მთავარი > ქრისტიანული ოჯახი, წმ. მამათა საგანძურიდან, მთავარი გვედის ფოტო > აღზრდა

აღზრდა


12-12-2018, 00:02

 

აღზრდა

 

 

 

   არ არსებობს აღზრდაზე უმაღლესი ხელოვნება. მხატვარი და მოქანდაკე მხოლოდ უსიცოცხლო ქანდაკებას ქმნიან, ბრძენი აღმზრდელი კი ქმნის ცოცხალ სახეს, რომლის ცქერაც ღმერთსაც უხარია და ადამიანებსაც.

 

წმინდა იოანე ოქროპირი

 

 

   არიან მშობლები, რომელნიც ფიქრობენ, რომ ბავშვების აღზრდა სკოლაში წასვლის შემდეგ იწყება. ეს მცდარი შეხედულებაა, ერთ-ერთი თანამედროვე მეცნიერი წერდა, რომ ბავშვის აღზრდა 10 წლის ასაკში მთავრდება. მეორე ბრძენი ამბობდა: "ადამიანი მთელი ცხოვრების მანძილზე რჩება ისეთი, როგორიც იყო 6 წლამდე". სხვა ბრძენი ამის შესახებ წერდა: "ბავშვი, რომელიც იმსხურებს ცემას 4 წლის ზევით, უკვე ცუდადაა აღზრდილი".

 

წმინდა დიდმოწამე ვლადიმერი (ბოგოიავლინსკი)

 

 

   ბავშვების აღზრდაზე პასუხისმგებელი სამი ინსტიტუტი უნდა იყოს: ოჯახი, ეკლესია და სკოლა. სამივემ შეთანხმებით უნდა იმოქმედოს და უნდა შეიქმნას საგანგებო პროგრამა ერთობლივად აღზრდისა.

 

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

 

 

   ...ბავშვებს უნდა ვაპატიოთ ცელქობა და უყურადღებობა და არა ბოროტება და მზაკვრობა... იმ შვილებისაგან, რომელთა ატირებისაც ეშინიათ მათი ცუდი საქციელის გამო, შემდგომში, ხშირად თვითონ მშობლები ხდებიან იძულებულნი, იტირონ... აღზრდაში არ მოგვეთხოვება არც ზედმეტი სირბილე, არც ზედმეტი სიმკაცრე, მოგვეთხოვება გონიერება.

 

წმიდა იოანე ოქროპირი

 

 

   ბავშვებში სიამაყესა და სიძუნწესთან ერთად ძალიან გავრცელებულია არანაკლებ საშიში ნაკლი - შური, ანუ ახლობლის მიმართ არაკეთილმოსურნეობა. შურიანია კაცი, მოწყენილია და იტანჯება როცა მისი ახლობელი ბედნიერია, ხოლო გახარებულია მაშინ, როცა მას უჭირს. ასეთი საქციელი აღმაშფოთებელია განსაკუთრებით ბავშვებში.

 

წმინდა დიდმოწამე ვლადიმერი (ბოგოიავლინსკი)

 

 

   ვინც ბავშვს სარწმუნოებით არ ზრდის, როგორ ფიქრობთ, მისგან ვის ქმნიან? იუდას, დიახ, ზუსტად ასეა და ვაი, ასეთ მშობლებს! ისინი საუნჯეს აქ დედამიწაზე აგროვებენ და სრულ გულგრილობას იჩენენ ზეციური სასუფევლისადმი.

 

ბერი პორფირი

 

 

   თუ საკუთარი თავით დავკავდებით, უპირატესად საღვთო შეწევნას დავეყრდნობით და გარეგნულზე მეტად შინაგან ღვაწლს მივანიჭებთ მნიშვნელობას, სხვებს უფრო მეტად და შედეგიანად დავეხმარებით. გარდა ამისა, ჩვენ შევძლებთ, შინაგანი სიმყუდროვე მოვიხვეჭოთ, რომელიც შეუმჩნევლად დაეხმარება შემხვედრ სულებს. იმიტომ, რომ შინაგანი სულიერი მდგომარეობა სულიერ სათნოებას გამოავლენს და სხვათა სულებსაც შეცვლის.

 

მამა პაისი მთაწმინდელი

 

 

   თუ წილად გხვდა, ასწავლო ღმერთის შესახებ და გეურჩებიან, ამაზე გულში ინაღვლე და ცხადად არ აღელდე; რამეთუ მწუხარების დროს ურჩთან ერთად არ განგიკითხავენ, ხოლო თუ აღშფოთდები, იმავე საქმით განიცდები.

 

წმინდა მარკოზ განშორებული

 

 

   თუ ჯანსაღი, ქვეყნის ერთგული, ძლიერი თაობის აღზრდა გვსურს, დიდი დრო უნდა დაეთმოს ქართული ლიტერატურისა და საქართველოს ისტორიის სწავლებას, შრომის კულტურას, აზროვნების განვითარებას, სამშობლოსათვის თავდადებისა და ვაჟკაცობის ამსახველი ქართული და უცხოური ნაწარმოებების გაცნობას.

 

საქართელოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

 

 

   სწავლის დროს დამსწრეებს ნუ დაუმალავ მათთვის საჭიროს. რაც რიგიანია, გარკვევით განმარტე, ხოლო რისი დატევაც არ შეუძლიათ (მკაცრი მხილების გამო), იგავით მიანიშნე.

 

წმინდა მარკოზ განშორებული

 

 

   ყრმობის ასაკშივე თუ არ აღზარდეთ ბავშვები და უცდით, როდის მიაღწევს მოზარდის ასაკს, აღარაფერი გამოგივათ.

 

ბერი პორფირი

 

 

   შვილის ბრმად მოყვარულ მრავალ მშობელს ეცოდება თავისი ნაშიერი და არ სჯის დანაშაულის ჩადენისას, მაგრამ შემდგომ, როცა ისინი უწესონი გაიზრდებიან, აშკარად დაინახავენ თავიანთ შეცდომას. ამას გარდა, შვილებს მკაცრად უნდა აეკრძალოთ ცუდ ადამიანებთან მეგობრობა, რადგან ბოროტი სცვლის კეთილ გონებას, თვით მშობლებიც უნდა ერიდებოდნენ, რათა შვილებს არ მისცენ ცდუნების საბაბი.

 

წმ. ტიხონ ზადონელი

 

 

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება