მთავარი > წმ. მამათა საგანძურიდან, მთავარი გვედის ფოტო > გრძნობები

გრძნობები


23-12-2018, 00:02

გრძნობები

 

   მინდა, საკუთარი სიამოვნებით ვიცხოვრო! - ასე ამბობს სხეულის მონა, - და ცხოვრობს კიდეც ამგვარად. მისი სული სხეულსა და გრძნობებშია ჩაფლული. ზეცაზე, სულიერ საჭიროებებზე, სინდისისა და მოვალეობის მოთხოვნილებებზე არ ფიქრობს, არ უნდა და არც შეუძლია ამაზე ფიქრი (იხ. რომ. 8, 7). მან იცის მხოლოდ სიამოვნებათა სხვადასხვაგვარი სახეობები; მარტო ამაზე შეუძლია საუბარი და მსჯელობა. რამდენი სიკეთეცაა დედამიწაზე, რამდენი მოთხოვნილებაც აქვს მის სხეულს, სიამოვნებათა იმდენი სრული სფეროა გრძნობებს აყოლილისთვის, და თითოეული მათგანისთვის მასში ჩნდება განსაკუთრებული მიდრეკილება: ტკბილელულისმოყვარეობა, ძღომამდე ჭამა, განებივრება, კეკლუცობა, სიზარმაცე, გარყვნილება - მიდრეკილებები, რომელთა ძალაც უთანაბრდება ბუნების კანონთა ძალას. დაიწყებს ადამიანი გემოვნებით ტკბობას - ხდება გემოთმოყვარე; ფერთა თამაში ასწავლის მას კეკლუცობას; ხმათა მრავალფეროვნება - ლაქლაქს; ჭამის მოთხოვნილება უბიძგებს ძღომისაკენ; თავდაცვის მოთხოვნილება - სიზარმაცისაკენ; სხვა მოთხოვნილებები - გარყვნილებისაკენ.

 

წმ. თეოფანე დაყუდებული

 

 

   სხეულის გრძნობები ერთგვარ კარს და კარიბჭეს წარმოადგენენ შინაგან სადგომში, სადაც სული მყოფობს და - ეს კარი ღვთის მინიშნებით იხსნება და იხურება. დაცემულ ადამიანებში ეს კარი მუდმივად დაკეტილია, რათა ჩვენი დაუძინებელი მტრები - დაცემული სულები ჩვენში არ შემოიჭრნენ და არ დაგვღუპონ. ეს ღონისძიება მით უფრო აუცილებელია, რომ ცოდვით დაცემით ჩვენ ბოროტი სულების გარემოცვაში, მათს ტყვეობაში ვიმყოფებით. ჩვენში შემოჭრის გზა რომ არა აქვთ, ისინი გარედან გვახსენებენ თავს და ნაირგვარი ცოდვილი აზრები თუ ოცნებები შემოაქვთ, რითაც გულუბრყვილო სულს თავისთან ურთიერთობისთვის იზიდავენ. დაუშვებელია, რომ ადამიანმა ღვთის განგებულება უარყოს და ღვთის დაშვებით და არა ღვთის ნებით, საკუთარი ძალებით გახსნას თავისი გრძნობები და სულებთან ხილულ ურთიერთობაში შევიდეს, მაგრამ ასეც ხდება. ცხადია, რომ საკუთარი ძალებით მხოლოდ დაცემულ სულებთან შეიძლება ურთიერთობის მიღწევა.

 

მღვდეელმონაზონი სერაფიმე როუზი

 

 

 

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება