მთავარი > წმ. მამათა საგანძურიდან, მთავარი გვედის ფოტო > გლახაკი

გლახაკი


18-01-2019, 00:02

გლახაკი

 

   გლახაკი ყაჩაღსაც კი ეცოდება და შეიწყალებს მას, მდიდარს კი ავი ხერხით დააგლახაკებს. კარგია, როცა ადამიანით თავად დაგლახაკდება ქრისტეს სახარების თანახმად ზეციური სასუფევლის დამკვიდრებისათვის სწრაფვაში.

 

ბერი პაისი

 

 

   სულიერი გლახაკი ანუ გლახაკი სულით ისაა, ვინც გრძნობს, რომ საკუთარი არაფერი არა აქვს: არც ღირსება, არც სათნოება, არც სიწმინდე, არც დამსახურება ღმრთის წინაშე, არამედ, მისგან გამოითხოვს მოწყალებას და იმით ცხოვრობს სულიერად. მაშასადამე, გლახაკი სულით თავმდაბალი და მშვიდია, რაც არ უნდა ბევრი კეთილი საქმე ჰქონდეს გაკეთებული.

 

წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსი

 

 

   სულით გლახაკებს ღმერთი სასუფეველს აღუთქვამს, რადგან ადამიანი, რომელიც თავისი უღირსობის გამო მწუხარეა, ყოველთვის მოერიდება ცოდვას. ჩვენ ყველანი ღარიბნი ვართ, მადლსა და სათნოებას მოკლებულნი და ცოდვით აღსავსენი. ამიტომ, თუ ღმერთი არ შეგვეწია მადლითა და მოწყალებით, მის წინაშე ვერ განვმართლდებით, მადლი ღმრთისა კი თავმდაბალს მიეცემა და შეეწევა.

 

წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსი

 

 

 

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება