მთავარი > წმ. მამათა საგანძურიდან, მთავარი გვედის ფოტო > განკითხვა (განსჯა)
განკითხვა (განსჯა)25-07-2019, 00:02 |
ადამიანები საკუთარ საქმეებში დაყოვნებული მსაჯულნი არიან, სხვისაში კი - სწრაფნი.
წმიდა გრიგოლ ღვთისმეტყველი
აღსასრულამდე ნურავის დანატრებ და სიკვდილამდე სასოწარკვეთილებას ნუ მიეცემი.
წმიდა ეფრემ ასური
გონს მოიყვანე ცოდვილი, მაგრამ ნუ განიკითხავ დაცემულს; რამეთუ ეს უკანასკნელი ავი საქმეა, პირველი კი - გამოსწორების სურვილი.
წმიდა ნილოს სინელი
დაცემული ფეხზე უნდა დააყენო და არა - დასცინო.
წმიდა ეფრემ ასური
ერთმანეთის დასადანაშაულებლად ყოველთვის მზად ვართ, იმის გამოსწორებას კი, რაშიც თვითონ ვართ დამნაშავენი და სასჯელს ვიმსახურებთ, ყოველთვის ვაყოვნებთ.
წმიდა იოანე ოქროპირი
ვაი ჩვენს უგულისხმოებას, რა ფიცხლად ვსჯით ძმის შეცდომას და მწარედ განვკიცხავთ და იმას არ ვიგონებთ, რომ ზოგიერთ საქმეში ჩვენზე უფრო პატიოსანია.
წმიდა ალექსი ბერი
ვინც ბოროტებისადმი კეთილგანწყობილი არ არის, მას დაეჭვება არ შეუძლია.
წმიდა გრიგოლ ღვთისმეტყველი
ვინც მოყვასის განმკითხველ ენას განერიდება, ის თვითონაც აარიდებს თავს ავისმეტყველების მანკიერებას.
წმიდა ნილოს სინელი
ვისაც მოყვასი სინანულით მწუხარებისაკენ მიჰყავს, ის მას ზიანს არ აყენებს (2 კორ. 7, 9).
წმიდა იოანე ოქროპირი
თუ არ შეგიძლია, რომ განმკითხველი დაადუმო, მაშინ, უკიდურეს შემთხვევაში, მასთან ურთიერთობას მაინც მოერიდე.
წმიდა ისააკ ასური
თუნდაც საკუთარი თვალით იხილო ცოდვილი, მაინც ნუ განიკითხავ, რადგან ხშირად თვალებიც ცდებიან.
წმიდა იოანე კიბისაღმწერელი
თუ სხვისი საქმეების გამოცდა გსურს, მათ კეთილ საქმეებს შეხედე და არა - ბოროტს.
წმიდა იოანე ოქროპირი
კეთილი ადამიანი ყველას კეთილად ზედავს, ბოროტი და მზაკვარი კი - მხოლოდ ირიბად, იგი სწორადმავლებზეც კი ეჭვობს, აყვედრის, განსჯის და ავსიტყვაობს.
სულიერი მარგალიტი
მოყვასის არათუ განკითხვა, არამედ განკითხვის მოსმენაც კი არ შეიძლება.
წმიდა იოანე ოქროპირი
მოყვასის განკითხვა და დაწუნება ყოველთვის ცოდვაა (II,5).
წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსი
ნუ დასცინებ და ნუ განიკითხავ განსაცდელში დაცემულს, არამედ, ხშირად ილოცე, რათა თვითონ არ ჩავარდე განსაცდელში.
წმიდა ეფრემ ასური
ნუ ეცდები სხვისი საქმეების გარკვევას; შენშიც მრავლად მოიპოვება იგივე, რაშიც სხვაში ეჭვი გეპარება.
წმიდა ნილოს სინელი
რომლითა განკითხვითა განიკითხვიდეთ, და რომლითა საწყაულითა მიუწყოთ, მოგეწყოს თქუენ.
წმიდა მღვდელმთავარი ნიკოლოზ სერბი (ველიმიროვიჩი)
როცა განიკითხავ, მთელი შენი ნაშრომ-ნაღვაწი განქარდება.
ბერი იოსებ ოპტინელი
საკუთარ თავს შთავაგონოთ - ნუ განვიკითხავთ სხვებს, რადგან ჩვენში საკმაოდ ბევრია ის, რაც სხვაში არ მოგვწონს.
წმიდა ნილოს სინელი
საკუთარი ბოროტი საქმეებიც საკმარისად გაქვს, სხვის ცოდვებს რომ არ უყურო.
წმიდა დიმიტრი როსტოველი
სასოწარკვეთას არ უნდა მივცეთ ბოროტისმოქმედთა გამო, არამედ - გულმოდგინედ უნდა ვილოცოთ მათთათვის, რომ კეთილნი გახდნენ. წმინდანთა რიცხვი ყოველთვის ცოდვილთაგან ივსება.
ნეტარი ავგუსტინე
სხვისი განმკითხველი ბეჭედს ასვამს საკუთარ ბოროტ საქმეებს.
წმიდა მარკოზ მოსაგრე
უმჯობესია, საკუთარ თავზე ცუდი მოისმინო, ვიდრე - სხვაზე თქვა ცუდი.
წმიდა გრიგოლ ღვთისმეტყველი
უფრთხილდი ვინმეს განკითხვას მანამ, ვიდრე თვით უფალი განსჯიდეს მას.
წმიდა ისიდორე პელუზიელი
ჩვენი მოყვასის განკითხვის წადილს დავუპირისპიროთ მის ღირსებებზე ფიქრი.
არქიმანდრიტი ეპიფანე თეოდორეპულოსი
ჩუმად მამხილებელი მეგობარი გონიერი ექიმია, ხოლო მრავალთა თვალწინ მკურნალი - მაგინებელია.
წმიდა ისააკ ასური
ძმაზე, რომელიც იმ წუთას იქ არ არის, განმაქიქებელი არაფერი თქვა: ეს ცილისწამებაა, თუნდაც ნათქვამი სიმართლე იყოს.
წმიდა ბასილი დიდი
ხშირად განიკითხვიან ნაყროვანნი და მემთვრალენი მმარხველისაგან, მაგრამ შეიძლება მმარხველი იგი შურითა და სიძულვილითა უფრო მთვრალი იყოს, ხოლო ძმა იგი თავისუფალ სენისა ამისგან.
წმიდა ალექსი ბერი
Xareba.net - ის რედაქცია უკან დაბრუნება |