მთავარი > წმ. მამათა საგანძურიდან, მთავარი გვედის ფოტო > გადარჩენა

გადარჩენა


30-12-2018, 00:02

 

 

   ამბობენ, რომ ცხონება ძნელია, მაგრამ სამარცხვინოა და პატიებას არ იმსახურებს იგი, ვინც მიუხედავად ყველაფრისა ცხონებას ვერ მოიპოვებს.

 

წმიდა იოანე ოქროპირი

 

 

   ასე იქნებიან უკანასკნელნი - პირველნი, და პირველნი - უკანასკნელნი, ვინაიდან მრავალნი არიან ხმობილნი და მცირედნი - რჩეულნი.

 

სახარება მათესი, თ. 20-21

 

 

   ეს რომ მოისმინეს, მოწაფეები ძალზე განცვიფრდნენ და თქვეს: კი მაგრამ, ვინღა ცხონდება.

   შეხედა იესომ და უთხრა მათ: ეს შეუძლებელია, კაცთათვის, ღმერთისთვის კი ყველაფერი შესაძლებელია.

 

სახარება მათესი, თ. 19-20

 

 

   ვინც ჭეშმარიტად თავისი ხსნისთვის ზრუნავს, იგი ყოველ დღეს, როდესაც საკუთარ ცოდვებს არ გლოვობს, დაკარგულად მიიჩნევს, თუნდაც ამ დღეს რაიმე კეთილი საქმე აღასრულოს.

 

   ღირსი იოანე სინელი

 

 

   თუ ცხონება გსურს, გააკეთე ყველაფერი, რაც მასთან მიგიყვანს.

 

წმიდა ისიდორე პელუზიელი

 

 

   მე მოთმინებით ვეკიდები ადამიანებს მანამ, სანამ მათ ცხოვნებას არ ემუქრება რაიმე საფრთხე.

 

არქიმანდრიტი ეპიფანე თეოდოროპულოსი

 

 

   ყველას, ვინც მაღიარებს კაცთა წინაშე, მეც ვაღიარებ მამის ჩემის ზეციერის წინაშე, ხოლო ვინც უარმყოფს კაცთა წინაშე, მეც უარვყოფ მამის ჩემის ზეციერის წინაშე.

 

სახარება მათესი, თ. 10-11

 

 

   ჩვენი ცხონება დამოკიდებულია მამა ღმრთის კეთილ ნებაზე, ძე ღმრთის დამსახურებასა და სული წმიდის მადლზე. ამიტომაა, მართლმადიდებელთა ღმრთისმახურების თითქმის ყველა ლოცვა სამების: მამის, ძისა და სული წმიდის განდიდებით რომ მთავრდება.

 

წმიდა თეოფანე დაყუდებული

 

 

   ცხონება მხოლოდ იმაში როდია, რომ ბოროტება არ გააკეთო, არამედ იმაშიც, რომ თვითონაც გმირულად დაითმინო ბოროტება.

 

წმიდა იოანე ოქროპირი

 

 

   ცხონებისათვის ადამიანის ფერისცვალებაა საჭირო. სულიწმიდით ეს ფერისცვალება დედამიწაზე, ეკლესიაში იწყება და ზეციურ ეკლესიაში გადასვლით აღარასდროს მთავრდება. მხოლოდ ეკლესიაში მოქმედი სულიწმიდის მადლით შეუძლია ადამიანს გახდეს მადლით ღმერთი მარადისობაში.

 

არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)

 

 

   ცხონების მთელი საიდუმლო სინანულშია. რა მარტივია ეს, რა ცხადია! მაგრამ ჩვენ როგორ ვიქცევით? ღვთისგან ჩვენთვის ნაჩვენებ მაცხოვნებელ სინანულს ვტოვებთ და მოჩვენებით სათნოებებში მოღვაწეობისკენ მივისწრაფით, რადგან ჩვენს გრძნობებს ისინი სიამოვნებს.

 

წმიდა ეპისკოპოსი ეგნატე ბრიანჩანინოვი

 

 

   ცხრა მთას იქით ნუ კი ეძებ ხსნას, იგი შენს გულშია.

 

წინასწარმეტყველი მოსე

 

 

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება