მთავარი > წმ. მამათა საგანძურიდან, მთავარი გვედის ფოტო > განათლება
განათლება26-12-2018, 00:03 |
განათლებული ადამიანი შეიძლება ღვთისმოსავი არ იყოს, მაგრამ, რადგანაც ადვილად შეუძლია საგნებსა და მოვლენებში გაერკვეს, იგი მცირეოდენი სიმდაბლისა და მცირეოდენი ღვაწლის საშუალებითაც მიაღწევს წარმატებას.
მამა პაისი მთაწმინდელი
თუ მავთულს ჟანგისაგან გაათავისუფლებ, მაშინ ძველი კაცი გამტარი ხდება, მაშინ იგი საკუთარ თავში საღმრთო მადლს ატარებს და საღმრთო მადლის ნათელს იღებს. წინააღმდეგ შემთხვევაში - მოკლე ჩართვა ხდება და მადლი არ მოქმედებს. ყველაფრის საფუძველი ამაშია: ადამიანმა ყურადღება უნდა მიაპყროს იმას, ხომ არ დატოვა იგი საღმრთო მადლმა და მაშინ მას საღმრთო განათლება ექნება. იმიტომ, რომ თუ საღმრთო განათლება არ არის, არც საქმე ვარგა რამედ.
მამა პაისი მთაწმინდელი
ის, ვინც გამუდმებით ცოდნით ივსებს გონებას და ამასთან, ღვთისაგან დაშორებით ცხოვრობს, ბოლოს და ბოლოს საკუთარ გონებას ორლესულ მახვილად აქცევს. და მაშინ, როცა ერთი პირით იგი საკუთარ თავს ასახიჩრებს. მეორეთი - თავისი გონივრული, ყოველგვარი შენიშვნის შეუწყნარებელი ადამიანური გადაწყვეტილებებით - ჭრილობას აყენებს ადამიანს. ადამიანური ცოდნა მაშინ მოიტანს სარგებლობას, როდესაც ის განათლდება, საღმრთო გახდება. წინააღმდეგ შემთხვევაში ის ადამიანური ხრიკებია, განსჯა, ერული ლოგიკა. უმადური გონება თავისთავად ეს უანდამატო რკინის ჯოხია, რომელიც რკინის საგნებს ურტყამს, რომ თავისკენ მიიზიდოს, ისინი კი არ ეწებებიან და მხოლოდ იკეჭნებიან მისი დარტყმების ქვეშ.
მამა პაისი მთაწმინდელი
როდესაც ვამბობთ - განათლებული ადამიანი - ჩვენ აქ სულიერად განათლებულ, სულიერად ზრდასრულ ადამიანს ვგულისხმობთ. მე შევნიშნე რომ, როგორც უსწავლელი კაცი შეიძლება იყოს ძალიან ამპარტავანი, ან ძალიან მდაბალი, ასევე ნასწავლი კაციც შეიძლება იყოს ძალიან მდაბალი. ანუ საფუძველი ყოველივესი შინაგან განთავისუფლებაშია. ეს ისაა, რის შესახებაც ბასილი დიდი ამბობს: „ყველაზე მნიშვნელოვანია მაღალი ადგილი გეკავოს და სიმდაბლით სიბრძნისმეტყველებდე".
მამა პაისი მთაწმინდელი
ძალიან სასარგებლოა სხვადასხვა წმ. მამათა წიგნები, რომლებიც დღეს, მადლობა ღმერთს, ათასობით გამოდის. ამ წიგნებში შესაძლებელია იმის პოვნა, რასაც მიელტვი და რაც გჭირდება. ისინი ჭეშმარიტად სულიერ საკვებს შეადგენენ, მათ ჭეშმარიტად სულიერ გზაზე მიყავხარ. თუმცა, იმისათვის, რომ დაგვეხმარონ ისინი სიმდაბლითა და ლოცვით უნდა იკითხებოდეს. წმ. მამათა წიგნები ტომოგრაფიის მსგავსია, მსგავსი - იმიტომ, რომ ტომოგრაფიაზე ადამიანის ხორციელი მდგომარეობა აისახება, ისევე როგორც სულიერ წიგნებზე - მისი სულიერი მდგომარეობა. წმ. მამათა ტექსტების თითოეულ წინადადებაში ერთი კი არა, მრავალი აზრია დაფარული, რომელთაც თითოეული საკუთარი სულიერი მდგომარეობის შესაბამისად იგებს.
მამა პაისი მთაწმინდელი
Xareba.net - ის რედაქცია უკან დაბრუნება |