მთავარი > წმ. მამათა საგანძურიდან, მთავარი გვედის ფოტო > ეშმაკი

ეშმაკი


12-06-2019, 00:02

 

   ადამიანები ნანობენ, ხოლო ყოფილი ანგელოზები ისე ღრმად დაეცნენ, რომ ეშმაკებად იქცნენ და სინანულის ნაცვლად კიდევ უფრო ცბიერნი გახდნენ, კიდევ უფრო ბოროტნი, გამძვინვარებულნი ისინი ღვთის ქმნილების განადგურებას ცდილობენ.

 

მამა პაისი მთაწმინდელი

 

 

   გამუდმებით რაიმე სიკეთე აკეთე, რათა ეშმაკმა ყოველთვის დაკავებული გნახოს.

 

ნეტარი იერონიმე

 

 

   გმობის აზრებით ეშმაკი ტანჯავს მგრძნობიარე ადამიანებს, რათა ისინი მწუხარებასა და სასოწარკვეთილებაში ჩააგდოს.

 

ბერი პაისი

 

 

   გონება და გული ზეცისა და მარადიულობისაკენ მიმართე და ეშმაკი ვერ შეგიპყრობს; რაც უფრო მაღლა დაფრინავს ჩიტი, მით უფრო უსაფრთხოდაა; ხოლო როდესაც დაბლა, მიწაზე ეშვება, ადვილად დაიჭერენ ან მოკლავენ.

 

წმიდა ტიხონ ზადონელი

 

 

   ეშმაკები ცნობენ ადამიანებს და ეშინიათ იმათი, რომელთა გონება შებოჭილია არა ამქვეყნიური საქმეებით და თუმცა დედამიწაზე დადიან, სული და გონება მათი ზეცაშია.

 

ღირსი ზოსიმე პალესტინელი

 

 

   ეშმაკებს, როგორც ამბობენ, არაფერი ისე არ ახარებთ, როგორც ცოდვის ბოროტი სიმყრალე და არც ერთი სხვა ვნება ისე არ უყვართ - როგორც სხეულის შემბილწველნი.

 

ღირსი ოიანე სინელი

 

 

   ეშმაკთან ბრძოლა ღმერთთან შერიგებას ნიშნავს.

 

წმიდა იოანე ოქროპირი

 

 

   ეშმაკი ამცირებს (ჩვენს თვალში) პატარა ცოდვებს, რამეთუ სხვაგვარად მას არ შეუძლია, უფრო დიდ ბოროტებამდე მიგვიყვანოს.

 

წმიდა მარკოზ განშორებული

 

 

   ეშმაკი თავის მახეს შეიძლება თვრამეტი წელიწადი აგებდეს, რათა ვინმე გახლართოს მასში. მტერს არსად ეჩქარება...

 

არქიმანდრიტი ეპიფანე თეოდოროპულოსი

 

 

   ეშმაკი იმიტომაც შთააგონებს ზოგიერთს იმის ფიქრს, თითქოს გეენია არ არსებობს, რომ მასში ჩააგდოს.

 

წმიდა იოანე ოქროპირი

 

 

   ეშმაკის შეხებით ხოცრიელი ვნებები აღიძვრება და ავადმყოფობა წარმოიშობა, რომელზეც ჩვეულებრივი ადამიანური მკურნალობა არ მოქმედებს.

 

წმიდა ეგნატე ბრიანჩანინოვი

 

 

   ვერავის ისე მოხერხებულად ვერ აცდუნებს ეშმაკი, როგორც - უქმადმყოფსა და ზარმაცს.

 

წმიდა ტიხონ ზადონელი

 

 

   ვინც ამბობს, რომ ეშმაკის ყველა მანქანებას ხედავს, საკუთარ თავს არ იცნობს და თავი სრულყოფილი ჰგონია.

 

წმინდა მარკოზ განშორებული

 

 

   თუკი ვინმე ქრისტიანთაგან მოწყალებას არ გასცემს, იგი საუფლო საქორწინო პალატთა მიღმა დარჩება და დაიღუპება. ამიტომ ხელნიცა შენნი ოდენ ზეცისაკენ კი არა, ღარიბ-გლახაკთა შესაწევნელადაც განიპყარ!

 

წმიდა იოანე ოქროპირი

 

 

   იარეთ თქვენი გზით. ეშმაკი წამოგეწევა თავისი აზრებით და ხელს წაგავლებს, რომ გზას აგაცდინოს, მაგრამ არ მიაქციო ყურადღება, რა გაუბა საუბარი და არ შეედავო. ეშმაკი სახტად დარჩება და თავს მიგანებებს.

 

ბერი პორფირე

 

 

   კაცი უნდა ებრძოდეს მის მარადიულ მტერს, რომელიც საცდურნიც მას ხშირად მოღვაწებასა და ქრისტიანულ სარწმუნოებას ავიწყებენ. ასე ძნელია და მძიმე ცხონება სულისა.

 

წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსი

 

 

   მორწმუნეთა ლოცვა უდიდესი წამება და შიშია ბოროტი სულებისათვის.

 

წმიდა ნილოს სინელი

 

 

   როგორც ძლიერი ქარი მტვერს გაფანტავს, ასევე ჩვენი მტერი - ეშმაკი - განიდევნება ღმერთთან საუბრით, ლოცვითა და ცრემლებით.

 

წმიდა ეფრემ ასური

 

 

   როგორც ვერავინ გაბედავს მიახლოებას მიწიერ მეფესთან მოსაუბრესთან და მათი საუბრის შეწყვეტას, ასევე დემონები ვერ ბედავენ მიუახლოვდნენ მას, ვინც ღმერთს ესაუბრება.

 

წმიდა სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი

 

 

   საჭიროა, გვქონდეს უდიდესი სიფხიზლე, რადგან ჩვენს მტერს (ეშმაკს) არ სძინავს; იგი დიდი ხნის წინ გამოიდევნა სასუფევლიდან, ახლა კი არ სურს ვინმეს ზეცად აღსვლის დაშვება.

 

წმიდა იოანე მმარხველი

 

 

   უკეთუ აზრს, როცა იგი კავშირს შეკრავს ძველ ხორციელ კაცთან, სულისთვის მოაქვს ორმაგი ზიანი. ზუსტად ასევე ეშმაკს, როცა იგი კავშირს შეკრავს კაცთან, ქვეყნიერებისათვის მოაქვს ორმაგი ზიანი.

 

ბერი პაისი

 

 

   უხილავ ბოროტ სულებს - ეშმაკებს, შეუძლიათ შთაგონების ძალით, ნებისმიერი ფორმის და ფერის სახით ეჩვენონ და ეკონტაქტონ ადამიანებს.

 

მამა გაბრიელი

 

 

   ღვთის მცნებების მისაღებად უბრალოება გქონდეს, ეშმაკის მახის თავიდან ასაცილებლად კი - სიფრთხილე.

 

წმიდა ეფრემ ასური

 

 

   ჩვენს დაცემამდე ეშმაკები ღმერთს კაცთმოყვარედ წარმოგვიდგნენ. დაცემის შემდეგ კი - სასტიკად.

 

ღირსი იოანე სინელი

 

 

   წმიდა მამები ეშმაკს ფერმწერს უწოდებენ, რომელიც ადამიანის გონებაში მაცდუნებელ სურათებს ხატავს.

 

არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)

 

 

   ის, ვინც სულიერად იღვწის, თავს ესხმის თავის მტერს - ეშმაკს და ამიტომაც თავადაც განიცდის შემოტევებს მისი მხრიდან. ადამიანი, რომელიც ამარცხებს უსხეულო მტერს, ქრისტეს გვირგვინით შეიმკობა.

 

ბერი პაისი

 

 

   ნაბრძანები გვაქვს, მტრად ვიყოთ მხოლოდ ეშმაკთან; მას ნურასოდეს შეურიგდები.

 

წმიდა იოანე ოქროპირი

 

 

 

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება