მთავარი > მართმადიდებელი ეკლესია > წმიდა მარკოზ ეფესელი (მე-15 საუკუნე)

წმიდა მარკოზ ეფესელი (მე-15 საუკუნე)


25-11-2012, 17:35
წმიდა მარკოზ ეფესელი (მე-15 საუკუნე)
 

   . . . სრულიად არანაირად, არც ჩემს სიცოცხლეში, არც სიკვდილის შემდეგ არ შევიწყნარებ ქმნილ „ერთობას", არც ლათინთა დოგმატებს, რაც შეიწყნარეს პატრიარქმა და მისმა მომხრეებმა, რომლებმაც დაამტკიცეს ისინი და პირველობისაკენ სწრაფვით დაარღვიეს ეკლესიის მართებული დოგმატები. ჭეშმარიტად მწამს, რომ რამდენადაც განვეშორები მათ, იმდენად მოვუახლოვდები ღმერთს, აგრეთვე მორწმუნეებსა და წმიდა მამებს, ანუ რამდენადაც განვეყოფი მათ, იმდენად შევუერთდები ჭეშმარიტებას და ეკლესიის ღვთისმეტყველ წმიდა მამებს. მჯერა, რომ მათი თანამოაზრენი განუდგებიან ჭეშმარიტებასა და ეკლესიის ნეტარ მოძღვართ. ამიტომ ვამბობ: „როგორც განვეშორებოდი მათ მთელი ცხოვრების მანძილზე, ისევე განვეშორები ახლაც, აღსასრულის ჟამს და ასევე ვიქნები სიკვდილის შემდეგ". (წმიდა მარკოზ ეფესელის აპოლოგიიდან. [40, გვ. 536-538]).


უკან დაბრუნება