მთავარი > წმ. მამათა საგანძურიდან, მთავარი გვედის ფოტო > აღსარება
აღსარება16-12-2018, 00:02 |
ადამიანები, უკიდურეს შემთხვევაში, მოძღვართან რომ დადიოდნენ და აღსარებას ამბობდნენ, ეშმაკეული ზემოქმედება განქარდებოდა და ისინი ფიქრს კვლავ შეძლებდნენ. ეხლა ხომ ბოროტის გავლენით მათ ტვინებს აზროვნებაც აღარ შეუძლიათ. სინანული, აღსარება, ეშმაკს ადამიანებზე გავლენას უკარგავს.
მამა პაისი მთაწმინდელი
ადგილი აღსარებისა არის სახე სამჭედურისა, რამეთუ ვითარ იგი რკინასა შეაგდებენ ცეცხლსა და ბერვითა განახურვებენ და შემდგომ შანთსა გამოიღებენ და სცემენ უროსა და განიყრის გესლსა, ეგრეთვე კაცი მოაღსარებე სახე არს რკინისა, ხოლო ცეცხლი არს საღმრთო მადლი, მბერველი არს მღვდელი, რომელიც შთაბერავს კეთილ-შთაგონებით და კითხვებით და განუხურვებს გულსა, ხოლო ურო არს სინდისი, რომელი სცემს ცოდვილსა სირცხვილისა გამო და ესრეთ განიყრის გესლსა ცოდვისასა, რომელიც დაუფარავად აღიარებს. დიდად ცთომილ და ვნებულ არს მონანული იგი, რომელი აღსარებაშიც ძმისა შესმენასა იკადრებდეს სიფიცხით, რამეთუ გონებასა მისსა ალმური გეენიისა უბერავს და არა მადლი სულისა წმიდისა. აღსარება სხვა არა რაი არს, თვინიერ თავისი უბადრუკებისა განქიქება მოძღვრისა წინაშე და შენანება ყვედრებითა თავისათა.
წმ. ალექსი ბერი
არავინ მიდის ექიმთან იმისათვის, რომ საკუთარი ჯანმრთელობით იტრაბახოს, არამედ იმისათვის, რომ თავისი წყლულები აჩვენოს მას. არავინ მიდის მოძღვართან იმისათვის, რათა საკუთარი სიმართლით თავი მოაწონოს მას, არამედ იმისათვის, რომ თავისი სიმართლის სახიფათო ბზარი უჩვენოს. ადამიანი, რომელიც სამკურნალოდ მიდის, სიამაყეს საავადმყოფოს კარებში ტოვებს; ადამიანი, რომელიც აღსარებაზე მიდის, ამპარტავნებას ეკლესიის კარებში ტოვებს. ბედნიერია ის, ვინც უკან დაბრუნებისას მას დაივიწყებს. ღმერთმა ინებოს, რომ იგი ტაძრიდან გამოსვლის დროს სიამაყის ყავარჯნის ნაცვლად თავმდაბლობის ყავარჯენს ეყრდნობოდეს.
წმიდა ნიკოლოზ სერბი
არ გაგვაჩნია, უფალო, ეს მუდმივი გლოვა ჩვენი ცოდვების გამო; მხოლოდ აღსარებისას, როდესაც მღვდელი ჩამოგვითვლის ცოდვებს, ჩვენ ცოტ-ცოტას ვიგებთ ჩვენი ცოდვილობის შესახებ. დანარჩენ დროს არც კი გვცალია აღსარებისა და წმ. ზიარებისთვის მოსამზადებლად. იმისთვისაც ვერ ვიცლით, რომ აღსარების წინ ჩავფიქრდეთ, რითი განვარისხეთ ღმერთი ჩვენი პირადი ცხოვრებით. იმის იმედად ვართ, რომ ჩვენს მაგივრად ცოდვებს მღვდელი ჩამოთვლის და ჩვენ კი ვუპასუხებთ: „ცოდვილი ვარ", ისიც კი არ შეგვიძლია, რომ პირადი სინანული მივიტანოთ აღსარებაზე.
არქიმანდრიტი იოანე კრესტიანკინი
აღსარება - ეკლესიის მოთხოვნაა, რათა ადამიანმა, რომელიც საკუთარ თავს ბრწყინვალე რაინდად წარმოიდგენს, დაინახოს ის არარაობა, რომლითაც იგი ღვთის პირისპირ წარსდგება.
