მთავარი > წმ. მამათა საგანძურიდან, მთავარი გვედის ფოტო > დღესასწაული
დღესასწაული7-01-2019, 16:08 |
დღესასწაული იმისათვის როდია, რომ უწესოდ მოვიქცეთ და ცოდვები გავიმრავლოთ, არამედ იმისათვის, რათა განვიწმინდოთ მათგან - რაც გვაქვს.
წმიდა იოანე ოქროპირი
დღესასწაული მადლიანი საქმის გამოვლენაა, სულის ღვთისმოსავი განწყობა და გამოსწორებული ცხოვრებაა. თუ ეს გაქვს, ყოველთვის შეგიძლია, იდღესასწაულო.
ვლადიმირის ეპისკოპოსი თეოფანე
თავისი უდიდესი სიყვარულითა და თავისი უდიდესი სიხარულით, რომლითაც ქრისტეს დღესასწაულებზე დიდ სულიერ სიმაღლეზე ავყავართ და სულს აღმოგვივსებს, იგი ცხოვრებას გვიბრუნებს ჩვენ. საკმარისია მხოლოდ ის, რომ თვით ჩვენ მივიღოთ მონაწილეობა ამ დღესასწაულებში და მათი სულიერი გემო გავიგოთ, რათა ისინი სულიერ დღესასწაულებად იქცნენ. მაშინ ჩვენ სულიერად ვზეიმობთ და სულიერად ვთვრებით წმიდათა მიერ მორთმეული სამოთხის ღვინით.
მამა პაისი მთაწმინდელი
იმისათვის, რომ გრძნობადად განვიცადოთ სადღესასწაულო მოვლენები, დღესასწაულებზე არ უნდა ვიმუშაოთ. მაგალითად, თუ ადამიანს სურს, რაღაც იგრძნოს და განიცადოს დიდ პარასკევს, ამ დღეს იგი ლოცვის გარდა სხვა არაფრით უნდა იყოს დაკავებული.
მამა პაისი მთაწმინდელი
იმისათვის, რომ დღესასწაული განვიცადოთ, გონება ამ წმიდა დღეებზე ფიქრით უნდა დავტვირთოთ, უნდა გავაანალიზოთ ამ წმიდა დღეებში აღსრულებული მოვლენები, იქნება ეს ქრისტეშობა, ღვთისგანცხადება, აღდგომა თუ რომელიმე სხვა ნებისმიერი დღესასწაული და ვიკითხოთ იესოს ლოცვა და ღვთის სადიდებლები. ამგვარად ჩვენ ყოველ დღესასწაულს დიდი ღვთისმოსაობით ვიზეიმებთ.
მამა პაისი მთაწმინდელი
საერო დღესასწაულებზე იხარჯება ის, რაც შრომის დღეებშია მოგროვებული. საეკლესიო დღესასწაულებზე შეიძლება და უნდა შეგროვდეს კიდეც ჭვრეტით და მოქმედი სიბრძნის სულიერი სიმდიდრე ისევე უხვად, ან უფრო მეტადაც, ვიდრე სადაგ დღეებში.
ვლადიმირის ეპისკოპოსი თეოფანე
ყოველთვის ვეუბნები ერისკაცებს, კვირას და დღესასწაულებზე მუშაობა შეწყვიტონ, რომ უბედურება არ დაატყდეთ თავს. საკუთარი სამუშაოს მოწესრიგება ყველას შეუძლია. ყველაფრის საფუძველი სულიერი გულისხმიერებაა. თუ ეს გულისხმიერება არსებობს, გამოსავალს ყველა სიტუაციიდან მონახავ. ხოლო თუ ამგვარი გამოსავალი მცირეოდენ დანაკარგთან იქნება დაკავშირებული, ლოცვა-კურთხევა, რომელსაც ეს ადამიანები მიიღებენ, გაორმაგდება. ზოგიერთს ეს არ ესმის და კვირაობით და დღესასწაულებზე საღმრთო ლიტურგიასაც კი არ ესწრებიან. საღმრთო ლიტურგია განსწმენდს ადამიანს. თუ ქრისტიანი კვირაობით ეკლესიაში არ დადის, როგორღა განიწმინდება მაშინ იგი?
მამა პაისი მთაწმინდელი
Xareba.net - ის რედაქცია უკან დაბრუნება |