მთავარი > წმ. მამათა საგანძურიდან, მთავარი გვედის ფოტო > ბედნიერება

ბედნიერება


20-12-2018, 00:03

ბედნიერება

 

   ადამიანის გარეგნული ცხოვრება და მოქმედება მის შინაგან თვისებაზეა დამოკიდებული. უკეთუ მის სულში სიმშვიდისა და სინათლის ნაცვლად მშფოთვარე ვნებებია დასადგურებული, მას არც ამ სოფელში შეუძლია ბედნიერად იგრძნოს თავი. მშვიდობისა და ბედნიერების საფუძველი ამ სოფელშიც სიმართლე და მართლმსაჯულება.

 

წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსი

 

 

   ამქვეყნიური ბედნიერება - მაცხოვარი გვასწავლის, რომ პირველად ღმრთის სასუფეველი და სიმართლე უნდა ვეძებოთ და ყოველივე ის, რაც ამ ცხოვრებაში გვჭირდება - საჭმელი, სასმელი, შესამოსელი თუ სხვა რამ, ანუ ამსოფლიური ბედნიერება და კეთილდღეობა თავისით, უადვილესად შეგვეძინება.

 

წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსი

 

 

   არანაირ გარეგნულ გარემოებებს არ ძალუძთ ადამიანი ბედნიერი გახადონ, მას ამაოდ უნდა მისი პოვნა გარეშე, ეს მაშინ, როცა ის თავად მასშია, სიხარულს ხილულსა და ხელშესახებში ეძებს, ის კი უხილავსა და სულიერშია.

 

არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)

 

 

   ბედნიერნი არიან ისინი, ვინც მიეახლა საღმრთო ნათელს, შევიდა მასში, შეუერთდა მას და თავადაც სინათლედ იქცა, რადგან მათ სრულად შემოიძარცვეს ცოდვით შებილწული სამოსი და უკვე აღარ მოუწევთ ცხარე ცრემლებით ტირილი.

 

იოსებ ისიხასტი (იოსებ მღვიმელი)

 

 

   ბედნიერნი არიან ისინი, ვინც მიიღო მათთან ნათლის სახით მისული ქრისტე. ადრე ისინი წყვდიადში იყვნენ, ახალ კი ნათლისა და დაუღამებელი დღის - უფლის შვილები გახდნენ.

 

იოსებ ისიხასტი (იოსებ მღვიმელი)

 

 

   ბედნიერნი არიან ისინი, ვინც ჯერ კიდევ აქ შეიცნო ნათელი უფლისა და თავად უფალი, იმიტომ, რომ სამომავლო ცხოვრებაში კადნიერად წარდგებიან მის წინაშე.

 

იოსებ ისიხასტი (იოსებ მღვიმელი)

 

 

   გქონდეს ჭეშმარიტი კეთილზნეობა და მაშინ ჭეშმარიტი ბედნიერებაც გექნება.

 

წმიდა ტიხონ ზადონელი

 

 

   თავადი და წარჩინებული მხოლოდ საფლავამდეა თავადი და წარჩინებული.

 

წმიდა ტიხონ ზადონელი

 

 

   კაცის გული ვერანაირი დროებითი კეთილდღეობით ვერ დაკმაყოფილდება. რაც უფრო მეტია სიმდიდრე, დიდება, პატივი, მით უფრო იზრდება სურვილი მათ მიმართ.

 

წმიდა ტიხონ ზადონელი

 

 

   მას ვერანაირი უბედურება ვერ შემუსრავს, ვისაც ვერანაირი ბედნიერება ვერ აზიანებს.

 

ნეტარი ავგუსტინე

 

 

   სიყვარული გამოულეველი საუნჯეა, ვინც ამ საუნჯეს ფლობს, მდიდარია, ვინც არა - ღარიბი.

 

წმინდა იოანე ოქროპირი

 

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება