მთავარი > წმ. მამათა საგანძურიდან, მთავარი გვედის ფოტო > გალობა
გალობა27-12-2018, 00:02 |
აწინდელ, ქვეყნიურ დიდებასა და მომავალ, ზეციურ დიდებას შორის ისეთივე განსხვავებაა, როგორიც სიზმარსა და ცხადს შორის.
წმიდა იოანე ოქროპირი
გამარჯვების ღვაწლის გარეშე არ არსებობს გვირგვინი, ზეიმი კი - გამარჯვების გარეშე.
წმიდა ტიხონ ზადონელი
დეკარტეს ოცნება სულთა დროისა და სივრცისაგან დამოუკიდებლობის შესახებ - სრული უაზრობაა. ყველაფერი შემოსაზღვრული, აუცილებლობით სივრცეზეა დამოკიდებული.
მეუფე ეგნატე
ზეცას ადვილად ვერ მოვიპოვებთ, თუ ზეცის ღირსეულად არ ვიცხოვრებთ.
წმიდა დიმიტრი როსტოველი
ზეცაში ადის არა ის, ვინც ბევრი წაიკითხა და დაიზეპირა, არამედ ის, ვინც წმიდა, უბიწო ცხოვრებით ცხოვრობს წერა-კითხვაც რომ არ იცოდეს.
ღირსი მამა თეოდორე სტუდიელი
ზეცის გამოცდილება სხვადასხვაგვარია. ზოგჯერ სული იქ გარდაცვალებამდე მიჰყავთ, რათა უჩვენონ მისთვის განკუთვნილი ადგილი ან ის, რისი შეცნობაც სურს.
მღვდელმონაზონი სერაფიმე როუზი
მიწიერი მადლიც კი არ მოიპოვება შრომის გარეშე; მაშ, რატომ გავურბივართ ზეციურ მადლს შრომის მიზეზით?
წმიდა ნილოს სინელი
რა ზომითაც მზის სხივია აღმატებული კანდელისაზე, იმ ზომითვე და გაცილებით უფრო მეტადაც, მომავალი ცხოვრებაა აწინდელზე უმჯობესი.
წმიდა იოანე ოქროპირი
უბედურზე უბედურია ის, ვინც მომავალ საუკუნო ნეტარებას ცათა შინა მსხვერპლად გაიღებს აწინდელი წუთიერი ქვეყნიური ცხოვრებისათვის.
წმიდა იოანე ოქროპირი
ყველა ის სიკეთე, რომლებითაც ადამიანი ამქვეყნად დასტკბება, მხოლოდ მცირე წვეთებია ულევი წყაროს სიხარულთან შედარებით, რითაც ნეტარნი განიხარებენ და დასტკბებიან ცათა შინა.
წმიდა იოანე ოქროპირი
ჩვენ შეგვიძლია დავინახოთ ზეცის ჭეშმარიტი ქრისტიანული გამოცდილების სამი თავისებურება - ეს არის ზეაღსვლა სულისა, ანგელოზების მიერ სულის თანხლება, ზეცის მკვიდრს სულთა მიგებება, რომელთაც უერთდება კიდეც.
მღვდელმონაზონი სერაფიმე როუზი
ხშირად იფიქრე ზეციურ სიკეთეთა შესახებ და შენში მიწისადმი და მიწიერი ტკბობისადმი აღარანაირი სიყვარული აღარ შემოვა.
წმიდა ნილოს სინელი
Xareba.net - ის რედაქცია უკან დაბრუნება |