მთავარი > წმ. მამათა საგანძურიდან, მთავარი გვედის ფოტო > განსაცდელი

განსაცდელი


31-12-2018, 00:02

განსაცდელი

 

   ადამიანი შეიძლება აღძრას მეორე უარესმა ადამიანმა, უფრო სწორად კი, მასაც განსაცდელი უბიძგებს, რომ შეგაშფოთოს და აგამღვრიოს. თუმცაღა ღმერთი აძლევს მას ამის ნებას, რათა შენ დღითიდღე მეტად გამოცდილი გახდე და უვნებობას მიაღწიო. რადგან, როცა შენ ემზადები და ელოდები მას, მაშინ არ შფოთავ, არ ღელავ, წონასწორობას არ კარგავ.

 

იოსებ ათონელი

 

 

   არ არის საჭირო შეუთავსებლის შეთავსება - ერთდროულად ვერ ატარებ ჯვარს და ვერ იქნები განცხრომაში. ნუ შევეცდებით ჩვენი სინდისის მოდუნებას, იმიტომ რომ მაშინ შეიძლება ღმერთმა წაგვართვას ზეციური ჯილდო და კიდევ უფრო მძიმე განსაცდელები მოგვივლინოს.

 

არქიმანდრიტი ეპიფანე თეოდოროპულოსი

 

 

   განსაცდელი გამაფრთხილებელია კაცისა: ყურძნის მტევანი თუ არ გაიჭყლიტა, ღვინო არ დადგება, მსგავსადვე, კაცის სული თუ არ შევიწროვდა, კარგ ნაყოფს ვერ გამოიღებს.

 

წმიდა ეპისკოპოსი გაბრიელ ქიქოძე

 

 

   განსაცდელის გარეშე სულიერი წარმატება შეუძლებელია; იგი აზრს აღამაღლებს, ცნობიერებას წმენდს და ზნეობას ასწორებს.

 

წმიდა ეპისკოპოსი გაბრიელ ქიქოძე

 

 

   განსაცდელის დროს თვალნი ჯვარცმულ ქრისტეს მიაპყარით.

 

არქიმანდრიტი ეპიფანე თეოდოროპულოსი

 

 

   დიდი განსაცდელების დროს მხოლოდ ღმერთს შეუძლია გვანუგეშოს; ამიტომ ნებისმიერი თანაგრძნობის სიტყვების მოსმენას, სჯობია ვილოცოთ.

 

არქიმანდრიტი ეპიფანე თეოდოროპულოსი

 

 

   ვინაიდან არ არსებობს ისეთი ადამიანი, რომელიც განსაცდელის გარეშე სათნოეყოფა ღმერთს, ამიტომ საჭიროა, მადლობა შევწიროთ უფალს ყოველი მწუხარებისათვის.

 

წმიდა მარკოზ მოსაგრე

 

 

   ვისაც განსაცდელის თავიდან არიდება სურს, ლოცვით უნდა შეარიგოს თავისი საქმეები ღმერთთან და გონებით სასოებდეს, ხოლო ხორციელი საზრუნავი შეძლებისდაგვარად უგულებელყოს.

 

წმიდა მარკოზ განშორებული

 

 

   თუკი ნამდვილად გსურს სათნო-ეყო ღმერთს, მთელის არსებით შეუდექი ჩვენს უფალს იესო ქრისტეს და იგი გიხსნის შენ განსაცდელისაგან და ყოველთვის დაგიცავს.

 

წმიდა ეფრემ ასური

 

 

   თუ რთულია ვიპოვოთ ადამიანი, რომელიც განსაცდელის გარეშე სათნოეყო ღმერთს, მაშინ ღმერთს მადლობა უნდა გადავუხადოთ ჩვენზე მოწეული ყოველი შემთხვევის გამო.

 

წმიდა მარკოზ განშორებული

 

 

   ის მოვლენები, რომლებსაც ახლა ჩვენ დიდ უბედურებად აღვიქვამთ, შემდგომ შეიძლება ღვთის კურთხევა აღმოჩნდეს.

 

არქიმანდრიტი ეპიფანე თეოდოროპულოსი

 

 

   კარგია სხეულის სიმრთელე, მაგრამ უკეთესია სულის სიმრთელე და მით უკეთესია, რამდენადაც სული უაღრესია სხეულზე.

 

წმიდა იოანე ოქროპირი

 

 

   მწუხარება რომ არ ყოფილიყო, სამოთხის ძებნასაც არ დავიწყებდით.

 

არქიმანდრიტი ეპიფანე თეოდოროპულოსი

 

 

   რაც არ უნდა მოაწიონ მდაბალზე, იგი მორჩილად უნდა იდგეს ლოცვად და მასზე მოწეულ ყოველივეს იღებდეს როგორც კეთილის მყოფელთაგან.

 

ღირსი ზოსიმე პალესტინელი

 

 

   უფალი არ უშვებს არც მუდმივად უბედურებებს, რათა სასოწარკვეთილება არ დაგვეუფლოს, და არც - მუდმივ კეთილდღეობას, რათა არ დავეცეთ (ზნეობრივად).

 

წმიდა იოანე ოქროპირი

 

 

   ღმერთი დღევანდელ დღეს მტრის ისეთ განსაცდელებს არ უშვებს, როგორიც - უწინ იყოს: ვინაიდან იცის, რომ დღეს ადამიანები სუსტები არიან და ამას ვერ გადაიტანენ.

 

წმიდა ანტონი დიდი

 

 

   ღმრთის განგებით კაცს განსაცდელი იმისთვის შეემთხვევა, რომ კაცმა თავისი ღირსება შეაფასოს და საკუთარი თავი შეიცნოს.

 

წმიდა ეპისკოპოსი გაბრიელ ქიქოძე

 

 

   ყოველივე სიხარულად შერაცხეთ, ძმანო ჩემნო, რაჟამს განსაცდელსა შესცვივნეთ პირად-პირადსა.

 

იაკობ მოციქული

 

 

 

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება