მთავარი > წმ. მამათა საგანძურიდან, მთავარი გვედის ფოტო > დაცემა
დაცემა4-01-2019, 00:02 |
ადამის დაცემის შემდეგ, როცა ადამიანისთვის სამოთხე დაიკეტა და მცველად დადგენილ იქნა ქერუბიმი ცეცხლოვანი მახვილით (დაბ. 3, 24), დაცემულ ანგელოზთა მეთაური - სატანა თავისი მორჩილი ურდოებით „დედამიწიდან სამოთხისკენ მიმავალ გზაზე დადგა; და მას მერე, ჩვენი ხსნისთვის ქრისტეს წამებამდე და მაცხოვნებელ სიკვდილამდე, ბოროტს ამ გზაზე სხეულს გაშორებული არცერთი ადამიანის სული არ გაუტარებია. ზეცის კარი სამუდამოდ ჩაიკეტა ადამიანისთვის. მართალნიცა და ცოდვილნიც ჯოჯოხეთში ჩადიოდნენ. მარადისობის კარი და უვალი გზაც მხოლოდ ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს წინაშე გაიხსნა".
ეპისკოპოსი ეგნატე
დაცემები - საშუალებაა თავის დასამდაბლებლად.
არქიმანდრიტი ეპიფანე თეოდოროპულოსი
მთელი უბედურება იმაში კი არ მდგომარეობს, რომ შენ დაეცი, არამედ იმაში, რომ დაცემის შემდგომ არ დგები; იმაში კი არა, რომ შესცოდე, არამედ იმაში, რომ ცოდვას არ განეშორები.
წმიდა იოანე ოქროპირი
პირით შემავალი კი არ შებილწავს კაცს, არამედ პირიდან გამომავალია ის, რაც შებილწავს კაცს. მაშინ მიუახლოვდნენ მისი მოწაფეები და უთხრეს: თუ იცი, რომ ფარისევლები ამ სიტყვის მოსმენით შეცდნენ?
სახარება მათესი, თ. 15-16
როდესაც დაეცემი, ნუ მოუსმენ მათ, ვინც ამბობს: მთავარია, დიდად არ შესცოდო, ეს კი არაფერია. ხშირად მცირე ძღვენი მსაჯულის დიდ გულისწყრომას დააცხრობს.
ღირსი იოანე სინელი
წმიდა სულებმა ადამიანებთან, როგორც უღირსებთან, ურთიერთობაზე უარი თქვეს; ხოლო დაცემულმა სულებმა თავის დაცემაში მიგვიტაცეს, შეგვერწყნენ და, უკეთ რომ ვყავდეთ ტყვეობაში, ცდილობენ, თვითონაც და მათი ბორკილებიც ჩვენთვის შეუმჩნეველი დარჩეს. და თუ მაინც ამჟღავნებენ თავს, ისიც იმისთვის, რომ ჩვენზე ბატონობა განიმტკიცონ. ცოდვის ტყვეობაში მყოფმა ყველა ჩვენგანმა უნდა იცოდეს, რომ დაცემის შედეგად წმიდა ანგელოზებთან ურთიერთობა ჩვენთვის უჩვეულო გახდა და რომ ამავე მიზეზით შევითვისეთ დაცემულ ანგელოზებთან ურთიერთობა, რომელთა რიგსაც სულით მივეკუთვნებით; უნდა ვიცოდეთ, რომ ცოდვასა და დაცემაში მყოფ ადამიანებთან გრძნობადი სახით გამოცხადებულები დემონები არიან და არა - წმიდა ანგელოზები. წმიდა ისააკ ასური ამბობს: „ბიწიანი სული წმიდა სასუფეველში და წმიდანთა სულებთან ერთობაში ვერ შედის" (სიტყვა 74). წმიდა ანგელოზები მხოლოდ წმიდა ადამიანებს ეცხადებიან, რომლებსაც წმიდა ცხოვრებით აღადგინეს ღმერთთან და მათთან ურთიერთობა.
მღვდელმონაზონი სერაფიმე როუზი
Xareba.net - ის რედაქცია უკან დაბრუნება |