წმიდა ნიკოლოზ სერბი
აღსარება - ეკლესიის მოთხოვნაა, რათა ადამიანს დაანახოს საკუთარი სულის არარაობა და ბოროტება, რომელსაც იგი ოსტატურად ფარავს კეთილსურნელებით.
წმიდა ნიკოლოზ სერბი
აღსარება - ეკლესიის მოთხოვნაა, რათა ადამიანს დაეხმაროს იმ სულიერი ჭრილობების გახსნაში, რომელსაც ჯანმრთელობის საფარველით ფარავს.
წმიდა ნიკოლოზ სერბი
აღსარება - ეკლესიის მოთხოვნაა, რათა ადამიანს დაეხმაროს საკუთარი უძლურების დანახვაში, რომელსაც იგი ძლიერების ნიღბით ფარავს.
წმიდა ნიკოლოზ სერბი
აღსარების უმაღლესი მნიშვნელობა მაინც იმაში მდგომარეობს, რომ იგი ერთი შვიდთა ქრისტიანთა საიდუმლოთაგანია და მასში სულიწმიდის მადლი მოქმედებს. ასე რომ, აღსარებისა და მოძღვრისაგან შენდობის მიღების გარეშე კაცს გამართლება და ცხონება არ შეუძლია.
წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსი
აღსარება - ეკლესიის მოთხოვნაა, რათა ადამიანს საკუთარი ჩრდილის დანახვაში დაეხმაროს.
წმიდა ნიკოლოზ სერბი
აღსარება სიმდაბლის გზაა, ეკალთა ნივთსა ცოდვილისასა დამწველია, ტვირთისა მძიმისა გადამყრელია, სინდისის ქენჯნათა განმათავისუფლებელია, დამძიმებული გულის აღმასუბუქებელია, წყლულისა მალამოა და სრულიად სამკურნალო მადლია.
წმ. ალექსი ბერი
აღსარების მოსმენის გარეშე მე არ შემიძლია ცოდვათა შენდობა. ამაზე არსებობს საეკლესიო კანონი.
ბერი მაკარი ოპტინელი
აღსარების წინ ილოცეთ, რომ ღმერთმა თქვენი ცოდვები დაგანახოთ, მოგანიჭოთ სითამამე მათი აღიარებისა და შეიწიროს თქვენი სინანული.
არქიმანდრიტი ეპიფანე თეოდოროპულოსი
თუ გსურს, შენი აღსარება ღმერთმა არ განიკითხოს, არ გაიხსენო ცოდვები, არამედ მამაცურად დაითმინე მათ შედეგად მოწეული განსაცდელი.
წმინდა მარკოზ განშორებული
მორწმუნემ თავისი აღსარების, თავისი ცხოვრებისა და სულიერი მოღვაწეობის შესახებ სხვას არაფერი არ უნდა უთხრას. დაე, ყოველივე საიდუმლოდ დარჩეს, მოძღვრის რჩევებიც.
ბერი პორფირი
ნუ გაგვიკვირდება, თუ აღსარების შემდეგაც გრძელდება ბრძოლა, რადგან სიძვის ვნების დამარცხება უადვილესია, ვიდრე - ამპარტავნების.
ღირსი იოანე სინელი
საკმარისი არ არის თვით ღმერთს წარვუდგებოდეთ წრფელი აღსარებითა და ცოდვათა მონანიებით, - უცილობელია იმასაც ვაბარებდეთ აღსარებას, ვისაც თვით ღმერთისაგან მიუღია ხელმწიფება აღსარების მიღებისა და ცოდვათა მოტევებისა.
ნეტარი ავგუსტინე
შენც უნდა ეცადო, რომ გული კეთილად განიწმინდო, და ყოველნი ცოდვანი მისგან ფესვებიანად ამოგლიჯო. თუ თავი კარგად არ განიხილე და მოძღვარს შენი სულიერი მდგომარეობა კარგად არ აცნობე, მას შენი განკურნება გაუძნელდება. ცოდვა სულისათვის იგივეა, რაც სნეულება ხორცისათვის. ისევე, როგორც მკურნალი ვერ შეძლებს ხორციელი სნეულის მორჩენას თუ მისი მიზეზი არ შეიტყო, ასევე მოძღვარიც ვერ განგკურნავს ცოდვისაგან, თუ მის მიზეზს არ აუწყებ.
წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსი
Xareba.net - ის რედაქცია
უკან დაბრუნება |