ გაბედოს. ჩვეულებრივ ჩვენ, ადამიანები, უყურადღებობით ან ამპარტავნული აზრებით თვითონვე ვაძლევთ მტერს იმის ნებას, რომ ბოროტება შეგვამთხვიოს.

 

მამა პაისი მთაწმინდელი

 

 

   ადამიანს ვნებებისაგან სრულად განთავისუფლება არ ძალუძს. შეიძლება, ისინი ნებისყოფას დაუმორჩილო, მაგრამ შეუძლებელია, რომ საერთოდ არ გქონდეს.

 

წმიდა იოანე ოქროპირი

 

 

   არ წარმოიქმნება ღრუბელი ქარის გარეშე, არც ვნება იბადება აზრის გარეშე.

 

წმინდა მარკოზ განშორებული

 

 

   ასობით ქრისტიანი მონა რომ გამოისყიდო უსჯულოთა მონობისაგან და თავისუფლება მიანიჭო, ვერ ცხონდები, თუკი შენ თვითონ ვნებათა მონობაში იმყოფები.

 

წმიდა ნიკოდიმოს მთაწმინდელი

 

 

   ვინც დასაწყისიდანვე ეწინააღმდეგება ვნებებს, იგი მალე გაიმარჯვებს მათზე.

 

წმიდა ისააკ ასური

 

 

   ვისაც ვნებები სძულს, იგი მათ მიზეზებს განაგდებს; ხოლო ვინც მათ წარმომშობ მიზეზებთან მყოფობს, იგი უნებურად დაძლეულია ვნებებისაგან.

 

წმიდა მარკოზ მოსაგრე

 

 

   ვისაც ვნებები სძულს, მათ მიზეზებსაც იკვეთს; ხოლო ვინც მათ წარმომქმნელ მიზეზებში იმყოფება, ის სურვილის საწინააღმდეგოდ ვნებების მიერ იქნება ძლეული.

 

წმინდა მარკოზ განშორებული

 

 

   ვისთვისაც უცნობია მტრის სამალავი, ადვილად იღუპება; ვინც არ იცის ვნებების მიზეზი, ადვილად ეცემა.

 

წმინდა მარკოზ განშორებული

 

 

   ვნება ადამიანისგან დროისა და სიკვდილის დავიწყებას მოითხოვს. ის წამის შეჩერებას ცდილობს, მაგრამ ეს შეუძლებელია. ამიტომ ვნება ყოველთვის ცრუობს, ყოველთვის ატყუებს ადამიანს. ის ძაღლს ჰგავს, რომელსაც ხორცის ნაჭერი მიუგდეს და მაშინვე გამოსტაცეს პირიდან.

 

არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)

 

 

   ვნება ბრმაა; როცა ის სულის სფეროში იჭრება, მაშინ ადამიანი წყვდიადში დაძრწის. ამ ლაბირინთიდან გამოსასვლელი არ არის. ვნებები ცრუობენ. ისინი სიმახინჯეს სილამაზედ წარმოაჩენენ. ჩვენ ვამბობდით, რომ ყველაზე საძაგელი სურათი, რაც კი შეიძლება კაცმა წარმოიდგინოს, საფლავში გახრწნილი გვამია; მატლებისაგან შეჭმული გვამი - ეს სახეა ჯოჯოხეთისა და ამავე დროს სამშვინველისაც, რომელსაც ვნებები ხრავენ.

 

არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)

 

 

   ვნება, რომელიც საკუთარი ნებით მოიყვანეს მოქმედებაში და გამოკვებეს, შემდგომში უკვე სურვილის საწინააღმდეგოდ ძლიერ აუმხედრდება მის მიერ დამორჩილებულ ადამიანს.

 

წმინდა მარკოზ განშორებული

 

 

   ვნება ძაღლს ჰგავს. ძაღლი მოგვდევს და მოგვერეკება, ხოლო როდესაც ვდგევართ და ვაგდებთ, იგი გაგვირბის; ასევე ცოდვაც მისდევს მას, ვინც დაემონება და ემორჩილება, და უთმობს იმას, ვინც ეწინააღმდეგება.

 

წმიდა ტიხონ ზადონელი

 

 

   თუ ავისმდომს შეიწყნარებ, მტერი გეყოლება; და თუ ვნებას შეიწყნარებ, იგი შენს წინააღმდეგ ამხედრდება.

 

წმიდა ნილოს სინელი

 

 

   ის კი არ არის საშიში, რომ ვნებები გვებრძვიან და ჩვენც ვებრძვით მათ; უბედურება ისაა, თუ სიზარმაცით ან დაუდევრობით დავემხობით მოწინააღმდეგის წინაშე.

 

წმიდა ეფრემ ასური

 

 

   ყველა ვნებას სიმდაბლე ამარცხებს, რომელიც შრომით მოიპოვება. ძმაო! ღმერთმა მოგცეს ძალა, განკითხვასთან (განსჯასთან) და ღმრთის შიშთან შეერთებული.

 

წმიდა ბარსანუფი დიდი

 

 

   Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება