მთავარი > წმ. მამათა საგანძურიდან, მთავარი გვედის ფოტო > გარდაცვალება

გარდაცვალება


1-01-2019, 00:01

გარდაცვალება

 

   ადამიანებს დიდი ხნის სიცოცხლე სურთ: შენ ქრისტიანი ხარ და ნეტარი სიკვდილი ისურვე.

 

წმიდა ტიხონ ზადონელი

 

 

   ადამიანი მუდმივად სცოდავს, ამიტომ სინანულის გრძნობა ქრისტიანისათვის მუდმივი განცდა უნდა იყოს; სიკვდილის ხსოვნის მტერი კი მრავალმზრუნველობა, მრავალმეტყველება და ხუმრობაა.

 

არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)

 

 

   ადამიანური ბუნებისათვის დამახასიათებელია სიკვდილის შიში. სიკვდილი ადამიანთა მოდგმაში დამკვიდრდა არა ბუნებრივად, ამიტომ ეშინია ადამიანურ ბუნებას სიკვდილის და განევლტის მას.

 

ვალაამის მონასტრის სქემ-იღუმენი იოანე

 

 

   არსებობს ერთი გარდაუვალი და უეჭველი შეხვედრა - შეხვედრა სიკვდილთან.

 

მიტროპოლიტი ფილარეტი

 

 

   ბრიყვებს სიკვდილის ეშინიათ, როგორც უდიდესი ბოროტებისა, ხოლო ბრძენნი ეძიებენ მას, როგორც შრომის შემდგომად განსვენებას და უბედურებათა დასასრულს.

 

წმიდა ამბროსი მედიოლანელი

 

 

   გააკეთე ის, რის ქმნასაც სიკვდილის წინ ისურვებდა.

 

მიტროპოლიტი ფილარეტი

 

 

   გამუდმებით გახსოვდეს საშინელი სიკვდილი, ისე, თითქოს იგი თვალთა წინაშე გიდგას და მას ნაკლებად მრისხანეს შეხვდები.

 

წმიდა გრიგოლ ღვთისმეტყველი

 

 

   გარდაცვლილთა სულები იმგვარ ადგილზე იმყოფებიან, სადაც ისინი ვერ ხედავენ, თუ რა ხდება ამ წუთისოფელში.

 

მღვდელმონაზონი სერაფიმე როუზი

 

 

   ვერც ერთი ჩვენგანი ვერ დაიიმედებს თავს, რომ მას არ მოევლინება მოულოდნელი სიკვდილი. ის ანაზდად რომ არ მოგვეწიოს და ძრწოლა არ მოგვგვაროს, მის შესახვედრად წინდაწინვე უნდა ვემზადოთ.

 

ეპისკოპოსი პეტრე

 

 

   ვიდრე ხილულად მოკვდებოდე, უხილავად მოაკვდინე ცოდვა.

 

წმიდა დიმიტრი როსტოველი

 

 

   ვინაიდან როგორც ერთი კაცის მიერ შემოვიდა ცოდვა ამ ქვეყნად, და ცოდვის მიერ - სიკვდილი, ისე სიკვდილიც გადავიდა ყველა კაცში მის მიერ, ვისთვისაც ყველამ სცოდა.

 

რომაელთა მიმართ, თ. 5-6

 

 

   იმაზე კი ნუ იფიქრებ, რომ გარდაცვლილი აღარასოდეს დაბრუნდება შენს სახლში, არამედ იმაზე, რომ შენც მალე შეუერთდები მას.

 

კონსტანტინოპოლის პატრიარქი ფოტი

 

 

   სიკვდილი ქურდსა და მტაცებელსა ჰგავს, სწორედ მაშინ მოგეპარება როცა არ ფიქრობ.

 

წმიდა დიმიტრი როსტოველი

 

 

   უეცარი სიკვდილი უბედურება არ არის იმ შემთხვევაში, როდესაც მას წინ კეთილი ცხოვრება უძღოდა.

 

ეპისკოპოსი პეტრე

 

 

   უეცარ სიკვდილს ღმერთი ორი მიზნით მოავლენს: ცოდვილის დასასჯელად და სხვათა განსასწავლად.

 

წმიდა მღვდელმთავარი ნიკოლოზ სერბი ველიმიროვიჩი

 

 

   სხეულის სიკვდილი ადამიანის სიცოცხლის დასასრული არ არის, არამედ მხოლოდ დასაწყისია ადამიანის პიროვნების ახალი მდგომარეობისა, რომელიც სხეულისაგან ცალკე აგრძელებს არსებობას.

 

მღვდელმონაზონი სერაფიმე როუზი

 

 

   სიკვდილი არ მოგვიცდის, სანამ ჩვენ მის შესახვედრად მოვემზადებით.

 

მიტროპოლიტი ფილარეტი

 

 

   სიკვდილი ბოროტება არ არის, მაგრამ ცუდი სიკვდილი ბოროტებაა.

 

წმიდა იოანე ოქროპირი

 

 

   სიკვდილის შიში იმ კაცს დაამწუხრებს, რომელსაც სინდისი ამხელს, ხოლო ვისაც კეთილი მოწმობა აქვს, მას ამდენადვე სურს სიკვდილი, რამდენადაც - სიცოცხლე.

 

წმიდა ისააკ ასური

 

 

   როგორც ტყვია განსხვავდება ვერცხლისგან, თუმცა გარეგნულად მიემსგავსება მას, გონიერთათვის ასევე აშკარაა განსხვავება ბუნებრივი და ბუნების საწინააღმდეგო სიკვდილის შიშის დროს.

 

ღირსი იოანე სინელი

 

 

   ნუ გაშინებს სიკვდილი იმიტომ, რომ ღმერთმა ყველაფერი ისე მოაწყო, რომ შენ მასზე მაღლა დადგე.

 

წმიდა ისააკ ასური

 

 

   ნუ დატკბები სოფლის სიტკბოებით, თორემ უბედური სიკვდილით მოკვდები.

 

წმიდა ანტონი დიდი

 

 

   მიცვალებულისთვის ცრემლი დაღვარე და იტირე ის, მაგრამ უნუგეშო ნუ იქნები, მათ მსგავსად, ვისთვისაც იმედი არ არსებობს.

 

1 თეს. 4, 13

 

 

   მოწამეები ღვთაებრივი განგებულებით მონაწილეობენ ცოცხლების საქმეებში, ხოლო თავად მიცვალებულებს არ ხელეწიფებათ ცოცხლების საქმეებში ჩართვა.

 

მღვდელმონაზონი სერაფიმე როუზი

 

 

   ჭეშმარიტად კეთილ გამოცდილებას ფლობს იგი, ვინც ყოველდღიურად ელის სიკვდილს, მაგრამ ჭეშმარიტად ნეტარია იგი, ვინც ყოველ წუთს ნატრობს მას.

 

ღირსი იოანე სინელი

 

 

   ყოვლითა საქმითა შენითა მოიხსენე აღსასრული შენი და უკუნისამდე არა სცოდო.

 

მამა ბარსანუფი ღაზელი

 

 

   შიშველი მოხვედი ქვეყანაზე, რა ბედნიერება იქნება, თუ მას ცოდვისაგან შიშველი დატოვებ.

 

წმიდა ბასილი დიდი

 

 

   შენ სტირიხარ, რომ გარდაცვლილმა დაგტოვა, მაგრამ არ ფიქრობ მათზე ვისაც ის შეხვდა.

 

კონსტანტინოპოლის პატრიარქი ფოტი

 

 

 

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება