მთავარი > წმ. მამათა საგანძურიდან, მთავარი გვედის ფოტო > ადამიანი

ადამიანი


3-12-2018, 00:02
 

ადამიანი

 

 
   ადამიანები, რომელნიც ვითომ სიხარულსა და ბედნიერებას ამ ქვეყნად ამყარებენ - ცდებიან, რამეთუ არა არს სუფევა ნეტარეული ხრწნილებასა შინა, არცა ბედნიერება დაურღვეველ უმწუხარო, ბიწიერ ნება გაუმაძღარ, მომაკვდავ გვამსა შინა.
 
წმ. ალექსი ბერი 
 
 
   ადამიანები, რომლებიც ძლიერ მიეცემიან ყოფით საზრუნავს, გაზულუქებულ შინაურ ფრინველებს ჰგვანან, რომლებსაც ტყუილად აქვთ ფრთები და მიწაზე პირუტყვთან ერთად დადიან.
 
წმ. ბასილი დიდი 
 
 
   ადამიანებს მრავალი ნაკლი და უცნაურობა ახასიათებთ და სრულიად მათი გამოსწორება შეუძლებელია, ამიტომ, არ გვრჩება სხვა გამოსავალი - უნდა მოვითმინოთ და შევეგუოთ ამ თვისებებს.
 
არქიმანდრიტი ეპიფანე თეოდოროპულოსი 
 
 
   ადამიანი არ კვდება, მხოლოდ გარდაიცვლება სხვა, მარადიულ ცხოვრებაში. სხეული მიწისაგან არის მიღებული და მიწადვე მიიქცევა, ხოლო სული ღმრთისაგან არის და ღმერთთან წავა.
 
ვალაამის მონასტრის სქემ-იღუმენი იოანე 
 
 
 
   ადამიანი, რომელიც აკვირდება საღვთო ქველმოქმედების, საღვთო განგებულების მიმართ თავის დამოკიდებულებას სწავლობს. შემდეგ იგი უკვე თავს ისე გრძნობს, როგორც - ჩვილი აკვანში, რომელიც როგორც კი დედა დატოვებს, ტირილს იწყებს და არ ჩუმდება, ვიდრე იგი ისევ არ მიირბენს მასთან. უდიდესი საქმეა - საკუთარი თავის უფლისადმი მინდობა!
 
მამა პაისი მთაწმინდელი 
 
 
   ადამიანი სანამ ხორცში მყოფობს, ცხოვრება მისი ყოველმხრივ უბედურების ღაღადისია. ვინც უნდა იყოს იგი ხელმწიფებასა შინა მყოფიც, იგივე უბედურების მსხვერპლია.
 
წმ. ალექსი ბერი 
 
 
   ადამიანის გონებას იმის შეცნობა ძალუძს, რაც არ შეესატყვისება საღმრთო ბუნებას, ხოლო საკუთრივ ღმერთის ბუნებაზე რისი ფიქრიც ჯერ-არს, ეს მას არ ესმის.
 
   წმიდა გრიგოლ ნოსელი 
 
 
   ადამიანის პირველი დანიშნულება ღვთის განდიდებაა. იგი მოწოდებულია, უერთგულოს ღმერთთან არსებულ კავშირს, შეიცნოს და განადიდოს შემოქმედი, სულით ისწრაფვოდეს მასთან ერთობით და მასში ცხოვრობდეს.
 
 პროტოპრესვიტერი მიხეილ პომაზანსკი 
 
 
   ადამიანის საბოლოო მიზანი და უმაღლესი სიკეთე ღმერთთან ერთობაში, თანაზიარებაში მდგომარეობს. ღმერთმა ინება, რომ ადამიანი მასში ჰპოვებდეს მოსვენებას, და ადამიანიც სხვაგან ვერსად ნახავს სიმშვიდეს, თვინიერ ღმერთისა. შესაქმის თავდაპირველი დანიშნულებითაც სწორედ ამდაგვარ ერთობაშია პირველი ადამიანი შემოქმედ ღმერთთან.
 
წმიდა მაკარი დიდი 
 
 
   ადამიანი ქმნილებაა, მაგრამ ღმერთისაგან ნაბრძანები აქვს ღმერთი გახდეს მადლის მიერ.
 
წმიდა გრიგოლ ღვთისმეტყველი
 
 
   ადამიანს თავისით არაფრით არ ძალუძს ჭეშმარიტად კეთილი შეიქნას, როგორადაც არ უნდა სურდეს ეს, თუკი მასში ღმერთი არ შესახლდება, რადგან არავინაა კეთილი და სახიერი, თვინიერ ღმერთისა მხოლოისა!
 
წმიდა ანტონი დიდი
 
 
   ამგვარად, თუ ჩვენი არსებობა მოკლებულია უხილავი სამყაროს გრძნობად აღქმას, თავად ჩვენი გონება, გული და სხეულიც კი უხილავი სამყაროს ზემოქმედებას განიცდის.
 
მღვდელი ვლადიმერ ელისეევი
 
 
   არიან ადამიანები, რომელთაც მოსაგრე ცხოვრებით გაუთანგავთ თავიანთი სხეული, მაგრამ ღმერთს კი მოშორებიან, რადგან ვერ შეუძენიათ ჭეშმარიტი გულისხმისყოფა.
 
წმიდა ანტონი დიდი
 
 
   ბევრი ადამიანი უმადურია. თუ მათგან მადლობის მიღების იმედი გვაქვს და არ გადაგვიხდიან, დავღონდებით. სჯობს მოლოდინი არაფრის გვქონდეს და მშვიდად ვიქნებით.
 
  არქიმანდრიტი ეპიფანე თეოდოროპულოსი
 
 
   ეგოისტი ადამიანი არავის აინტერესებს. თუ ვინმე დაინტერესდება, სულიერი კავშირი მხოლოდ მაშინ არის მტკიცე და ურღვევი, როცა ურთიერთობას ამყარებ ბავშვურ სულთან, უმანკოებასთან და სიწმინდესთან.
 
   ბერი ამფილოქე
 
 
   კაცისთვის არაფერია იმაზე კარგი, რომ ჭამოს, სვას და დატკბეს თავისი ნაღვაწით. ეს გამოვცადე, რადგან ესეც ღმერთის ხელთაა.
 
   ეკლესიასტე, თ. 2-3
 
 
   ნუ გექნება ურთიერთობა მზაკვარ ადამიანთან. ესევითართან მეგობრობა ეშმაკთან დამეგობრებას ნიშნავს.
 
  წმიდა ანტონი დიდი
 
 
   
 
Xareba.net - ის რედაქცია 
 
 
   

უკან დაბრუნება