მთავარი > წმ. მამათა საგანძურიდან, მთავარი გვედის ფოტო > გლოვა
გლოვა25-12-2018, 00:04 |
არ შეიძლება ეჭვის შეტანა იმაში, რომ ღვთისმიერი გლოვა სულს რგებს, მაგრამ, თუ რაში მდგომარეობს ეს სარგებელი, ამას მხოლოდ სულის სხეულიდან განსვლის შემდეგ შევიტყობთ.
ღირსი იოანე სინელი
გლოვა ისეთი გრძნობაა, რომელიც გულს გამუდმებით აღსარებისკენ უბიძგებს, იმდენად იწვის გული მხურვალე განცდით.
ღირსი იოანე სინელი
თუ ჩვენ ვხედავთ, რომ ისინი, ვინც თავს ღვთისათვის მგლოვიარედ მიიჩნევენ, მრისხანებასა და ამპარტავნებაში არიან, მათი ცრემლი ცდომილებად უნდა ჩავთვალოთ: რამეთუ რაი ზიარება არს ნათლისა ბნელისა მიმართ? (კორ. 6, 14).
ღირსი იოანე სინელი
მათი თვისება, ვინც გლოვა, ახლა მოიპოვა და ნეტარ ტირილში წარმატება სურს, არის დაოკება და მდუმარება ბაგისა, ხოლო მათი, ვინც ამას უკვე მიაღწია - ურისხველობა და არაბოროტმეხსიერება, ხოლო სრულყოფილთა სიმდაბლე, უპატიობის წყურვილი, ტანჯვის ნებსით ძიება, ცოდვილთა განუკითხველობა, ყოველგვარ ძალას აღმატებული გულმოწყალება.
ღირსი იოანე სინელი
ჩვენ სულთქმასა და გლოვას აღვუვლენთ უფალს, მოშიშებით დაღვრილი ცრემლი ღვთის წინაშე გვშუამდგომლობს, ხოლო ის ცრემლი, რომელიც ყოვლადწმიდა სიყვარულის მიერ დაგვედინება, გვარწმუნებს, რომ ჩვენი ლოცვა შესმენილია.
ღირსი იოანე სინელი
ჭეშმარიტი გლოვა არის მწუხარე სული, რომელიც მხურვალე გულით გლოვობს და გამუდმებულად ცრემლის ღვრა სწყურია, სულ მას ეძიებს, მისდევს და მწუხარებითა და მოთქმით მიჰყვება, თუ ასეთი რამ არის - ე.ი. გლოვაა.
ღირსი იოანე სინელი
ჭეშმარიტი გლოვა ყოველივე ხორციელი ნუგეშის მოკვეთაა მწუხარების გარეშე.
ღირსი იოანე სინელი
Xareba.net - ის რედაქცია უკან დაბრუნება |